საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანსლემი ორი ოქროს მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ გაიმარჯვა, დღეს კი მეორე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
5 თებერვალს ტურნირზე მედლები მამაკაცთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება ბრძოლაში; ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.
დღესვე, 90 კილოგრამ წონით კატეგორია
ერთ-ერთი რუსული რაკეტა ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.
ასევე, დონალდ ტუსკმა მისი წინამორბედი, მატეუშ მორავეცკი უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.
„ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლი
თერჯოლაში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო.
რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
იპნ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, გამაგრება 77 ფერდს უტარდება. ამის შესახებ მან შოვში, სტიქიის ზონაში მედიასთან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გად
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ დღის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი იპოვეს.
"დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია და მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში", - თქვა მან.
ბოლო მონაცემებით [14:30 სთ], სტიქიის ზონაში ნაპოვნია 21 ადამიანის ცხედარი, ეძებ
გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან, პარტია “საქართველოსთვის” დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარტიის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.
კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
დედაქალაქის მერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.
„უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არან
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ipn
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებე
23 თებერვალს, 20:50 საათზე, TV პირველზე, გიორგი გახარია სტუმრად ინგა გრიგოლიასთან, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავის სოციალურ ქსელში ანონსს აქვეყნებს.
„იყიდება საოფისე კომერციული ფართი ჩუღურეთის რაიონში“, – თითქმის ერთი თვეა, უძრავი ქონების პლატფორმაზე ამ სათაურით იყიდება ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრის, „აპოლოს“ შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
2 400 კვ. მეტრი ფართობის საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარია.
აღმაშენებლის N135-ში მდებარე ძეგლის თანამესაკუთრეა შპს „კონფიდენს გრუპი“, რომელსაც „ელიტ პრო“ ფლობს. თავის მხრივ, „ელიტ პროს“ მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.
ძეგლის მეორე თ
სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია.
მაგალითად:
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 წელს ჯამში იყო 202 607 ლარი, 2022 წელს კი – 238 255 ლარი. ანუ, თვეში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
22 სექტემბერს დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი დღეს, 24 სექტემბერს, უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა 23 ოქტომბრამდე გადაიდო.
22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტ
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, თუმცა ამ პოზიციას ხალხი არ მიიღებს.
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" ჩინებული გოლით დააწინაურა, ბერგამოელთა კარი კი მეორედ 77-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ აიღო.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის მოედნიდანაა გადაღებული.
ავტორი :გიორგი ღვინიაშვილი
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს კანცელარიასთან სახალხო დამცველი შეხვდა.
ლევან იოსელიანი მშობლების აქციაზე მივიდა და მათი პრობლემები მოისმინა.
ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ თუ მშობლების გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება, ომბუდსმენის ინსტიტუტი მათ გვერდით იქნება, აპარატი კი მუშაობს მათ პრობლემებზე და აქვს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. სახლახო დამცველის წარმომადგენელი აქონდროპლაზიის შესახებ სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფშია ჩართული.
აქონდროპლაზიის მქ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე გახდებიან ნატო-ს წევრები.
სტოლტენბერგის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პროცესის რატიფიკაცია დროულად მოხდება, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს.
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთი გამოდიოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრია
უკრაინას უნდა მივცეთ ის, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, „კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, სადაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს“.
სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება გლობალურია და არა რეგიონალური და თავდაცვა არჩევითი არ არის. იენს სტოლტენბერგმა მედეგობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არც ისე დიდი ხნის
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმამ ელექტროენერგიით მომარაგების შეფერხებები გამოიწვია მოლდოვის თითქმის მთელს ტერიტორიაზე.
ხელისუფლების ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ქვეყნის დასახლებული პუნქტების დიდი უმრავლესობა. მიზეზია ავარიული გათიშვა ენერგომომარაგების სისტემაში. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობდა შუქნიშნები. შეფერხებებიდან დაახლოებით ერთი ს
22 მაისის დილიდან, მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.
ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა.
ინფორმაცია ამ მოვლენებზე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, მისი გადამოწმება კი საკმაოდ რთულია.
ამ მასალაში „ნეტგაზეთი“ შეეცადა თავი მოეყარა აქტუალური და გადამოწმებული ცნობებისთვის. მასალა პერიოდულად გან
მალე ნახევარი წელი შესრულდება, რაც საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ყოველდღიურად ტარდება მოქალაქეთა საპროტესტო აქციები. ქუჩებში მიმდინარე ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც უკვე აისახა კიდეც ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, ასევე, ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა და ერთმანეთ
რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა.
ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა.
ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული 2 მილიონზე მეტი ადამიანის გამო, რომლებსაც სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებ
„თბილისი თქვენ გვერდითაა!“ – თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თურქეთში ძლიერ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 9 057 ადამიანი ემსხვერპლა, ათ პროვინციაში დაშავებულთა რიცხვი 50 000-ს აღემატება.
ამასთან, კვლავ გრძელდება სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
ავღანეთში თალიბანის მთავრობამ 24 დეკემბერს ყველა უცხოურ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას (NGO) უბრძანა შეწყვიტონ ქალების დასაქმება - რაც ჯგუფის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია ქალთა უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ.
ბრძანება გაიცა ეკონომიკის მინისტრის, ყარი დინ მოჰამედ ჰანიფის წერილში, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონის დამრღვევ ნებისმიერ NGO-ს ავღანეთში მუშაობის ლიცენზიას ჩამოართმევენ.
წერილის შინაარსი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს 24 დეკემბერს დაუდასტურა სამინისტროს პრესმდივანმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე – 14 პირია დაკავებული.
შსს-ს განცხადებითვე, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად”, დაშავდა ერთი პოლიციელი.