თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.
„თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმა
ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობას არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე.
„ჩვენ არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის მინისტრი, შემდეგ მე თავდაცვის მინისტრი, ეს პოლიტიკა გაგრძელდა. თქვენ ალბათ ე
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის.
„გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია.
კერძოდ, საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს თავდაცვის კოდექსის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს.
თუმცასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რად
სამშაბათს, 7 თებერვალს, გამოქვეყნდება მწერალ სალმან რუშდის ახალი რომანი "გამარჯვების ქალაქი" - დაახლოებით ექვს თვეში მას მერე, რაც ნიუ-იორკის შტატში მყოფ მწერალს თავის ლექციაზე მამაკაცმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ეს თავდასხმა ფართოდ იქნა დაგმობილი, როგორც იერიში გამოხატვის თავისუფლებაზე.
თავდასხმის შედეგად 75 წლის რუშდიმ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, მძიმედ დაუზიანდა მარცხენა ხელი. თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკ
„გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას ადვოკატმა ოფიციალურად მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
პარტია მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლზე, რაც დევნას გულისხმობს.
17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.
მოკლედ:
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სრულად აღადგინეს კონტროლი ღაზასთან საზღვარზე;
ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ასეულობით ისრაელელი დახოცეს;
ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, დაშავებულია 2400-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები;
ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორში 600-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა
ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის, „ლიგა 1“-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული.
დავითაშვილმა, რომელიც „სენტ-ეტიენის“ ღირსებას იცავს, 3 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
დავითაშვილი ფრანგულ კლუბს ამ სეზონის დასაწყისში შეუერთდა.
მისი კონკურენტები არიან ბრედლი ბარკოლა და ლუკას შევალიე.
ნეტგაზეთი
პრეზიდენტის განცხადებით, თბილისში, რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა და მიმდინარე პროცესები გააცნო.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ „ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია”.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მაისს, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი სოლიდარულია რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისადმი.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მალე როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ისხდებიან.
“საქართველოს აქვს ნამდვილად ტრაგიკული ისტორია, რომელიც ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის: საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, რეპრესიები და უწყვეტი რუსული აგრესია და ოკუპაცია.
ა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა გეგმა, რომელიც გააცნო ოპოზიციურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს და რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ, სისტემურ გაყალბების სქემებს; საარჩევნო საჩივრები სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს არ განუხილავს.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
ზურაბიშვილის თქმით, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.
წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟ
სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საქართველო უერთდება საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და მნიშვნელოვანია, ეს ხმამაღლა ითქვას.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას.
მისი თქმით, უკრაინამ რუსეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – ის ბევრად დიდი და ძლიერი ქვეყანაა. სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანიებმა ფრენებზე ფასები ხელოვნურად არ უნდა გაზარდონ და მძიმე ვითარებაში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმარონ.
ასე ზურაბიშვილი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისზე” გავცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ თელ ავივიდან თბილისისკენ ფრენის ფასი გაზარდა.
„ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე, დღეს 9 ოქტომბრის ბილეთის ფასი აღემატებოდა 2 000 ლარს.
კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა” ბილეთის ფასის გაზრდა უარყო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ „საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”.
მისი თქმით, არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა.
დღეს, 25 ნოემბერს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული.
კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ამის მიუხედავად, ცესკოს შემ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც აქვს საზღვრები.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა — შეუპოვრობა.
„დაშოშმინების პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან ნატოს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და აგულიანებდა რუსეთის აგრესიის წამოსაწყებად. ეს არის რუსეთის საკუთარი დაუძლეველი იმპერიალისტური ბუნება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა
დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა პასუხი გასცა შეკითხვას ქართულ ჯართან დაკავშირებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება „ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა“.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჯარს სჭირდება გაძლიერება, რაშიც ქვეყნის მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ის პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატი, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ – არა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილი არ აკონ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოდესაზე რუსეთის თავდასხმას მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა.
რუსებმა ოდესა გუშინ იმ დროს დაბომბეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად სტუმრობდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.
CNN-ის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი მ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
მისივე თქმით, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია.
პუბლიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარიზში მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად იმყოფება, France 24-ს ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუში მან ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, მიენიჭოს საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი და ასევე, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი იქნება საქართველოს მომავალი „ქართული ოცნების“ პრორუსული პოზიციების ფონზე“.
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვლმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრება საქართველოსთვის უსაფრთხოების და დემოკრატიის ერთადერთი პერსპექტივაა და ამის
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა.
„[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე მათ კითხვებს უპასუხა, მოქალაქეობის მინიჭების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა სურთ, უარს ეუბნება. “იკმარონ ბინადრობა”, – აცხადებს ის.
ზურაბიშვილმა თავდაპირველად ისაუბრა რუსეთი მოქალაქე ეთნიკურ ქართველებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ.
მისი თქმით, კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას ირებს მოქალაქეობის მინიჭებაზე და რომელშიც პრეზიდენტს ორი წარმ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციულ თეორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. მისალოცი განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი – საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს.
მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზ