Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.316

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვლადიმერ პუტინი - უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო

უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, რუსეთისა და გლობალური ისტორიის შესახებ რელიგიურ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში. რუსეთის პრეზიდენტმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლური ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ჩარევაში, ასევე მილიონობით უკრაინელის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვაში დაა

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ უკრაინას კარგი ამბები ელოდება

უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით... ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი

ირაკლი ნადირაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მებრძოლი, ერთგული, პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის. „დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „

აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ამგვარად, ვაშინგტონმა ჩამოართვა რუსეთს სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. იგი აძლევდა საშუალებას რუსეთს, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე. „რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუს

სომხეთში ტერორიზმისთვის ხელშეწყობის მუხლით საქმე აღიძრა ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო

სომხეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გარშემო. ამის შესახებ სამსახურის ვებსაიტი იტყობინება. ცნობით, გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად იქნა გამოყენებული, იმყოფებოდა სატვირთო მანქანაში, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე. ის ქვეყანაში შევიდა უცხო სახელმწიფოდან და შემდეგ გაემგზავრა რუსეთში. უწყების პრესსამსახურ

ირაკლი ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე - სისულელეა, შტერობაა - ამიტომაც დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა

ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის, ევროკავშირი ამერიკასთან ერთად, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, ევროკომისარმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო წინ მიდის, ხოლო ევროკომისარი „არ არის კუბილიუსი, ან გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრეგოროვ

რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პრესცენტრის ინფორმაციით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, მხარეებმა შეთანხმებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ის რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს. შეთანხმების განხორციელება

"სანდროს მშობლები გავხდით... ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს..." - ქეთი მელუა დედა გახდა

მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავი ქეთი მელუა დედა გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და პატარა სანდროს პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა: "ეს საუკეთესო თვე იყო. ახლა ჩვენ სანდროს მშობლები ვართ. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, სიყვარული არასდროს ყოფილა ასე ძლიერი... თუმცა ტანჯვაც ნამდვილია! ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორის, და ჩემი პატივისცემა ასევე მარტოხელა დედებს. და მოფერება სულ სხვაა..."   როგორც ცნობილია, ქეთის პირველი ოჯახი ცნობილ სპორტსმენთან დაინგრა და მეორე ქორწინებ

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა, საიდანაც ნაწილს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი არა. რეზოლუცია ესტონელი ევროდეპუტატის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხე

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა. sportall.ge-ს ინფორმაციით, ტალახაძემ ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა. ამასთან, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის მნიშვნელოვანი ქულებიც დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ევროპის ექვსგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია. გუშინვე, 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი გიორგი ჩხ

მიხაილ ფედოროვი - ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას Starlink-ის სატელიტური კავშირის კიდევ 10 000 ტერმინალი გადაეცემა. “ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. როდესაც ელექტროენერგიის გათიშვები გვქონდა, იმ დღეს მივწერე მას მესიჯი და მას იმწამსვე ჰქონდა რეაქცია და უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მ

პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში გამგზავრება ოფიციალურად დადასტურდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა. ზელენსკი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აშშ-ისკენ გზაზეა, რათა განამტკიცოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილოს აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხები. უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში.   ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დაადასტურა თეთრმა სახლმაც. ინფორმაცია, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩასვლას დღეს, 21 დეკემბერს გ

თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის, საცხოვრებელ სახლებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგით, ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა

კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 13.4 მლნ ლარი დაჯდება. „ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პირობებში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ ვერ მოხერხდა ამ სამუშაოები

ქუთაისის აეროპორტი რიკოთზე დიდთოვლობის გამო, მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც აეროპორტის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, კოორდინაციაში არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან. მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში, უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ. ამასთან, აეროპორტის ინფორმაციაში ნათქვამია, რო

პარლამენტში „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მისული ჟურნალისტები არ შეუშვეს

პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებიც აპირებდნენ, რომ ბიუროს სხდომის პარალელურად გაეპროტესტებინათ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დღეს „ხალხის ძალას“ საკანონმდებლო ორგანოში შეაქვს. „პუბლიკის“ ჟურნალისტის ცნობით, მედიის ნაწილმა მოახერხა პარლამენტში შესვლა, თუმცა მეორე ნაწილი, რომელთათვისაც საშვების დაშვება დეპუტატებმა მოითხოვეს, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. პარლამენტმა დეპუტატებს ჟურნალისტებისთვის საშვების დაშვება შეუზღუდა. პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმ

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე. „ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა

გენშტაბი - უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 159 090 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 1 090 გასულ დღე-ღამეში

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 159,090 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1,090 გასული დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3466 ტანკს, 6769 ჯავშანმანქანას, 2487 საარტილერიო სისტემას, 493 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 259 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვერ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა სამხედროს ვინაობა დახვრეტის ამსახველი ვიდეოდან

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კვირას განაცხადა, რომ დადგენილია იმ უკრაინელი სამხედროს ვინაობა, რომლის სავარაუდო დახვრეტის ამსახველი კადრებიც მარტში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის წარმოთქვამს სიტყვებს „დიდება უკრაინას!“, რის შემდეგაც ავტომატის ჯერს ესვრიან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კაცი ჩერნიგოვის რაიონის ტერიტორიული თავდაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი ალექსანდრ მაციევსკი იყო. „გმირის მონაცემების საბოლოოდ დადასტურება შესაძლებელი გახდა კომპლექსური ს

ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის ეთიკის საბჭოს დიტო სამხარაძის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრით მიმართავენ და ზომების მიღებას მოითხოვენ

ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს დიტო სამხარაძის მიერ პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრით მიმართავენ და ზომების მიღებას მოითხოვენ. მიმართვის დოკუმენტს ხელს ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე აწერენ. „გაცნობებთ, რომ 2023 წლის საგაზაფხულო სესიის საკომიტეტო და პლენარული სხდომების მიმდინარეობისას, როდესაც განიხილებოდა „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი და საპარლამენტო

გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებაზე - ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა

ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!- ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. „ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უ

“ვოლტის” კურიერებს კანცელარიასთან აქცია-კონცერტისთვის სცენა არ გააშლევინეს

“ვოლტის” კურიერები აცხადებენ, რომ აქცია-კონცერტის გამართვისთვის თბილისში, სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქცია დღეს, 6 აპრილს 19.30 საათზეა დაგეგმილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ის, რომ მათ სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს არც კანცელარიასთან და არც პარლამენტთან, კანონდარღვევაა. “აქცია მოიაზრებდა მუსიკალურ კონცერტს. არ მოგვცეს სცენის გაშლის საშუალება, რაც არის კანონდარღვევა. აქციაზე სცენა და მიკროფონი რ

მოსამართლე ირაკლი შენგელია სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც
×
×
  • შექმენი...