უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ნატო-სკენ გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამ წლის მეორე ნახევარში, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება. ამ მომენტისთვის, [უკვე] 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” საერთო დეკლარაციას. ესენი არიან ბელგია, დანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილია დედა მამა და მათი 4 წლის ბავშვი. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარზე მ
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც ქალაქ დნიპროში ავტომობილის გაჩერების შემდეგ დაწყებულ კონფლიქტში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოქალაქე ჯუმბერ სილოგავა სამი ტყვიით მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო ბიურო ორი მუხლით აწარმოებს:
115-ე – განზრახ მკვლელობა [ითვალისწინებს პატიმრობას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე];
365-ე – სამართალდამცავის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება, რასაც მძიმე შედეგე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, კიევს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ZN.ua დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიზიტის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
ipn
სურსათის ეროვნული სამსახურის განცხადებით „PRIMO“-ს კეტჩუპში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა, რომლის სურსათში გამოყენებაც აკრძალულია.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ. ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამ
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკს“, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზია გაუუქმა.
აღნიშნულ საკითხზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძა
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების კიდევ ერთხელ ხაზგასმა და სტრ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 4 დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე: კრამატროსკზე, სლავიანსკსა და დრუჟკოვკაზე. ასევე, 4 საავიაციო დარტყმა და 73 შეტევა - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე აწარმოებს აქტიურ დაზვერვას და ცალკეულ მიმართულებებზე ახალი შეტევისთვის ემზადება. ეს მიმართულებები დაკონკრეტებული არ არის.
პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი პერვეზ მუშარაფი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2016 წლიდან დუბაიში ცხოვრობდა.
პერვეზ მუშარაფი ხელისუფლებაში 1999 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 წლებში იკავებდა. მუშარაფი არაერთ თავდასხმას გადაურჩა. ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, პერვეზ მუშარაფმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა აშშ-ის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. 2008 წელს ის არჩევნებში დამარცხდა,
26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. „ჯვაროსნებს“ მხარდჭერის სიტყვით მიმართეს შოთა არველაძემ, იანის ანტეტოკუნმპომ, ზაზა ფაჩულიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ…
ხვიჩა კალათბურთის დიდი გულსემატკივარია, შესაბამისად გასაკვირუ სულაც არ იყო მთავარი საკალათბურთო ორგანიზაციის მისდამი მიმართვა: ფიბა-მ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა. კომენტერებში კი კვარაცხელიას მიმართა:
მსოფ
რაჭაში, შოვში, იქ, სადაც 3 აგვისტოს ღვარცოფი და მეწყერი ჩამოწვა, დაიწყო დაკარგული ადამიანების ძებნისთვის საჭირო სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს იმისთვის, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასავლელი ხიდი მოეწყოს.
ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც - ამ სამუშაოებში ჯარია ჩართული.
"გზა იჭრება იმისთვის, რომ ამ მეწყრულ მასას ორივე მხრიდან მიუდგნენ მაშველები. დაახლოებით 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს ერთ მხარეს, იმ ლოკაციაზე, სადაც გუშინ ძირითადად იპოვეს ცხედრები. მძიმე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები
ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე, ამის პარალელურად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული.
უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებული.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.
აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოური გა
თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში თბილისის მერის ფოტოთი გავრცელებული ციტატა სიმართლეს არ შეესაბამება.
„სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მთელი დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, ვითომდა მისივე ციტატით: „მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის ტურების გაყიდვის აკრძალვა მოხსნა. რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილება სენსაცია გახდა ქართველებისთვის და რიგ შემთხვევაში სკანდალიც კი გამოიწვია. რუსულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ ამ გზით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დათბება. რეაქცია არაერთგვაროვანი იყო: ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეაქო, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მას
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე განუცხადეს.
ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს, კერძოდ კი, 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
ipn
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი არ იქნება.
„არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ", - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება.
”მაგრამ, თუ თქვენ საუბრობთ ექვს თვეზე, შვიდ თვე
შვიდი ოქტომბრის დილით ისლამისტური „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – განახორციელეს სარაკეტო დარტყმები და ისრაელის ტერიტორიაზეც შევიდნენ და მძევლებიც აიყვანეს.
ისრაელის პრემიერმა მიმდინარე მოვლენებს ომი უწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაცაა გამოცხადებული. ოფიციალური იერუსალიმის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოცდაორ ლოკაციაში აწარმოებენ ბრძოლებს.
ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით მიმდინარე მოვლენებს გაგაცნობთ. ცნო
ირანი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“, - აღნიშნულია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში.
მისიის მტკიცებით, „
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია – ОДКБ სომხეთის სასაზღვრო რაიონებში საკუთარი მისიის განთავსებაზე სომხეთთან მოლაპარაკებებს ითხოვს. თუმცა უცნობია ამ ეტაპზე სომხეთის პოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა ორგანიზაციას იმისთვის, რომ შესაბამისი დახმარება არ გაუწია წევრ ქვეყანას – სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი დაპირისპირებების დროს.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია,
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო:
რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ.
საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი.
ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში