Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    992.965

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში დათვის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ მათ „პუბლიკას” განუცხადეს. მოქალაქე ნიკა გუგეშაშვილი facebook-ზე წერს, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს გადააწყდა. მურა დათვი წითელ ნ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში დათვის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ მათ „პუბლიკას” განუცხადეს. მოქალაქე ნიკა გუგეშაშვილი facebook-ზე წერს, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს გადააწყდა. მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 50 000 ლარად არის შეფასებული. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს: ნადირობა […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა, საიდანაც 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4ოთხი პირი დააკავეს. 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი სამი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახე

შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარი - საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა ძალიან საგანგაშოა - მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განიმუხტოს

უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „50 დღეზე მეტია ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება, და იყენებენ ფუნდამენ

შინაარსს არ ვხედავთ რაღაც ტექნიკურ გაერთიანებებში, "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანება უბრალოდ გამორიცხულია - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრები, წინასაარჩევნოდ ტექნიკურ გაერთიანებებში შინაარსს ვერ ხედავენ და განსაკუთრებით წარმოუდგენლად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება მიაჩნიათ: "შინაარსს არ ვხედავთ რაღაც ტექნიკურ გაერთიანებებში, ეს არასწორად მიგვაჩნია, ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა კონკრეტული, ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის. რაც შეეხება "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანებას, ეს უბრალოდ გამორიცხულია. ხოლო ლოგიკურია მათი გაერთიანება, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის "ნაცმოძრაობა". ისინი, რა თქმა უნდა, უნდა გაერთ

შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდებზე არ დაუშვა

შიმშილობა დაიწყო ინგა ბაშიროვმა, მშობელმა, რომლის აბიტურიენტი შვილიც NAEC-მა გამოცდაზე არ დაუშვა, მიუხედავად სასამართლო განჩინებისა. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც ისტორიის ეროვნულ გამოცდამდე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ხოლო გამოცდის შემდეგ ოპერაციის შემდგომ გართულებებს მკურნალობდა. საქმე ოჯახმა სასამართლოშიც მოიგო. სასამართლომ დაავალა ცენტრს, რომ აბიტურიენტი დამატებით დაუშვას გამოცდაზე. სასამართლომდე კი ოჯახმა წერილობით მიმართა ცენტრმა. აბიტურიენტისა და ოჯა

შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულნი - გახარია “ოცნებაზე“

შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულნი. ეს ინფორმაცია მარტო მე კი არა ქალაქს აქვს, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა რეაქციაში“ განაცხადა. გახარიას თქმით, პარტიის შიგნითაც ისე სცემენ ერთმანეთს, როგორც გარეთ ახალგაზრდებს. “ყველა ერთმანეთს სცემს. ამათ ფიზიკური ძალის ენის მეტი არაფერი ესმით. ისე სცემენ ერთმენთს,როგორც ჩვენს ახალგაზრდებს“, - თქვა გახარიამ.

შვილის რეაქცია დედის დანახვაზე, რომელიც მაშველებმა მიწისძვრიდან 176 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

შვილის რეაქცია დედის დანახვაზე, რომელიც მაშველებმა მიწისძვრიდან 176 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს     წყარო: Anadolu Agency via Getty Images

შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 40 წლამდე კაცი ბათუმში, 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა

შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ქალის სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა ედებოდა ბრალად, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ განცხადებას „უფლებები საქართველო” ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ქალს 2022 წლის 23 ნოემბერს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ორი თვის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ბოდბეში მოხდა. გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდ

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

უკრაინას შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი ჩავიდა. პრეზიდენტი ამის თაობაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. კასისის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე შთაბეჭდილების შექმნაა. „კვლავ უკრაინაში – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი შთაბეჭდილების შექმნაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი და კიევის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.  

შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს ბანკში მილიონობით დოლარის განთავსებაში დაეხმარნენ

შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს ბანკში მილიონობით დოლარის განთავსებაში დაეხმარნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მსჯავრდებულები „გაზპრომბანკის“ ციურიხის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელები არიან, მათ შვიდი თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ვლადიმირ პუტინის მეგობრის, ცნობილი მევიოლინის, სერგეი როლდუგინისთვის ანგარიშების გახსნისას არასაკმარისი შემოწმებების ჩატარებაში. სერგეი როლდუგინი ცნობილია მეტს

შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული 8,81 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივები გაყინა. გაყინული აქტივების ჯამი 8,81 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ნაბიჯი შვეიცარიამ იმ სანქციების ფარგლებში გადადგა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო რუსეთის დასჯას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებითაა და შეიძლება შეიცვა

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. “უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით”, - წერია განცხადებაში. აღინიშნება, რომ საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტე

შვედი პარლამენტარი - საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის

საქართველო ევროპაა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი სოციალურ ქსელში წერს. „ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ არსებით ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის“, - წერს შვედი პარლამე

შვედი მინისტრი - შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს. მისი თქმით, "საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა". "საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულ

შვედეთის საელჩო - დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის - წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!

შვედეთის საელჩო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩს ეხმაურება და ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის. „შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!“-აღნ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ტობიას ბილსტრომმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები გასცდა უკრაინის საზღვრებს და სერიოზული შედეგები გამოიწვია რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც. „უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, ეუთო-ს მთავარი პრინციპ

შვედეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას

შვედეთის პარლამენტმა, რიქსდაგმა, ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ნატოში ქვეყნის გაწევრიანების უფლებას იძლევა. დოკუმენტს ხმა მისცა 269 დეპუტატმა - როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „შვედი დემოკრატები“. წინააღმდეგ ხმები მისცა 37-მა დეპუტატმა ორი ოპოზიციური მემარცხენე პარტიიდან. კენჭისყრის შედეგი მოსალოდნელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კო

შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში რამდენიმე კვირის შემდეგ გაწევრიანდებიან

შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში გაწევრიანება რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა Expressen სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, ოპტიმისტური შეფასება შვედეთში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ დაანონსებული ვიზიტის ფონზე გაჩნდა, რომელიც სამშაბათს, 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. „ველით, რომ შვედეთის [ნატო-ში გაწევრიანების შესახებ] განაცხადის რატიფიცირება მალე დაიწყება და რამდენიმე კვირის განმავლო

შვედეთის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე - ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს

მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ყველამ ვნახეთ შეთანხმებული პასუხი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ევ

შვედეთის ელჩი - შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში

ეს არ არის პირველი ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი ევროპის დღის აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ვროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირ

შვედეთის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ის პირად გვერდზე წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. „მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითო

შვედეთის ელჩი - ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი

ჩვენ მკაფიოდ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს. როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლ
×
×
  • შექმენი...