Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.115
  • comments
    0
  • views
    692.326

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს

საუბარი როდესაც არის კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს მას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების პოლიტიკური მიზანია ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები – ხოშტარია, მელია და სხვები დღეს სცენაზე არიან. „თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის

რუსული მედია - პირველი ქართული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტი იყო. კომპანიამ ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო. ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდე

გიორგი შარაშიძე - თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო... იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაული - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია

თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო, თუმცა იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაულის ნიშნები - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია , - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ეს გ

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით: „რუსები“ დახვდნენ. დაპირისპირების დროს აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალება

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ჰიროსიმაში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. „იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწ

Politico - ჯო ბაიდენი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადოს, - ინფორმაციას Politico ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - ყველა აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა წარსულში მიაწოდეს კიევს, მაგრა

პრეზიდენტი მთავრობას ინიციატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. „100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომელიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ”, - წერს სალომე ზ

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ტერიტორიაზე ელოდებიან სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც. ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

ირაკლი კობახიძე - რაც ვახტანგ გომელაური შს მინისტრია, ყველა ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შს სამინისტროს მხარეს

რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.   მისივე თქმით, მოძალადეები, რომლებმაც 7-8 მარტის აქცი

საქართველოში, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები დიდი წვეულებისთვის ემზადებიან | რუსული ქორწილი კახეთში

რუსული ქორწილი კახეთის შუაგულში - მაშინ, როდესაც მთელი საქართველო პირდაპირი ავიარეისების აღდგენას აპროტესტებს, გურჯაანში გრანდიოზული ქორწილის სამზადისი მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეების წყვილმა დღეს უკვე გააფორმა სამოქალაქო ქორწინება თბილისში და ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართავს. სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი უმრავლესობა უკვე საქართველოშია - ნაწილი ახაშენის სასტუმროში, ნაწილი კი ყვარლის ტბის პირას.  კიდევ უფრო

დაჩი ბერაიამ ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. „ქართველ ხალხს არ სჯერა რუსული მშვიდობის. ჩვენ გვინდა ნატოს და ევროკავშირის მიერ გარანტირებული მშვიდობა. ჩვენ გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად. დღეს გაწევრიანების შანსი

თბილისში რუსული კლინიკის ფილიალი გაიხსნა

თბილისში რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკის“ სამედიცინო ცენტრის ფილიალი გაიხსნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. კლინიკა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. „ჩაიკის“ კლინიკების ქსელის მიერ ეს საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია. ინვესტიციის საერთო ღირებულება 200 ათასი დოლარია. კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის კლინიკა პაციენტებს თერაპევტის, პედიატრის, დერმატოლოგის და მეან-გინეკოლოგის მომსახურებას სთავაზობს. საქართველოში ა

მინისტრმა ამილახვარმა უპასუხოდ დატოვა კითხვა თავისი შვილების კერძო სასკოლო განათლებაზე

დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თინა ბოკუჩავამ, საქართველოს განათლების მინისტრს შვილების განათლებაზე დახარჯული თანხა შეახსენა. ბოკუჩავამ გიორგი ამილახვარს მოსწავლეთა უფასო კვების პროგრამის კონტექსტში  ჰკითხა, მისი ან მმართველი პარტიის სხვა რომელიმე დეპუტატის შვილები თუ დადიან საჯარო სკოლაში. მინისტრმა დეპუტატის ეს კითხვა გააკრიტიკა. ამილახვრის ბოლო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისმა ოჯახმა, ჯამში, 40 000 ლარამდე დახარჯა შვილების განათლებაზე. “მინდა თქვენ გკით

მერია სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან ვაგონების ხელშეკრულებას აუქმებს

თბილისის მერიის განცხადებით, ხელშეკრულებას აუქმებს თავისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ 19 მაისს სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, რომლისგანაც თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონები უნდა ეყიდა. საუბარია “მეტროვაგონმაშზე”, რომელიც, როგორც მერია 2021 წელს ამბობდა, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”(EBRD) დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებულად. მაშინ მერია აცხადებდა, რომ ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება 2022 წლიდან უნდა დაწყებულ

ვახტანგ გომელაური - დამეთანხმებით, ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა - 7-8 მარტის აქციებს 60-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებამ, ნათლად ნახა არაერთი ძალადობრივი ქმედება, უკანონობა, თავდასხმები, რასაც შედეგად 60-მდე პოლიციელის

ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძეზე - ეს კაცი დაიმახსოვრეთ - ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ღალატის სიმბოლო

პარტია "საქართველოსთვს" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძეზე - ეს კაცი დაიმახსოვრეთ - დღეს ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ღალატის სიმბოლო და ხვალ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში, სახელმწიფო ღალატის საქმის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფუგურანტი! "არ ვაპირებ შევეგუო ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც რუსეთისთვის ქვეყნის ჩამბარებლები პასუხისმგებლობას გაექცევიან! ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ხელს ვერ გაიშვერ პატრონისკენ! ორგან

გახარია - დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისმგებლობაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს

დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისმგებლობაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს., - აცხადებს ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისი თქმით, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიცავს ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს.   "ვინმეს თუ გონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექ

ბექა ლილუაშვილი - ფრენების აღდგენა ვერ იქნება განხილული, როგორც პუტინის ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ეს არის აბსურდი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული

ფრენების აღდგენა ვერ იქნება განხილული, როგორც პუტინის ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ეს არის აბსურდი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, რუსეთის მთავარი მიზანია, ხელი შეუშალოს სტატუსის მიღებას და ევროინტეგრაციას. „ფრენების აღდგენას ხელისუფლება ურცხვად ასაღებს, როგორც ქართველების დაკმაყოფილების საჭიროებას, როცა ეს საჭიროება გუშინ არ დამდგარა, იდგა ბოლო 10-15 წლის განმა

ირაკლი კობახიძე - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე

თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი. მისი თქმით, მსგავსი კითხვების დასმა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელიც ქვეყნის „უკრაინიზაციას“ ცდილობს. „არის თუ არა რუსეთი მტერი, ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანიც ესკალაციაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს გლობალური ომ

უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს, რის გამოც „ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს - შედეგად, „ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა. რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა "ჩააგდეს". აღსანიშნავია, რომ მმ

ბერდია სიჭინავა - პრემიერმა რუსეთთან ახლო ურთიერთობებზე კომენტარისას განაცხადა, ეს 700 მილიონი ლარი საიდან ვიშოვეთ აბაო? რუსეთისგან დევნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის სახლების აშენებაზე საუბრობს

Berdia Sitchinava (პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი)     პრემიერმა რუსეთთან ახლო ურთიერთობებზე კომენტარისას განაცხადა, ეს 700 მილიონი ლარი საიდან ვიშოვეთ აბაო, ეხლა რომ დევნილებს ვუშენებთ სახლებსო. რუსეთისგან დევნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის სახლების აშენებაზე საუბრობს, რუსეთისგან დევნილებისთვის!

აეროპორტთან რუსეთიდან ფრენის საწინააღმდეგო აქციაზე აქტივისტები დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია მათი ვინაობა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენას აპროტესტებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ცირა ელისაშვილის თქმით, საქართველოსთვის რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენა ღირსების საკითხია: “ღირსების საკითხია. მარტო ცემი არა. ჩემი ოჯახის, ჩემი ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ რუსული თვითმფრინავი აქ არ უნდა დაჯდეს არც დღეს და

ანა ბუჩუკური - ახლა პარლამენტში განიხილება ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, “შეკითხვები” ძირითადად ეხება გახარიას... მართლა არ ვიცოდი, ასე თუ ნერვიულობდნენ გახარიაზე

Anna Buchukuri       - ახლა პარლამენტში განიხილება ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ამდენი კითხვა ოცნების დეპუტატებს არასოდეს დაუსვამთ ამ მოწვევის პარლამენტში. სრულად მობილიზებულები არიან, მაგრამ “შეკითხვები” ძირითადად ეხება გახარიას. გახარია ხო იყო იქო. მართლა არ ვიცოდი, ასე თუ ნერვიულობდნენ გახარიაზე. 

გიგა ოთხოზორიას დედა - დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა - გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა. გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მისი შვილის მკვლელს პასუხი ამ დრომდე არ გაეცა. მისივე თქმით, სამართლის პოვნა უფრო მეტად გართულდა. „ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ. დღეს კიდევ რომ წამოვწიეთ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. სამართალს ვერ ვხედავ, მგონია, რომ ახლა
×
×
  • შექმენი...