უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული რუსული სამხედრო გემი უახლოეს ხანში ვეღარ შეძლებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას. უკრაინის არმიის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა 5 ნოემბერს, ღამით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ქარხანაზე შეტევის შედეგების დაზუსტება გრძელდება, თუმცა, დარტყმა ძლიერი და წარმატებული იყო და იქ მყოფი რუსული სარაკეტო გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
მთავარია, რომ ხელისუფლება მოეშვას არჩევნების გაყალბების პროცესს, რომელიც დაწყებული აქვს და გადავიდეს შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებაზე, რომ ის ჩამორჩენა, რაც ამ წლინახევრის განმავლობაში „მოახერხა" ეს სივრცე შეავსოს. ამიტომ ხელისუფლება ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას და მას მოუწევს დემოკრატიული რეფორმების გატარება იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ მოლაპარაკების ჩარჩოს ნაწილი ან არა და მოუწევთ სახლში წასვლა.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
399296017_9209169
"უბრალოდ ტყუილია, სიცრუეა, გადაგდებაა თბილისის მოქალაქეების, რაც იპოდრომთან დაკავშირებით ხდება და რაც მოახერხა კალაძემ. სხვათა შორის ივანიშვილმა ჯერ მუნიციპალიტეტს გადასცა, ეხლა სხვა კომერციული მიზნები გამოჩნდა და ეს არის მოქალაქეების მოტყუება და ქვეყნის იერსახის დამახინჯება.
ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს ამ ადამიანებისგან მოქალაქეების წინაშე."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი,დეპუტატი.
399423177_347477261131634_8324430644921273272_n.mp4
ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.
არსებული ინფორმაციით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული. მომხდართან დაკავშირებით კი 1 პირია დაკავებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.
იპნ
ნატალია ძიძიგური ჩვენმა პარტიამ 2 კვირის წინ გარიცხა პარტიიდან, რადგან ეს ადამიანი „ოცნების" შემომწირველ დეველოპერებს მხარს უჭერდა საკრებულოში მოქალაქეების წინააღმდებ. ახლა კი საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდებით გვებრძვიან, რომლის სცენარიც სუს-ში არის დაწერილი.
არსებობს რაღაც ზღვარი, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო. ჩემდა სამწუხაროდ, ნატალია ძიძიგურმა ეს ზღვარი გადალახა.
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
399273283_686539183434467_63606929973404
თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებზე, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნუ დავივიწყებთ უკრაინას. ისე, როგორც არასდროს, უკრაინა იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის პირველი მიმ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
"რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია."
Twitter:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდა
ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად“ აფასებს.
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები.
„ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.
სასწრაფოდ მოვუწოდებ
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, დროულად აღდგეს თერაპიული სესიები მათი შვილებისთვის. ამის შესახებ მათ პრესკონფერენცია დღეს, 6 ნოემბერს, თბილისში გამართეს.
მშობლების თქმით, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის თოთოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო კი ბავშვებს თერაპიულ სესიებს სექტემბრის შემდეგ აღარ აწვდის.
„მესმის, რომ შეიძლება კლინიკის აღჭურვის პროცესი ვადებში გახანგრძლივდეს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნა არის შეხვედრა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსმენა“,
ღირსების შელახვის მიზნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს წარუდგინეს ბრალი. შემთხვევა გასულ კვირას, 30 ოქტომბერს მოხდა.
ბრალდებულები პირველ ნოემბერს დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით წარუდგინეს ბრალი, რაც გულისხმობს დამამცირებელ მოპყრობას, პატივისა და ღირსებ
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ 25 მილიონი ევროთი გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მილიონ ევროს მიაღწევს.
„ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების და
“ყველა წასულის ან გაშვებულის, რომლებსაც ჩვენთან საერთო აღარაფერი აღარ ჰქონდათ, ნარატივი თუ რატომ დატოვეს პარტია, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ეს ყველაფერი ერთმანეთს უბრალოდ კი არ ჰგავს, უფრო მეტიც ერთი უწყების დაწერილი ტექსტია, რომელიც ამ ადამიანებს უნდა გაეჟღერებინათ.
“ოცნება” თვალნათლივ ხედავს, რომ გიორგი გახარიასა და მის პარტიას აქვს მზარდი რეიტინგი, შესაბამისად ცდილობენ მის დისკრედიტაციას. ამისთვის კი იყენებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც დააშინებენ ან მოისყიდიან.”
მიშა დაუშვი
“აბსოლუტურად აღარაფერი არ დარჩა “ოცნებისგან” ისეთი, რაც მათ განასხვავებდა “ნაც.მოძრაობისგან” და რის გამოც მათ ჰქონდათ დიდი მხარდაჭრა საქართველოს მოქალაქეებისგან.
“ოცნება” გადმოვიდა შეტევაზე ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებსაც ებრძოდა 2011-12 წლებში. ჩვენი საკრებულოს წევრს და მის არასრულწლოვან შვილს იარაღები დაადეს, მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს, კიდევ არის მსგავსი ფაქტები, რომლებიც ზეწოლასა და მუქარას მოიცავდა.
ვეტყვი “ოცნებას”, ჩვენ იმდენად დიადი და ამ ქვეყნისთვის მნიშვნ
“ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას ცრუ დასმენაზე.
რა თქმა უნდა, ეს არის “ოცნების” მიერ დადგმული სპექტაკლი, რომლითაც ცდილობს გააშავოს თავისი ყოფილი გუნდის წევრები იმ კაგებეშნიკური მეთოდებით, რომლებიც კარგად აითვისა “ოცნებამ”.
აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი.
400130386_1766106630528653_1988189442240985799_n.mp4
შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კირბლელი კაცი თამაზ გინტური, ხოლო გატაცებულია ასევე ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თა
შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე , - ამის შესახებ ჟენევაში გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი.
აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და თანაგრძნობას გამოვხატავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - აცხადებს მეთიუ მილერი.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რას იზამს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაე
გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, ამითაა გამოწვეული მათი ისტერიკა გახარიას წინააღმდეგ - მადლობა „ოცნებას”, რომ ჩვენი პარტიის სანიტარულ დასუფთავებას აწარმოებს, ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს გადააკეთებს და „სასაცილო „ფეიკს” გამოაქვეყნებს.
„გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.
„რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ გვერდზე.
საოკუპაციო ხ
"დამარცხების შიში ოცნებას კიდევ ბევრ სისულელეს ჩაადენინებს.
მადლობა სანიტარული დასუფთავებისთვის, ასე გააგრძელეთ!"
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
https://www.instagram.com/reel/CzUHhU5sytK/?igshid=MTc4MmM1YmI2Ng%3D%3D&fbclid=IwAR2pfaay_ur1MZ7YWN_RJlBQAXAq-bnSkZRJz-pvcQXeScMewS8qzBHQGGA
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის საუკუნოვანი პოლიტიკა არ თავდება.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა და მშვიდობა ევროპაში.
„მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ე
შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს, - ასე ეხმაურება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, მარკ კლეიტონი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.
„რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ხვალ, 20:00 საათზე დაგეგმილი კონცერტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო აღარ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს.
როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ახლა არანაირი კონცერტის ჩატარება არ შეიძლება, რის გამოც, ღონისძიების სახე შეიცვლება, თუმცა, მისი არსი, რომ ქვეყნის „მომავალი რუსეთი არაა“, უცვლელი რჩება.
„ხვალ იქნება ევროკავშ