გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება - ჩვენთვის კოალიცია მიუღებელია როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე ამ „ოცნებასთან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს.
მისი თქმით, აღნიშნულ დეკლარაციას ისინი იმიტომ არ უერთდებიან, რომ დეკლარაციაში მათ
პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, მოსკოვის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე მოქმედებებისგან დაცვის მიზნით, ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ხაზი აშენებისკენ მოუწოდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში ოთხი ქვეყნის ლიდერებმა, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს იზიარებენ, განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც 27 ქვეყნის ბლოკის დაცვას ითვალისწინებს, ყველა წევრის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.
„
დღეს გვყავს სუსი, რომელიც რუსული ტიპის გავლენებს კი არ ებრძვის არჩევნებზე, არამედ ეხმარება და კოორდინირებულად მოქმედებენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986051393316425/
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შესახებ „მთავარ არხს“ რამაზ ბეღელურის დედამ, ნორა ბეღელურმა განუცხადა. მისი თქმით, რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების ყოველდღიურად მიღება სჭირდება.
„ავადაა, ყოველდღიური წამლების ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს, კრუნჩხვაში ჩავარდება“, – ამბობს რამაზ ბეღელურის დედა.
რამაზ ბეღელური გორის სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრობს. ის საოკუპაციო ძალებს უკანონოდ წარსულშიც ა
"როგორც ჩანს, დამფრთახლი ხელისუფლება პირდაპირ გადავიდა კანონის უხეშ დარღვევაზე, მათ შორის ქართველი ამიგრანტებისთვის საარჩევნოდ ბარიერების შექმნაზე. გვაქვს ინფორმაცია ქართველი ემიგრაციისგან, რომ ხდება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აღრიცხვიდან მოხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/953037673501716
ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სკოლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ მაკა გაბელაშვილი დაინიშნა, რომელიც იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა.
როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, ქვეყანაში "ნაცური" მეთოდებით ადა
საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებ
ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ , - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს.
„მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის შენების თავისუფლებისთვის“, - წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრი
ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ხედვა ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას შეესაბამება და პარტია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სოციალურ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა ამ გზას გაამარტივებს - ამის შესახებ ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
ლილუაშვილმა პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც "საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა მარცხნივაა გადახრილი.
"ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ პრობლემური ს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 2018 წელს სამედიცინო მიზნით, კანაფის კულტივაციის და ექსპორტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის „სიგიჟე“ იყო. ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „იმედთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიაზე თქვა, რომ „მოუშუშებელი ჭრილობაა“ და გასამართლებით დაემუქრა მას და მის პოლიტიკურ გუნდს. დღეს კი, გიორგი გახარიას პასუხი ასე
დღეს, 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს ერთის ნაცვლად, ორ ან მეტ ბიულეტენს აძლევენ. დამკვირვებლებმა ბათუმის ერთ-ერთი უბნიდან გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს ორი ბიულეტენი მისცეს, ვიდეოს მიხედვით, დარღვევაზე საჩივარი დაწერეს.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ 10 საათზე გ
არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
„მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანა
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარა
ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი , - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გახარიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია ამ პროცესში მის გარდა არავინ მიიღოს მონაწილეობა.
“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია, პრეზიდენტის არჩევნების პროცედურაში, როგორ
დღეს, 27 ნოემბერს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, ოლიმპიური ჩემპიონები და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე თავიანთი ინიციატივებით გამოვიდნენ.
გენო პეტრიაშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემას გულისხმობს.
„პატარა ინიციატივით შემოვდივარ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს იმისთვ
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა, გიმნაზიის წინ აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ჩვენ არ გავჩერდებით“, „ჩვენ ვართ ევროპა“.
აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
როგორც ერთ-ერთი მშობელი განმარტავს, ბავშვების პროტესტი სამართლიანია.
„გუშინ სკოლის დირექტორმა პოზიცია დააფიქსირა. კლასიკური გიმნაზია ყოველთვის იყო ქვეყ
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ.
განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 60 თანამშრომელი აწერს, აღნიშნულია, რომ გრძნობენ, რა მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მიესალმებიან და მოითხოვენ, მათი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს.
„საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია,
ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ლომინაძე განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, მუხლის ნაწილი უცნობია, რაც სასჯელის ნაწილს განსაზღვრავს.
ადვოკატი ელოდება, რომ ნიკუშა კაციას ბრალს დ
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა.
აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.
ბექა ჯაიანს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი დაუზუსტდა. კერძოდ კი, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.
ცნო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტებთან დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე ეხება „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ ფაქტს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, ისინი ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.
ინფორმაცია აქტივისტ
მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს არ შესულან სასამართლო სისტემაში, ასევე დღეს არ შესულა სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა. ეს სისტემა “ოცნებამ“ მშვენივრად გადაიბარა.
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/1154492252829393
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებაზე სასამართლოს განაჩენს ტვიტერზე გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ მიუღებელია საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.
"ვუერთდები ნიკა გვარამიას ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერის გვერდზე.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დღ