Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.689

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მარია ზახაროვა რომის პაპის განცხადებაზე - ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებები ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით არა უბრალოდ რუსოფობიის გამოვლინებაა, არამედ სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნა. „ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის. გაიხსენეთ, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ კავკასიის ხალხებს სწორედ რუსები, სლავები აწამებდნენ და ახლა გვეუბნებიან, რომ რუსებს აწამებენ კავკასიის ხალხე

შალვა პაპუაშვილი - საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას

საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 34 480 000 ლარით განისაზღვრა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტი 34 480 000 ლარით განისაზღვრა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 6 მილიონ 666 000 ლარით მეტია. ფინანსურ დოკუმენტს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – ორი. სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც საკრებულოს „ქართულ ოცნების“ წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი რეგიონის საჭიროებებსა და განვითარებაზეა მორგებული. მათივე ცნობით, პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური სფერო. მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ტურისტული, ს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის, საცხოვრებელ სახლებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგით, ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა

ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბრის ჩანაწერზე - ორჯერ მოვისმინე, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა. მისი თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშრდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. „ეს არის გასული წლის 21

ალექსეი რეზნიკოვი - რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს

რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტელეკომპანია „ბიეფემტივისთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის შეტევა, შესაძლოა, ორი მიმართულებით, დონბასსა და სამხრეთში წარიმართოს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სიმბოლიზმით ცხოვრობენ და 24 თებერვალს შეეცდებიან რაღაცის მოსინჯვას. ოფიციალურად რუსეთმა 300 000 ჯარის

ოლივერ ვარჰეი - განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ავსებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით ევროკავშირის 2022 წლის მოსაზრებას, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას. „დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდ

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს. აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა პოლონეთის პოზიციის გამო,

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. ისინი ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციი

უკრაინაში გაასამართლებენ 15 რუს ჯარისკაცს, რომელსაც 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი ერთი თვე სარდაფში ჰყავდა დაკავებული

უკრაინაში 15 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, რომელსაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდა დაკავებული. გენერალური პროკურატურის ცნობით, 15 რუს სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის წაუყენეს.   „რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ

"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები", "უსამშობლო მოღალატეები" - თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა

თბილისში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "უსამშობლო მოღალატეები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია "ლელოს" ლიდერ

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე. „ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალ

მერაბ დვალიშვილი: „დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა! 32 წლის ქართველმა დაამარცხა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა. დვალიშვილმა უძლიერეს მეტოქეს ხუთრაუნდიან ბრძოლაში აშკარად აჯობა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. „ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო - რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გ

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი გამორიცხავს თავისი მხრიდან კოსოვოს ფაქტობრივ ან დე იურე აღიარებას

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობისას არ მოხდება "არც ფაქტობრივი და არც დე იურე" აღიარება მეზობელი კოსოვოსი და პირობა დადო, რომ თვითონ "არ იქნება ის, ვინც ხელს მოაწერს" სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. ამ განცხადებებმა შეასუსტა დიპლომატიური იმპულსი, რომელიც გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, 27 თებერვალს ბრიუსელში განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, გ

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი გახსნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 აპრილს გახსნა დანარჩენ საქართველოსთან გასული კვირის ბოლოს ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ორმხრივად გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე, ე.წ. გამშვები პუნქტით - ენგურის ხიდით, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს და საბერიო-ფახულანის პუნქტით, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონის და სამეგრელოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზ

გიორგი წერეთელი - რიკოთზე საავტომობილო ნაკადები მომატებულია - დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის განცხადებით, დღეს დილის 7:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა. მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს და 19:00 საათის შემდეგ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გააგრძელებენ. როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მოძრაობა რიკოთზე დატვირთულია, რაც აღდგომის დღესასწაულისთვის დამახასიათებელია. „დღეს დილის 7:00 საათიდან უკვე მსუბუქი სატრანსპორტო სა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - მოვიპოვეთ ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰესი რუსმა დივერსანტებმა ააფეთქეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. „დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს. ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგური ბირთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ - სრული ქაოსი

დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავი

ბერდია სიჭინავა - როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები (ვიდეო)

“როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები. ერთი ადამიანის მსახურებაშია გადასული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს დახმარებით მიღებული სიკეთეები ელიტური ოჯახების ჯიბეებში ილექება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო მზადება და საზოგადოებას სიგნალი გაუგზავნა, როგორი იქნება ეს პერიოდი. მათ აწყობთ მოცემულობა, რომ ნაციო

კარლოს ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია - რამდენი გამოიმუშავა ჩოგბურთელმა?

2023 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი კაცებში დასრულდა. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარლოს ალკარასმა ფინალში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება პირველად მოიგო. ნერვიული სტარტისა და პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ესპანელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 4 საათიანი და 42 წუთიანი მატჩი, საბოლოოდ, მისი გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის 4-გზის ჩემპიონისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მატჩი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზ

რამდენიმე წუთის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს

რამდენიმე წუთის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. პალიტრა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას 16 ოქტომბერს გამოაცხადებენ

პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს ანუ 16 ოქტომბერს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მო

ზაზა თავაძე - აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია

"აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია და შესაბამისად, საგულისხმოა, რომ ერთხმად, ღირსეული მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. მოსამართლე გიორგაძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების შეწყვეტა, ცალსახად განხილულ უნდა იქნეს დამუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად,

გიორგი გახარია - რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და  პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი  გახარია სოციალურ ქსელში სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. "რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია." Twitter: 
×
×
  • შექმენი...