Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.760

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზვიად ძიძიგური - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ - გამოსავალი ერთია: არც ბიძინა და არც მიშა

12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავრობა, პარლა

ზვიად ძიძიგური - დღეს “ოცნება” კედელთან არის მიყენებული და არანაირი სვლა აღარ აქვს დარჩენილი

რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ჩინოვნიკი დასანქცირდება. დღეს “ოცნება” კედელთან არის მიყენებული და არანაირი სვლა აღარ აქვს დარჩენილი. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/622852366869536

ზვიად ძიძიგური - დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ხელისუფლებას (ვიდეო)

დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ხელისუფლებას. ”ოცნება” ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბანერები, რომლებიც გამოიტანეს თბილისის ქუჩებში სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1457717848257455/

ზვიად ძიძიგური - გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნით „ქართული ოცნება“ აშშ-ს ეუბნება: „ჩვენ არ გვაინტერესებს, რას აკეთებთ“ – როცა დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის თანამდებობის პირებს, რაის „ევროპისკენ“ და რაის „ღირსებით“ მიდიხარ?

ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაზე ღლიცინებენ - როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კ

ზვიად ძიძიგური - „ხალხის ძალას“ მინდა მივმართო: ყასიდად მაინც თქვით რამე მზია ამაღლობელზე, ხომ ხართ „ოპოზიციონერები“? მიხეილ ყაველაშვილს მივმართავ, თავს პრეზიდენტს რომ ეძახი, გამოდი და თქვი რაღაცა

დაზარალებულად ცნობა იძლევა ერთადერთ უპირატესობას, შესაძლებელია წვდომა გაჩნდეს საქმის მასალებზე - ეს მასალები ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას, რომელზეც, როგორც დაზარალებულ გიორგი გახარიას წვდომა ექნება, თუ ის მასალებიც არ არის დაჩეხილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობას გამოეხმაურა.

ზვიად ცეცხლაძის მამა - მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები - მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს

მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს, - ამის შესახებ აქციაზე დაკავებული, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა. აღნიშნული განცხადება ზურაბ ცეცხლაძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომა დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო დღეს, საქართველოში აღარ არ

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მაისიდან გაიხსნება - რა ჯდება პროექტი?

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მონაკვეთზე 4-ზოლიანი გზა მოეწყობა, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახული

ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე, „რომპეტროლის“  ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მათივე ცნობით,  შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ფოტო: ფორმულა ნეტგაზეთი

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა - არავინ გვკითხა, რომ ეკითხათ, გაცვლას დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება

გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა. “ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თ

ზელენსკის ცნობით, 8 ივლისს კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი

უკრაინაში რუსეთის საჰარეო თავდასხმების შემდეგ სამაშველო ოპერაციები გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მასობრივი სარაკეტო იერიში 8 ივლისის დილას მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 38 ადამიანი. დაშავდა 190, მათგან კიევის საავადმყოფოშია 64. 28 ადამიანი ჰოსპოტალიზებულია კრავავი რიჰში, 6 – დნიპროში. ზელენსკის განცხადებით, კიევის საბავშვო კლინიკიდან, რომელიც რუსეთმა დაბომბა, ყველა პაციენტი სხვა სამედიცი

ზელენსკის საშობაო მიმართვა: წელს სასწაულს არ დაველოდებით, მას თავად ვქმნით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის გვერდზე განათავსა მიმართვა იმ მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი, რომლებიც შობის ღამეს 24 დეკემბერს აღნიშნავენ. "დღევანდელ დღეს, და ზამთრის მომავალ დღესასწაულებს ჩვენ რთულ პირობებში ვეგებებით. ვიღაც ცაზე დღეს პირველ ვარსკვლავს დაინახავს ბახმუტში, რუბიჟნესა და კრემენაიაში. ვიღაც ამ დღესასწაულს სხვა ადამიანების, უცხო ადამიანების სახლში აღნიშნავს - იმ უკრაინელთა სახლებში, რომლებმაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს. ვიღაც [უკრაინულ ხალხურ საშობაო

ზელენსკის თქმით, უკრაინა მარცვლეულის ტრანსპორტირებას რუსეთის გარეშე განაგრძნობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, განაგრძოს „მარცვლეულის შეთანხმების“ მოქმედება რუსეთის გარეშეც და საპასუხო სიგნალებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს — თურქეთსა და გაეროს. ზელენსკის თქმითვე, მან უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, ოფიციალური სიგნალები გაუგზავნონ გაეროსა და თურქეთს, რათა უკანასკნელებმა დაადასტურონ, რომ მზად არიან ინიციატივის გასაგრძელებლად. რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, ვინაიდან სხვა მხარეებ

ზელენსკის თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გააჩინეს

უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის გაჩენის შესახებ იუწყებიან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ხანძარი რუსულმა ძალებმა გააჩინეს, ზაპოროჟიეს მარიონეტი ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ ხანძარი უკრაინელების შეტევის შედეგად გაჩნდა. ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დიდი კვამლი ჩანს. მისი თქმით, რადიაციის ზღვარი ნორმაშია, თუმცა ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს უკრაინისა და მთ

ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა – მედია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა. ამის შესახებ ცნობას ბრიტანული მედია ავრცელებს. ზელენსკი ორშაბათს, 2 მარტს მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელიც უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას შეეხება და რომლის ორგანიზატორიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერია. სტარმერმა ზელენსკის თეთრ სახლში კამათის შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ ის მას ლონდონში ელოდებოდა სამიტზე. სამიტს სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. თეთრ სახლში უკრაინისა დ

ზელენსკის ვიზიტის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარება დაამტკიცა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პარასკევს საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი. ახლა დოკუმენტი გადაეცემა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც თავისი ხელმოწერით კანონად აქცევს მას. პრეზიდენტი ზელენსკი კონგრესს მადლობას უხდის ტვიტერზე, წერს, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკელი ხალხი ამ ბრძოლაში უკრაინელების გვერდით დგანან“. ზელენსკი ვაშინგტონიდან - მისი პირველი მოგზაურობიდან უკრაინის გარეთ რუსეთის შეჭრის შემდეგ - დაბრუნდა დაპ

ზელენსკის და მაკრონის შეთანხმებით, უკრაინა საფრანგეთისგან ჯავშანტექნიკას მიიღებს

უახლოეს კვირებში, საფრანგეთი უკრაინას გადასცემს ათეულობით ჯავშანმანქანას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს და საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება. ამ პუნქტს შეიცავს საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა. მაკრონის და ზლენსკის შეხვედრა 14 მაისს, პარიზში გაიმართა. დეკლარაციაში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდა

ზელენსკის აშშ-ის პრემია "თავისუფლების მედალი" მიენიჭა, მან ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო პრემია „თავისუფლების მედალი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრი“. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ერთობისკენ მოუწოდა ამერიკელებს. ცერემონია ფილადელფიაში გაიმართა წუხელ, როცა უკრაინაში უკვე სამშაბათი დილა იყო. „მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ, როგორც ახლა, ურყევი ერთობა იმ დღემდე, როცა ყველანი გავიგებთ მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებზეც ვოცნებობდით. სანამ გავიგებთ, რომ მშვიდობა

ზელენსკის აშშ-ის კონგრესში ფეხზე წამოდგომით და ოვაციებით დახვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს ვაშინგტონში სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს, სადაც მას ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით დახვდნენ. ზელენსკისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები ორ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში მისვლამდე, ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა.   რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომელი დაითხოვა, „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება. ბოლო კვირებში უკრაინის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ათობით თანამდებობის პირი და დაიწყო გამოძიება, როგორც არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი. 11 თებერვალს ზელენსკიმ რუსლან ძიუბა გაათავისუფლა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან, განაცხადა მისმა ოფისმა ისე, რო

ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოუყვა, რა უთხრა ორბანს არგენტინაში შეხვედრისას

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინაში შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სთხოვა დაესახელებინა ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირის წევრი. ზელენსკის განცხადებები ამ საკითხზე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. “ვერ ვიტყოდი, რომ ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ დიალოგი გვქონდა. ეს სიმართლეა. ვფიქრობ, გვჭირდება კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზება უნგრეთსა და უკრაინას შორის, რადგან მეზობლები ვართ, საერთო საზღვრები გვაქვს და საჭიროა, რომ ვილაპარაკოთ. მე წ

ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. "გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ზელენსკი ტვიტერზე. ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის ავტორები იყვნენ მმართველი კოალიციის სამი პარტია და წამყვანი ოპოზიცი

ზელენსკი: ცხადია, ნავალნი მოკლა პუტინმა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელესკი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პუტინმა მოკლა. ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ დაადანაშაულა ნავალნის სიკვდილში და თქვა, რომ პუტინმა ამაზე პასუხი უნდა აგოს. ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო. პუბლიკა

ზელენსკი: უკრაინის ცის დასაცავად უკვე გვაქვს სერიოზული იარაღი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან დასაცავად კიდევ უფრო ძლიერ იარაღს ელოდება. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ცის დასაცავად უკვე აქვთ ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღი. „მაგრამ უნდა იყოს, და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. 19 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი. რეზნიკოვის

ზელენსკი: უკრაინა აპირებს ამ ზამთარსავე მოიწვიოს „სამიტი მშვიდობისთვის“

უკრაინა ამ ზამთარსავე აპირებს სპეციალური სამშვიდობო სამიტის მოწვევას. ამის შესახებ 18 დეკემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ამზადებენ „სამიტს მშვიდობისთვის“ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, რომელმაც შესაძლოა, განიცადოს ისეთივე აგრესია და ტერორი, როგორიც რუსეთმა მოიტანა უკრაინის მიწაზე. ზელენსკის თანახმად, უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა - ათი მკაფიო პუნქტი, რაც შექმნის უსაფრთხოების ახალ, გლობალურ

ზელენსკი: ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

„ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...