Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.861

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში საქართველოს ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა. ინფორმაციას fortuna.ge-ს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი უდასტურებს. თეატრალური ფესტივალის სპექტაკლებს შორის უკვე ასახულია მისი მონაწილეობით სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და მასზე დასასწრები ფასი 95 ლარიდან იწყება. ჯონ მალკოვიჩი საქართველოში პირველად 2011 წელს იყო ჩამოსული. საერთაშორისო თეატრ

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხვალ მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ წულუკიანმა რეჟისორ, გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არ მახსოვს საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი რომ ეს არის ზედმეტი, მაგრამ დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ.

თეა წულუკიანი - ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველა ის შედეგი, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა

ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი – ახალგაზრდას, ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი – მეორე პარტიის მიმდევარს, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროკავშირში და საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია. „რაც შეეხება სტატუს

თეა წულუკიანი - მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი

მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე გარკვეული გაუგებრობა. ამასთან, მისივე თქმით,

თეა წულუკიანი - ითათბირებენ და გადაწყვეტენ, მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში, არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას, არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპეკულაციაა საუბარი იმის შესახებ, რომ კულტურის მინისტრის პოსტს ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტროში გადადის. მინისტრის თქმით, არჩევნებამდე არსად წასვლას არ აპირებს. „ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სა

თეა წულუკიანი - ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას

ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თათია სამხარაძეს ეხებოდა. „არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, რომ მე ვარ ის

თეა თავართქილაძე - სამინისტრომ დააკმაყოფილა თანამშრომლების მოთხოვნები და ამ ეტაპზე მათი პროტესტი შეწყვეტილია, კლინიკა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას

ზაზა ავალიანის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა. ამ ეტაპზე, კლინიკის თანამშრომლები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნის პასუხებს ელოდებიან, რომლის მიხედვითაც, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რამდენად აუცილებელია კლინიკის შენობის ნაწილის დემო

თეა გოდოლაძე: აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა

„აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა”,  – ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს. „23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შ

თეა გოდოლაძე - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას - ქვეყანაა გადასარჩენი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა. როგორც გოდოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით გარიდებოდა სიტუაციას. თუმცა, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და საქმიანობა არ მიუტოვებია. „ჩემო გულშემატკივარნო, არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რ

თეა გოდოლაძე - გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება

გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამ

თეა გოდოლაძე - ამერიკამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვაჩუქა 21 სეისმური სადგური პირდაპირ ხაზით და პლიუს 7 სეისმური სადგური NATO-ს საგრანტო პროგრამის ხაზით (თითოელის ღირებულება დაახლოებით 38 000 $-ია)

ამერიკამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვაჩუქა 21 სეისმური სადგური პირდაპირ ხაზით და პლიუს 7 სეისმური სადგური NATO-ს საგრანტო პროგრამის ხაზით (თითოელის ღირებულება დაახლოებით 38 000 $-ია), -  ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, ამერიკამ შეგვიქმნა თბილისის ძლიერი მოძრაობების მარეგისტრირებელი სეისმური ქსელი. "დააფინანსა ყველა ამ სადგურის ინფრასტრ

თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელები

თბილსერვისის 4992 თანამშრომლიდან მეეზოვეა 2924, დანარჩენი ოფისში მუშაობს — აუდიტი

„თბილსერვის ჯგუფში“, რომელსაც დედაქალაქის დასუფთავება ევალება, 2021 წლის მონაცემებით, 4992 ადამიანი მუშაობდა, მათგან მეეზოვე იყო მხოლოდ 2924, დანარჩენი თანამშრომლები კი, ძირითადად, საოფისე საქმეს ასრულებდნენ სხვადასხვა დეპარტმანეტში. თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 აგვისტოს საღამოს, თბილისში მოსული წვიმის შედეგად ქუჩების დატბორვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სანიაღვრე ჭების ნაგვით გავსება დაასახელა. „იყო კონკრეტული ადგილები, რომლებიც გადავსებული იყო, ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი, იყო

თბილისში, ჰუალინგთან მანქანა დაიწვა, დაიღუპა მძღოლი

თბილისში, ჰუალინგთან ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი ადგილზე დაღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და დაწყებულია გამოძიება. პუბლიკა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან მშენებლობისას კაცი გადმოვარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან მშენებლობისას კაცი გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იპნ

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც. კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამო

თბილისში, რესტორანთან, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოსამართლეები შენობაში შეძახილების ფონზე შედიან

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ. “[ეს მოსამართლეები] უძარღვოდ, უსისხლოდ, უსულგულოდ არიან დაბადებუ

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლებს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. ბანკის თანამშრომლებმა თავდამსხმელს თანხა გადასცეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.   ავტორი - ბელა ზაქაიძე

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. იპნ

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშვებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.   იპნ

თბილისში, მეტეხის ხიდზე დღეს საღამოდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მეტეხის ხიდზე 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება. მერია განმარტავს, რომ მიზეზი ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაა. რამდენიმე საათის განმავლობაში: გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნებ

თბილისში, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ადგილზე მყოფი პირების ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეტადონის პროგრამის ცენტრია. „ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე. ჩხუბის ხმა არ გამიგია. მეტადონის ცენტრი რომ მანდ არ იყოს, უკეთესი იქნება. იქ სულ ჩხუბია“ , - განაცხადა თვითმხილველმა. კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორ

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდ

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმ
×
×
  • შექმენი...