ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, ნუ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წე
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.
უწყების ინფომაციით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
„მოგეხსენებათ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”.
„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევ
პარლამენტის 19 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით სამ მინისტრს მოუსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნით ინტერპელაციით პარლამენტში დაბარებული არიან შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. მინისტრის მიმართ მათი კითხვა ეხება, თუ რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც
საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველად ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას ითხოვს.
ბიუროს მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში “ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა შეტანილია, თუმცა ბოლო - 108-ე საკითხად არის წარმოდგენილი.
ბიუროს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია, რიგითობის შეცვლა მოითხოვა.
“რატომ ხდება ისე, რომ განსახილველად ახლადშემოტანი
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უწყების ცნობით, ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნეს.
publika
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთიდან ფრენებთან დაკავშრებით ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და საქართველოს ხელისუფლებას ამაში რამე წვლილი არ მიუძღვის.
ლევან დავითაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენების აღგენის შესახებ პუტინის განკარგულებისთანავე, გასული კვირის ბოლოს უკვე საქართველომ მიიღო რამდენიმე განაცხადი, როგორც რუსული, ისე ქართული ავიაკომპანიებისგან. მისი თქმით, 3 ავიაკომპანიის გა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ აცხადებს, რომ მთავარი შეკითხვაა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა.
მისი თქმით, ქართველების უმრავლესობა უფრო ბედნიერი იქნებოდა, პუტინს რუსული ჯარი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა.
„მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს,
მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში [54 კმ მოსკოვიდან] ელექტროგადამცემი ხაზების ბურჯები დანაღმეს – იუწყება სახელისუფლებო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.
მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ხმაურდება.
ბოლო კვირებში, გახშირდა ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ.
ამჟამად ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლები.
ნეტგაზეთი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა. საქართველოს სახელმწიფო უწყება არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ნებართვა გაცემული.
"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნება
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფრენებთან დაკავშირებით ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა „როსავიაციაში“ ნიშნავს სანქციების დაწესებას.
„როსავიაცია“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოა. 15 მაისიდან ძალაში შევიდა კრემლის განკარგულება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ასევე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით აღდგა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან.
დღეს განცხადება გაავრცელა სამოქალაქო ავიაციის სააგენტ
თურქეთის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიციამ მოიგო როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო კენჭისყრა. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, “ანადოლუს” პარალელური დათვლის შედეგებიდან ვიგებთ.
სააგენტოს თანახმად, გახსნილია საარჩევნო ყუთების 100%. “ანადოლუს” ცნობით, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, ჯამში, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა.
ამ მონაცემებით, ამომრჩეველთა 63.58%-მა თურქეთის უმსხვილესი
ავტორი:თამთა ჯიჯავაძე
დღეს, 15 მაისს, 19:00 ზე პარლამენტის უკან დაგეგმილია აქცია - "უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს".
აქციის ორგანიზატორი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფია, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ შექმნეს პეტიცია „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“. პეტიციას უკვე 6000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც ვაპროტესტებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების ა
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, საქართველოში მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს.
„პირველი, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიუ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15 – 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსაური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან.
შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც
საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ. გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ა
ბახმუტის დაცვა გრძელდება და ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია წინ წაიწიოს და რუსულ ძალებს დაუპირისპირდეს, - ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
„ჩვენი ჯარების წინსვლა ბახმუტის მიმართულებით - ეს არის პირველი წარმატებული შეტევითი ოპერაცია ქალაქის თავდაცვაში“, - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ქალაქის დასაცავად ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია.
„ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი შეგვიძლია წინსვ
დღეს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს საერთო სასამართლოების კანონში და ცესკოს დაკომპლექტების წესში, რომლითაც ხელისუფლება არ თმობს უკანონო გავლენებს სასამართლოზე და საკანონმდებლო დონეზე იქვემდებარებს ცესკოს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი, თქმით, ორივე ცვლილება პირდაპირ უკავრშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ქვეყანაში.
"სასამართლოს ნაწილში, იუსტ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება.
"დღეს - ლონდონი. გაერთიანებული სამეფო არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთსა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და დელეგაციებთან ე
უახლოეს კვირებში, საფრანგეთი უკრაინას გადასცემს ათეულობით ჯავშანმანქანას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს და საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება. ამ პუნქტს შეიცავს საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა. მაკრონის და ზლენსკის შეხვედრა 14 მაისს, პარიზში გაიმართა.
დეკლარაციაში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდა
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებული ბიულეტენების 94.24%-ის დამუშავების შედეგად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს ხმების 49.59% აქვს, მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური სახალხო ალიანსიდან ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.67%. 5,28%-ით მესამე ადგილზეა პოლიტიკური ბლოკის, „ალიანსს ატას“ კანდიდატი სინან ოღანი.
ხმების დათვლა გრძელდება. თუ საბოლოოდ, ერდოანი 50%-ზე მეტს მოიპოვებს, თურქეთის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების
ნატალია საბანაძე, ევროკავშირში ყოფილი ელჩი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში გადაცემაში „360 გრადუსი“
345650232_202295782616684_2181425551974946664_n.mp4
დღეიდან, 15 მაისიდან ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღით, რუსეთში უვიზოდ ყოფნა.
პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში
პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით, "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 46 შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებილი ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 74-ჯერ გახსნეს.
„თავდასხმების შედეგად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალა