Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.559
  • comments
    0
  • views
    304.171

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკურის კითხვა ანრი ოხანაშვილს - ჩვენი ეკლესიების ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია და გადარჩენა, რომელი უცხოური ძალის ინტერესია? (ვიდეო)

ანა ბუჩუკურის კითხვა ანრი ოხანაშვილს:   90-იან წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა, ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია ევროკავშირის სახელმწიფოების გრანტებით კეთდებოდა. ჩვენი ეკლესიების ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია და გადარჩენა, რომელი უცხოური ძალის ინტერესია? ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/966796085116444/

მიშა დაუშვილი - ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად გაქვთ გამოცხადებული, რომ მზად ხართ, რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა

მიშა დაუშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატი: საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95%-ზე მეტით გაიზარდა და 245 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა. აქედან, 62.2% იყო შრომისუნარიანი მოსახლეობა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დღეს ვინც ემიგრაციაში მიდის, ისინი არიან დოვლათის შემქმნელი ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში კეთილდღეობა უნდა შექმნას. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ქვეყნიდან გარბიან!  გარკვეულ ნაწილს უწევს ან შეუძლია უკან დაბრუნება, თუმცა, ძალიან მძიმე რეალობაა ის,

ბექა ლილუაშვილი - თავისუფლებით მოპოვებულ და შენარჩუნებულ, ენას, მამულსა და სარწმუნოებასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთი შეუცვლელი მოცემულობა - მოსახლეობის ნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე!

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, ბექა ლილუაშვილი: „ქვეყნის თავდაცვის ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შეუვალია მათი მსახურება თავდადებითა და გმირობით ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, წმინდაა თითოეული წვეთი მათ მიერ ამ მიზნით გაღებული სისხლი და არავის აქვს უფლება, არც პოლიტიკური, არც მორალური, საფრთხეში ჩააგდოს ამ უზარმაზარ ფასად მოპოვებული და დაცული თავისუფლება. მაშინ როდესაც, არასდროს ყოფილა ქვეყნის სტრატეგიული და კონსტიტუციუ

შალვა კერესელიძე - 29 აპრილს კონტრაქციაზე მოსული ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, რეალურად თქვენს წინააღმდეგ იყო გამოსული

29 აპრილს კონტრაქციაზე მოსული ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, რეალურად თქვენს წინააღმდეგ იყო გამოსული. რატომ? იმიტომ, რომ დაშინებით, მუქარით და შანტაჟით მოყვანილი ხალხის სიმრავლე გახსოვდეთ, რომ ვერასდროს ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმაციას. საჯარო სექტორმა ყველაზე კარგად იცის თუ რა ფასი აქვს ევროპულ მომავალს და თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის მისი დაკარგვა. საჯარო მოხელეებმა ყველაზე კარგად იციან თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს და ხალხის მსახურება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებს მიღ

ალექსანდრე მოწერელია - ამ კანონის მიღებით, მმართველ ძალას ხელ-ფეხი ეხსნება, რადგანაც ე.წ. აგენტები, ანუ ყველა ის ადამიანი თუ საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს არსებულ მმართველობას, უბრალოდ გააქროს პოლიტიკური, საზოგადოებრივი ველიდან

დღეს, რუსეთში აღარ არსებობს ოპოზიციური და სიმართლის ხმა. საქართველოშიც ასე იწყება. ყველას დასავლეთის ე.წ გლობალური ომის პარტიის აგენტებად შერაცხავენ, ვინც ხელსუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს, ჯერ სიტყვიერად, იარლიყების მიწებების დონეზე, ფინანსური რეპრესიების საშუალებით, შემდეგ ალბათ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც. ამ კანონის მიღებით, მმართველ ძალას ხელ-ფეხი ეხსნება, რადგანაც ე.წ. აგენტები, ანუ ყველა ის ადამიანი თუ საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება და აკრი

ანა ბუჩუკური - დააკორექტირეთ კანონის მიზანი და გამჭვირვალობის ნაცვლად, რაც ტყუილია, მიუთითეთ, რომ ის ემსახურება საზოგადოების დაპირისპირებას (ვიდეო)

დააკორექტირეთ კანონის მიზანი და გამჭვირვალობის ნაცვლად, რაც ტყუილია, მიუთითეთ, რომ ის ემსახურება საზოგადოების დაპირისპირებას.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: 

ანა ბუჩუკური - ივანიშვილი ამ გაჭირვებულ ადამიანებს არის ამოფარებული და თან აკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც მისი ოჯახისთვის და მისი შვილებისთვის არის მატერიარული სიკეთეების შენარჩუნების მიზანი

დღევანდელი აქცია მთლიანად ეძღვნება ადამიანების დაპირისპირებას და ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესეშია აქ ორი აზრი არ არსებობს. ივანიშვილი ამ გაჭირვებულ ადამიანებს არის ამოფარებული და თან აკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც მისი ოჯახისთვის და მისი შვილებისთვის არის მატერიარული სიკეთეების შენარჩუნების მიზანი, მაგრამ აი ამ ადამიანების შვილებს, რომელთაც ცდილობს ამოეფაროს, მათ შვილებს უკეთეს მომავალს უსპობს, ყოველ შემთხვევაში ამისი

თემო ტარიელაძე - დღეს ხელისუფლება ქართველ ხალხს ართმევს ღირსებას! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით ერთად, არ გავიყოფით, არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დღეს ხელისუფლება ქართველ ხალხს ართმევს ღირსებას! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით ერთად, არ გავიყოფით, არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!   თემო ტარიელაძე, სტუდენტი ბათუმიდან.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7203221906454044/  

ბექა ლილუაშვილი - ამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, იმ მისწრაფებებს, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს, ვერც ივანიშვილი და ვერც სააკაშვილი ვერ დაუსვამს წერტილს

ამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, არაერთი თაობის მკაფიო გადაწყვეტილებას, ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით და იმ მისწრაფებებს, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს, ამას ვერც ივანიშვილი, ვერ სააკაშვილი და ვერც ვერავინ სხვა წერტილს ვერ დაუსვამს.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1529755021306107/

“ივანიშვილმა რუსეთთან ყოფნა აირჩია” – კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე. “წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია. ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონი

გერმანული ფონდები: კანონი აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან

საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით და პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ფონდების შეფასებით, თუ კანონი მიღებული იქნება, „ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში”.

ბილდტი: ივანიშვილი მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა EU-ს ღირებულებისთვის

შვედეთის ყოფილი პრემიერი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განხადებებს ეხმაურება: ,,ივანიშვილის ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ ის მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება, მისი სიტყვა უნდა წაიკითხოს”, – წერს ბილდტი. პუბლიკა

ამერიკელი სენატორები - საქართველოსთვის წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია

საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, - ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხე

თეთრი სახლი - უკრაინამ აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტიდან იარაღის მიღება დაიწყო

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოაცხადა. „დახმარება მოდის უკრაინაში, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, - განაცხად თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა და დასძინა, რომ სურს, სიფრთხილე გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე. თეთრი სახლის პრესსპი

პრეზიდენტი - „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში ავტობუსებით გადაჰყავთ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად - ნამდვილი საქართველო თავისუფალი, ევროპული საქართველოა

ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს. „გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-

ბექა ლილუაშვილი თანამდებობის პირთა დეკლარაციაში პირთა წრის გაფართოვების შესახებ

ბექა ლილუაშვილი თანამდებობის პირთა დეკლარაციაში პირთა წრის გაფართოვების შესახებ: 8 თვის წინ დავაინიცირეთ კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირის დეკლარაციის პირთა წრის გაფართოვებას. თქვენ რუსული კანონის განხილვისას იძახით, დეკლარაციის შევსება რა გახდაო და ამას იშველიებთ არგუმენტად. თქვენ რამ შეგაშინათ ასე, რომ 7 თვის განმავლობაში განსახილველადაც არ გამოიტანეთ ეს ინიციატივა. 4e0069e6-a12e-4de8-ae5b-c90f4adf21dc.mp4

მიშა დაუშვილი - ჩვენი ხალხი დღეს არის ევროპელი და ჩვენი ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი არის ევროპა (ვიდეო)

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის მიმართვა საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრების დელეგაციას : "ჩვენი ხალხი დღეს არის ევროპელი და ჩვენი ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი არის ევროპა. სამწუხაროა, რომ დღეს მმართველი პარტია რეფორმების კუთხით წინ ნაბიჯებს არ დგამს, თუმცა იმედი მაქვს, ეს მოცემულობა არჩევნების შემდეგ შეიცვლება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ევროინტეგრაციას და გადავალთ მოლაპარაკებების ეტაპზე." ვიდეო: https://www.facebo

ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა. "სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს. აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექ

ანა ბუჩუკური - “ოცნება” და ივანიშვილი ცდილობს ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპიროს, ამ კანონის ყველაზე დიდი რუსულობაც ეს არის (ვიდეო)

“ოცნება” და ივანიშვილი ცდილობს ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპიროს, ამ კანონის ყველაზე დიდი რუსულობაც ეს არის. ფაქტია, რომ ივანიშვილის “ოცნების” პირობებში ჩვენი ქვეყანა ვერ გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1628333287915313/

გახარია - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ევროპული საქართველო და ისეთი საქართველო, სადაც პოლიტიკური კრიზისების გადაწყვეტის გზად და ადგილად აღარ იქნება პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი

"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ "ოცნება", რომ წაგება არ ნიშნავს განადგურებას. წაგება არ ნიშნავს შურისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი , განსაკუთრებით კორუფციული დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისგება ეკუთვნის, მაგრამ პოლიტიკურ შურისძიებას და პოლიტიკურ განადგურებას ეს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა დავაწრმუნოთ "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლონ კომპრომისი რას ნიშნავს დ

გახარია - საქართველო როგორც კი  ნაბიჯს გადადგამს ევროპაში გაწევრიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთ დღეს "ოცნება" ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს, ეს არის "ოცნების" ანტიდასავლურობის მიზეზი

"კრიზისის ხელოვნური შექმნა ხელისუფლების მიერ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დავალება რუსეთიდან, სხვანაირად უბრალოდ ვერ ვხსნი ამ ყველაფერს. საქართველოსგან ბელარუსი ვერ გამოვა ვერასოდეს. "ოცნება" დღეს უაღრესად უსუსურ მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ჩანს ეს. მაგალითად, მთელი კამპანია წამოიწყეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აეხსნათ, ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულიაო და პირიქით უფრო დაუმტკიცეს - დაარწმუნეს საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს კანონი ნამდვილად რუსულია. ბევრი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის,

გიორგი გახარია - როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აანონსებს, ეს ხდება ბოლო ჟამს, როდესაც უკვე სხვა რესურსი არ არსებობს, არ არსებობს არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი

"ახლა ამ ხელოვნურად ინსპირირებული კრიზისებით რის მიღწევას ცდილობს "ოცნება" წარმოდგენა არ მაქვს. მე ვიცი ერთი რამ, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ხდება ხელოვნურად კრიზისების შექმნა, ამ კრიზისებთან შემდგომ "ოცნებას" გამკლავება უჭირს...  როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აანონსებს, ეს ხდება ბოლო ჟამს, როდესაც უკვე სხვა რესურსი არ არსებობს, არ არსებობს არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი. მაგალითად ერთი თვის წინ, ორი თვის წინ, სანამ ეს ხელოვნურად ინსპირირებული კროზისები იქნებოდა, აქ ვიჯექით და ვსაუბრობდით ს

გიორგი გახარია - დღეს საქართველოს პარტნიორები ევროპაში და ამერიკაშიც ხედავენ, რომ დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს არის მცდელობა ქვეყნის ცივილიზაციური არჩევნის შეცვლის მიზნით (ვიდეო)

"გზავნილით, რომელიც მივიღეთ ამერიკის სენატიდან გვითხრეს, რომ ამ კანონის და საქართველოს პარლამენტში დამტკიცების პირობებში გადაიხედება სტრატეგიული პარტინიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის. მოკლედ, დღეს ჩვენ გვაქვს ორი მესიჯი ორი სტრატეგიული პარტნიორისგან - ევროპელები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის დამტკიცების შემდგომ სვლა ევროპული გაწევრიანების მიმართულებით შეჩერდება, ამერიკელი მეგობრები  გვეუბნებიან, რომ თუ ეს კანონი დამტკიცდება საქართველოს პარლანეტში, გადაიხედება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს

გიორგი გახარია - ქართველი ხალხი ევროპულ გზაზე იმსახურებს წინსვლას და არაფერ შუაში არ არის აქ, არც სააკაშვილის გათავისუფლება, არც ივანიშვილის სანქცირება (ვიდეო)

"საბოლოო ჯამში ევროპიდან მესიჯი არის ის, რომ, თუ საქართველო დაამტკიცებს ამ კანონს, საქართველოს პარლამენტის , ქვეყნის სვლა ევროპული გაწევრიანების მიმართულებით იქნება შეჩერებული. ეს არის სარეკომენდაციო პოლიტიკური  განცხადება და არ აქვს სამართლებრივი შედეგები, მაგრამ პოლიიტიკური თვალსაზრისით ეს არის უმძიმესი განაცხადი... განსაკუთრებით დღეს, კანდიდატის სტატუსუს მიღების შემდგომ , როდესაც ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შეფასებას, რომელსაც ქვეყანა  იმსახურებს და გავაგრძლებთ სვლას ევროპული მომაბ

ბექა ლილუაშვილი - ეს კანონი უპირობოდ უკან უნდა გაიწვიოს „ოცნებამ“, ამისი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს, ამიტომ ხალხმა მათთან საუბარი უნდა გავაგრძელოთ ქუჩიდან, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს

"ამ კანონით ხელისუფლება პირდაპირ აპირისპირებს ხალხს ერთმანეთთან და ანადგურებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი უპირობოდ უკან უნდა გაიწვიოს „ოცნებამ“, ამისი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს, ამიტომ ხალხმა მათთან საუბარი უნდა გავაგრძელოთ ქუჩიდან, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. მე როგორც ყოფილი საჯარო მოხელე ვუთანაგრძნობ დღეს აქციაზე გაყვანილ ხალხს. მთავარია ეს ადამიანები 26 ოქტომბერს ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ. ერთადერთი რაც შეიძლება მოვისმინოთ ივანიშვილისგან არის ის რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონ
×
×
  • შექმენი...