სრულიად ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს”, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული დებულ
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნის თემით ოპოზიციას სურს, ის წარმატებული პროცესი გადაფაროს, რაც მმართველი გუნდის თაოსნობით 12 რეკომენდაციის თვალსაზრისით ხორციელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს დისკრედიტაციის უფლებას არავის მისცემენ.
„დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ძალიან მყარი და მტკიცე პოზიცია გვაქვს, რაც, პირველ რიგში, გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს სასამართლოს დამოუკი
”ქართული საზოგადოება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისგან მკაფიოდ გაიმიჯნა.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება რეალურად მოქმედებს პრორუსულად და ქართული საზოგადოება აზროვნებს ევროპულად, რადგან ყოველთვის ევროპული კულტურის ნაწილი ვიყავით. ”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი
356811818_259936243314204_5883983042765521035_n.mp4
უკრაინის დაზვერვის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი კოლონით, შეიარაღების გარეშე შევიდნენ.
სამონიტორინგო ჯგუფის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკვე მესამე კოლონაა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა და მოგილევის ოლქში მდებარე საველე ბანაკში დაბინა
“ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნია!
ჩვენს მიერ გამოაშკარავებული ერთ–ერთი ხმაურიანი საქმე თბილისის მერიის მიერ რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზისგან“ ხუთ მილიონამდე ლარის სპეცტექნიკის შეძენას ეხებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, მერიამ მაინც არ გააუქმა ხელშეკრულება „კა
ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა. ეს მონუმენტური ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია. საქართველოს სახელმწიფო გერბს თუ შევხედავთ, იქ წერია, რომ „ძალა ერთობაშია“. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციის დროს. თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის მაგალითს, თუ გადავხედავთ წა
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს.
ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნათია ჯულაყიძემ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
იპნ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა.
„დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.
1948 წელს, ადამიანის უფლებ
საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმოიხილავს გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს.
ოკუპაცია
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხ
ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.
კითხვაზე,
გუშინ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა. ღარიბაშვილის "ეკონომიკური დუღილის" ფენომენი, ტყუილი - ჩვენმა მოქალაქეებმა ამხილეს!, - ამის შესახებ აცხადებს საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.
მისივე თქმით, 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშებთან ერთად, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც.
"მანამდე იყო რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ასევე ღარიბაშვილის ამ ცრუ თვითკმაყოფილებას წყალი შეუყენა და რუსი ტურისტები დაგვამადლა.
თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
იპნ
საქართველო იმაზე სამჯერ მეტ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ყიდის, ვიდრე ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან გავიდა 79,610 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი, იმპორტით კი 25,177 მლნ დოლარის შემოვიდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, წინა, ანუ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. იმპორტის ზრდამ თითქმის 605% შეადგინა, (2022 წელს 3,572 მლნ დოლარი) ექსპორტი (ადგილობრივი) კი მხოლოდ 37,2%-ით გაიზარდა (2022 წელს 57,970 მლნ დოლარი).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ
ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ივანიშვილი კობახიძეზე უკეთეს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად ნამდვილად ვერ შეარჩევდა იმის საჩვენებლად, რა დაემართა და რად იქცა „ოცნება“ დღეს!, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მარტივია იმაზე პასუხი თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზე - "თქვენ იქნებით არჩევნების გაყალბების მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის მთავარი ფუნქცია.", - ამბობს ლილუაშვილი.
"თქვენ, ტყ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გმირთა მოედნის მიმდებარედ, სანაპიროზე ჩამსვლელ საგზაო მონაკვეთში დამატებითი ზოლი მოეწყობა. მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მისი თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, 16 თებერვალს, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება.
სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვ
საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაა.
ის ჟურნალისტებთან საუბრის დროს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტსაც და თქვა, რომ ამას მიესალმება. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალ წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად იხილავს.
ელჩმა ისაუბრა არჩევნებზეც და ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხ
პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძ
„აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ - მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიისკანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ამასთან, სალომე ზ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა.
„ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარე
დააკორექტირეთ კანონის მიზანი და გამჭვირვალობის ნაცვლად, რაც ტყუილია, მიუთითეთ, რომ ის ემსახურება საზოგადოების დაპირისპირებას.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო:
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
შსს-ის ცნობით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქა
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.
კანონი "ოცნებამ" მიღებამდე აამოქმედა, რაც გამოიხატა ძალადობაში, აგენტების იარლიყების მიწებებაში და ყველა იმ პროცესში, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება.
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/427498873226579/
"რუსული კანონის ამოქმედების, ქვეყანაში გაფორმებული ავტორიტარიზმისა და საგარეო კურსის ცვლილების შემდეგ, დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური.
მმართველობის კონსტიტუციური სისტემა მთლიანად მოშლილია და ქვეყანას რეალურად მართავს ერთი ადამიანი, ორი ინსტრუმენტით - ძალადობით და კორუფციით."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/469881742200293/