სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 14 პირი ამხილა. მათგან 5 უკვე დაკავებულია. დაზარალებულთა ნაწილი არასრულწლოვანია.
უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელმაც ნაცნობ 14 წლის ბიჭს ფეისბუქის მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა. ბიჭმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები თავის ორ მეგობარს გაუგზავნა. საბოლოოდ, აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები გოგონას კლასელებს შორის გავრცელდა.
კი
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს.
წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
„ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ ს
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
ფრანგული მედიის ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა.
მათივე ცნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
ნეტგაზეთი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრ
“საჭიროა იმ კორუფციული სისტემის დემონტაჟი არჩევნების გზით, რომელიც დღეს შემოგვთავაზა "ოცნებამ". სანამ გამართული მართლმსაჯულების სისტემა არ იარსებებს, სანამ არ იარსებებს ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ექნება კოფუციული დანაშაულების გამოძიების ფუნქცია და არა ისეთი, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, სანამ ეს ძირმომპალი კორუფციული სისტემა არ შეიცვლება და სანამ ეს ადამიანები მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, იმ დრომდე გაიქცევიან ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან.”
"ასეთ ვითარებაში, როცა სირაქლემის პოზაში ხარ თავჩარგული, ხარ ქვეყნის მოღალატე. კორუფციულად ადამიანების ფულის მოპარვა არის თითოეული ადამიანის ღალატი. სანამ ეს წურბელები, რომლებიც ადამიანებს ჯიბეში უყოფენ ხელს, მათ ფულს პარავენ და სახლში მშვიდად სძინავთ, სანამ ესეთი ადამიანები ამ მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება."
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
408908079_2892286277578978_117144162417142444_n.mp4
გამოქვეყნებულ დასკვნაში მინისტრების საბჭო ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ თავის ერთგულებას ადასტურებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ გაფართოება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის გეოსტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს.
ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ მკაფიო ერთგულება გამოავლინოს
ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ - პუბლიკაციის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
„დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღე გვაშორებს, რაც საქართველოს ევროკ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება, მათ შორისაა, სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.
„მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურა
„თბილისი - ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.
„თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქ
დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა სამშენებლო სექტორს შესაძლოა, არ შეეხოს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კანონში ცვლილება უკვე დამტკიცებულია და დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება, დედაქალაქის გარკვეულ მონაკვეთებზე, 08:00-დან 11-მდე და 17:00-დან 20:00 საათის შუალედში.
„ცხადია, ეს შეზღუდვა სიახლე იქნება, ამას გარკვეული სირთულეები შეიძლება მოყვეს. ბევრი შეხვედრა გვქონდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“.
კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ
საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410102982_890027726461219_8282511583682188178_n.mp4
“ორბანი ჩამოყალიბდა ევროკავშირის სერიოზულ პრობლემად. უკრაინაში მარცხი ნიშნავს დასავლეთის მარცხს, გამარჯვების დიდი ნაწილი კი არის ევროკავშირის გაფართოება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაწევრიანებით. ევროპარლამენტარებმა ორბანი შეაფასეს, როგორც პუტინის ტროას ცხენი, რადგან ის იცლის პოზიციებს, რაც ყველაზე მეტად წაადგება პუტინს.”
ნატა საბანაძე - გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი; საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Res
“საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება. “ოცნება” ამ პროცესის შეფერხებას ცდილობდა ირიბი თუ პირდაპირი გზით, თუმცა ხალხის დამსახურებით მივედით სტატუსამდე. ახლა კი მთავარია რეფორმები განვახორციელოთ, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
“სამი რამ არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები გაცილებით ეფექტურად უნდა დავიცვათ; რუსეთის ძალის დასაბალანსებლად ჩვენი მეგობრები, ძლიერი მოკავშირეები ახლოს უნდა გვყავდეს; ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით შორს უნდა წავიდეთ და მოლაპარაკებების ეტაპზე მალე გადავიდეთ.”
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
409929868_1712908332447856_8988556880210775003_n.mp4
"როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410167700_888918402846092_3913311812839979619_n.mp4
"წერილების გზავნას ჯობია, ღარიბაშვილმა თქვას, რომ უარს ამბობს განცხადებებზე, რომლებიც ემსახურებოდა ევროპის დისკრედიტაციას."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410196976_201350236364236_4182971440449175929_n.mp4
"რუსეთი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერია, ამიტომ უმრავლესობას ვთავაზობთ რუსეთის გავლენების შესუსტებისკენ მიმართულ კანონპროექტს."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410865305_1103967277278525_9118428394908937554_n.mp4
„თქვენ ყველას უყვარხართ“, — განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით.
„საქართველოს საკითხი კარგადაა. თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ“, — განაცხადა ორბანმა.
უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხზე ორბანმა თქვა, რომ გაფართოება დამსახურებაზეა დაფუძნებული, სამართლებრივი პროცესია, რომელსაც თავისი პირობები აქვს და ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინას მისთვის დაწესებული 7-დან სამი რეკომენდაცია ა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ საბოლოო მიღებისას, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის სიმბოლურად გადასცა ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები.
ღონისძიებაზე, რომელზეც პრეზიდენტმა პოლიტიკოსები, მოქმედი თუ ყოფილი მინისტრები და მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიწვია, მივიდნენ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი და რიგი ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიე
ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას ითვალისწინებს.
„ნეტგაზეთმა“ მოიპოვა ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლესი პროექტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება, შეიცვალოს.
ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში შემდეგნაირია:
ევროპული საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინას
ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად.
„გარდიანის“ ცნობით, ეს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა. უნგრული სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, მთავრობას ბოლომდე არ შეუსრულებია პირობები, ხოლო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, მა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინაში შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სთხოვა დაესახელებინა ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირის წევრი. ზელენსკის განცხადებები ამ საკითხზე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
“ვერ ვიტყოდი, რომ ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ დიალოგი გვქონდა. ეს სიმართლეა. ვფიქრობ, გვჭირდება კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზება უნგრეთსა და უკრაინას შორის, რადგან მეზობლები ვართ, საერთო საზღვრები გვაქვს და საჭიროა, რომ ვილაპარაკოთ.
მე წ