Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.457
  • comments
    0
  • views
    748.448

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მეცოლა: ვგმობთ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას, ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მეცოლას თქმით, „ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“, მისივე თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ევროპის კარი ყოველთვის ღია რჩება. დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.   პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გამოსვლისას - საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა

საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვ

პრეზიდენტი აქციებზე - ეს არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი

გიორგი გახარია 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია, დღეს, 14:00, საათზე ბრიფინგს გამართავს.  ამის შესახებ პარტია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

თეატრალურის სტუდენტები: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავრჩეთ უნივერსიტეტში და დავიკავოთ ფოიე

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარჩნენ უნივერსიტეტის შენობაში და დაკავებული ჰქონდეთ ფოიე – მოთხოვნით, რომ შეხვდეს მათ რექტორი და უნივერსიტეტმა ღიად გამოუცხადოს სოლიდარობა ყველა დაზარალებულს და უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს. publika

„დასავლური ცივილიზებული სამყარო არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას“ – სოფო ხორგუანი

„ფაქტია, რომ დასავლური ცივილიზებული სამყარო არ აპირებს, არ დაუშვებს და არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა. გადაცემაში „დღის თემა“ ხორგუანმა „ქართული ოცნების“ სააპატიო თავმჯდომარესა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შეაფასა და თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს მარტო დატოვებას არ აპირებს. „ჩვენ არ ვართ მარტო. ქართველი ხალხის გაცხადებული ნე

სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს. „პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, -

„შიდა დისკუსიები არაზუსტად წარმოჩინდა" - რუმინეთი იმედგაცრუებას გამოთქვამს

„ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მადლობის შემდეგ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამს „ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო”. როგორც დღეს კობახიძემ განაცხადა: მოგვიანებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა: საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატი

მირიამ ლექსმანი - ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია

ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია, - ამის შესახებ სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს. „არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს მირიამ ლექსმანი. ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით, 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს მიმართავს.   იპნ

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან - შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან - მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან - მაკა ბოჭორიშვილთან.

იტალიის საგარეო უწყება - იტალიამ კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა

იტალიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო უწყება ავრცელებს. შესაბამისად, განცხადების თანახმად, ირალია შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე - შეჩერდეს დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება. განცხადებაში იტალია კვლავ იმეორებს ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ გზავნილს. "საქართველოში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა საბჭოს დისკ

ესპანეთის საგარეო უწყება - სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს - დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის

ესპანეთმა სრულიად დაუჭირა მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს. ესპანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება.

ინსპექტორი, რომელმაც შსს-დან წასვლაზე განცხადება დაწერა, გენისპექციაში გამოკითხეს

პატრულ ინსპექტორი გიორგი გოგინაშვილი დღეს, 17 დეკემბერს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან 2 დეკემბერს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. როგორც ის facebook-ზე წერს, დღევანდელმა გამოკითხვამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. publika

მალგოჟატა გოშევსკა - ქალბატონო კალას, რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? - თქვით, რომ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, მზადაა - მაშინ გააკეთეთ ეს!

ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. „კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებისკენ. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერ

ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი საქართველოს შესახებ დებატებზე - ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს

ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თბილისიდან ახლახან დავბრუნდი და რაც იქ ვნახე, სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელი იყო. მთავრობა, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს და ცდილობს ევროპული დე

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო დებატებისას - ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ დაპატიმრებას, ცემას? - საქართველოში ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ

ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ მათ არჩევნები მოპარეს და გააყალბეს. „ძვირფასო კოლეგებო, თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები თბილისში ყოველ ღამით, ნება მომეცით, გ

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი - პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა - ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან

საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა. „ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილი

გაფართოების ანგარიში - ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას - საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე

ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს” შეესაბამება. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ ანგარიშში. ანგარიშში საბჭო ხაზს უსვამს ცხრა ნაბიჯის „განხორციელებისადმი მიბრუნების მნიშვნელობას, რაც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშში იყო მოყვანილი“. „[ევროკავშირის] საბჭო ღრმად შეშფოთებულია დ

რუმინეთის საგარეო უწყება - იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილებით - ვიმეორებთ ძლიერ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე

შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე, - ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილებით. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ევროკავშირი ქართველ ხალხს არ მიატოვებს

ქართველი ხალხი ავლენს თავის უდავო ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისა და ევროპული მომავლის მიმართ. ევროკავშირი არ მიატოვებს მათ, - ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მან საქართველოსთან დაკავშირებული დებატების დროს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გააკეთა. „გავაძლიერებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკ

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშში ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე და იმეორებს „სერიოზულ შეშფოთებას“ მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით. ანგარიშიში საბჭო წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების - შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე გამო და მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომა

რასა იუკნევიჩიენე - სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს - საქართველოს შესახებ ლიეტუვაში ყველაზე ხშირი კითხვაა: არის იმედი? დიახ, არის იმედი!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს. არის იმედი? ეს ლიეტუვაში საქართველოს შესახებ დასმული ყველაზე ხშირი შეკით

კახა გოგოლაშვილი - საჭიროა საქართველოს საკითხში დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობა და სანქციების პოლიტიკით „ქართული ოცნებისთვის“ უფრო სერიოზული მესიჯების გაგზავნა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, დასრულდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც პირველად უხელმძღვანელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. საქართველოს საკითხი განიხილეს უკრაინისა და სირიის საკითხებთან ერთად. საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაასანქცირა დიპ

ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი - საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ

საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდა და მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რო

30 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულის, დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს 6 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან

30 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს 6 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე გოგილაშვილმა აღნიშნა, საელჩოების წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი 30 ნოემბერს, უკრაინკას ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როცა ის საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მისი თქმით, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გოგილაშვილის გან
×
×
  • შექმენი...