პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.
დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.
IPN
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ მალე შეიქმნება აგენტების რეესტრი და ყველა გაიგებს ვისგან ფინანსდებოდა ნამოხვან ჰესის დაბლოკვა. მან თქვა, რომ აქ ჩართული იყო არარუსული წყაროებიც.
„ვადევნებ თვალს ამ ამბავს, (კანონპროექტს უცხოეთის აგენტების შესახებ), ამბობენ, რა პრობლემა გაქვთ გამჭვირვალობასთანო, ამათ კარგად მოუძებნეს წერტილი, სად შეიძლება დაარტყან ორგანიზაციებს, ხალხს, ვინც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თითქოს ვინმე გამჭვირვალობის წინააღმდეგია, თორემ ვინ მოვიდა, ვინ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის იზოლაციური პოლიტიკა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას ნიშნავს და ქვეყნისთვის მშვიდობის ერთადერთი გარანტი ევროკავშირია.
როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვანიშნებენ, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ, რითაც გვეუბნებიან, რომ „სხვა მხარეს წავედით“.
„ცხადია, პრეზიდენტის განცხადება, შინაარსობრივი თვალსაზ
2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ IDFI-ის ანგარიშში წერია.
ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგის მიხედვით, სამინისტროების ღიაობის საშუალო მაჩვენებელი 15%-ია. მათ შორის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი აქვს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
რაც შეეხება ყველაზე ანგარ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინაში უკიდურესად მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
ბრიტანული მხარის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომით ყველაზე დიდ დარტყმას რუსეთის ეთნიკური უმცირესობები იღებენ.
„ასტრახანში დაღუპულთა დაახლოებით 75% ყაზახების და თათრების უმცირესობაზე მოდის“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
უწყების განცხადებით, ომის გავლენა მკვეთრად განსხვავდება რუსეთის რეგიონებს შორის.
ბრიტანული დაზვერვის თქმით, უმდიდრესი ქალა
პარტია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს - “2 გვამი მჭირდება, პრემია დიდიას” ავტორი - ივანე მერაბიშვილი, რომლის მეუღლის სუფრიდან სანდრო გირგვლიანი გაიტაცეს და წამებით მოკლეს, რომლის დაშლილი მიტინგის დროს სახურავებზე პოულობდნენ ადამიანების გვამებს, რომელსაც საკუთარი თანაპარტიელები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელდნენ, ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირე “ოპოზიციონერია”, რაზეც ჩვენი გუნდი დიდი ხანია საუბრობს!
მისი თქმით, როდესაც "ქ
უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა განიხილეს.
„ანჯეი დუდას ვესაუბრე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, ფრონტის გარკვეულ ნაწილებში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და უახლოესი მომავლისთვის ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
იპნ
პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ დღევანდელ საპროტესტო აქციას არ უერთდება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მგონი სჯობს, რომ ამ სიმბოლოებს ყველა გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ, რადგან არ შეიძლება დღეს რაღაც აქცია დააანონსო. მართალი გითხრათ, მიზანი ვერ გავიგე, თუ რას ემსახურება. როდესაც პოლიტიკურ აქციაზეა საუბარი, ამას სჭირდება თავისი წინაპირობები. დღევანდელ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, ვისაც როგორ გვესმის, ისე უნდა ვცეთ პატივი იმ ი
თეა მეფარიშვილის 8 წლის შვილს აქონდროპლაზია აქვს. ლიზის აღმოაჩნდა დიაგნოზის თანმდევი არაერთი ისეთი სიმპტომი, რომელიც მის ცხოვრებას ართულებს. მათგან განსაკუთრებით რთულია ძილის აპნოე [ძილისას სუნთქვის შეჩერება], სმენისა და გადაადგილების პრობლემები და სხვა.
ლიზის ოჯახმა რამდენიმე წლის წინ მიიღო რთული გადაწყვეტილება და დატოვა სამშობლო. ახლა ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობს. დედა ამბობს, რომ ესპანეთი მათ სრულად უფარავს ჯანდაცვის ხარჯებს, ივნისიდან ლიზის უფასოდ მისცემენ აქონდროპლაზიის რევოლუციურ პრეპა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობას ეხმაურება.
უწყებაში აცხადებენ, რომ თაკალანძის 10 წლით და 6 თვით უკანონოდ დაპატიმრებას წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.
„ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და და
“რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ირაკლი კობახიძე მსგავსი რიტორიკით გიორგი გახარიასა და მის პოლიტიკურ გუნდზე, მეტად ახლოს იქნება მისი ხელისუფლების დასასრული”
ბერდია სიჭინავა, პარტია #საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი
354234642_1272633533641283_3517135275476998034_n.mp4
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადებების შემდეგ დაიბარა რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი. ამის შესახებ პოლონეთის პრეს-სააგენტო იტყობინება.
სააგენტო ციტირებს მინისტრის მოადგილეს პაველ იაბლონსკის, რომელმაც რუსი დიპლომატის დაბარების მიზეზად დაასახელა კრემლის თავკაცის „პროვოკაციული განცხადებები“ და „რუსეთის ფედერაციის სხვა არამეგობრული ქმედებები პოლონეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“.
იაბლონსკის თქმით, შეხვედრა ხანმოკლე იყო,
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, სამი ადამიანი დაშავდა.
სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულების ნაწილს კი, რომელთაც მძიმე ემოციური ფონი აღენიშნებოდა, ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა.
“ბუნებრივი აირია აფეთქებული. ექსპერტიზის და გამოძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა აფ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლებამოსილება შეუჩერა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამიჩაი ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამას“ შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ღაზას სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება, უპასუხა, რომ ღაზაზე ბირთვული ბომბის ჩამოგდება კრიზისთან გამკლავების „ერთი გზაა“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრის განცხადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის რეალობას მოწყვეტილია.
“ოცნებისთვის” ჩვენი პოლიტიკური პარტია არის თავისტკივილი, მაშინ როცა მათი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ყველა კვლევაში მზარდ რეიტინგს აჩვენებს.
“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე დაკავებულია “ნაც.მოძრაობის” რეაბილიტაციით და აცხადებს, რომ “ნაც.მოძრაობას” უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე ამას კვლევები აჩვენებს.
“ნაც.მოძრაობა”, როგორც ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღე და “ოცნება”, როგორც ამ ქვეყნის გუშინდელი დღე უნდა დასრულდეს, 2024 წლიდან კი ახალ
“ისე ჟონგლიორობდა ფინანსთა მინისტრი ამ ციფრებით და ასობით მილიონ ლარს ისე ამაყად ისროდა აქეთ-იქით, გეგონება ივანიშვილის ჯიბიდან იღებდა ფულს და ხალხს ურიგებდა, ამადლითა მათ, არადა ხალხის ფულია. ეს ბიუჯეტი არის მთლიანად საარჩევნო საჭიროებებზე მიმართული და არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებზე.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
401834947_1771741399905840_2842663273631597281_n.mp4
“საზოგადოებამ უნდა დაინახოს რა პროცესებს ავითარებს “ოცნება” მიზანმიმართულად. გამოდიან ერთ დღეს და არეკლამებენ “ნაც.მოძრაობას”, მეორე დღეს ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია, მოქალქეობა დათმო სხვა ქვეყანაში პოლიტიკური კარიერისთვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო პროცესის საფარქვეშ პოლიტიკურ პროცესებს, საარჩევნო კამპანიას ამართინებს. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება “ოცნების” მხრიდან უფლებამოსილების მინიჭების გარეშე და როგორი ტანდემია “ოცნება” და “ნაც.მოძრაობა” ამის მ
7-8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევსა და ვარშავას ეწვევა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი კიევში შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან. იოსელიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლ
ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი აკრიტიკებს ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ლუკა კურტანიძე 30 ნოემბერს ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე არ შეუშვეს.
განცხადება ოლიმპიური კომიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
კომიტეტი წერს, რომ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომლის თანახმადაც, კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ
იანვრიდან კერძო ობიექტებისთვის (არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის) ბუნებრივი გაზის ფასი იზრდება.
„თბილისი ენერჯის” განცხადებით, „მომწოდებლების მიერ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო კომპანია იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს”.
შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან „თბილისი ენერჯის” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე იქნება 1.29 ლარი (1 ლარი და 29 თეთრი), ნაცვლად აქამდე არსებული 1.24 ლარისა (1 ლარი და 24 თეთრი), დამატებულ
“მოსახლეობას ერთი მხრივ “ოცნება” ეუბნება, რომ შენ პრობლემა არ გაქვს და თვალებს ხუჭავს, მეორე მხრივ ოპოზიცია ეუბნება, რომ პოპულიზმით გადაარჩენს და პენსიას გაუზრდის 1000 ლარამდე. სწორედ ამიტომ აჩვენა კვლევებმა, რომ ამდენ ადამიანს აქვს გადაუწყვეტელი პოზიცია და “ოცნებისა” და “ნაცების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
10000000_672652208271408_3544156512137833248_n.mp4
"როგორც ჩანს ოპოზიციას არ აქვს გააზრებული, რომ ხალხის მიერ მიცემული მანდატი ავალდებულებთ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ფორმატებში."
ანა ბუჩუკური, პარტია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GLf1khj8YXkz8JYDAPC5_6EyDm4ybmdjAAAF.mp4
აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF (1).mp4
"ადამიანი, თუ ფიქრობს, რომ ამ მინიონებს ამოეფარება უკან, რომელთა სიტყვასაც ფასი არ აქვს და ირაკლი კობახიძისგან შეიკერავს აბჯარს, ესე არ გამოვა. ამის უფლებას არ მივცემთ. რატომ გამოვიდა ივანიშვილი? იმიტომ, რომ ამ მინიონებს არ აქვთ რესურსი ეს ადამიანი სამალავში ამყოფონ.
ივანიშვილი არის საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი. 2012 წლის იდეალებთან დამარცხებული ადამიანი. ივანიშვილს, პირველ რიგში, ხალხთან აქვს სალაპარაკო, მაგრამ სათქმელი რომ არაფერი აქვს, ამიტომ ჰყავს გამოყრილი ეს მინიონები
ამ წუთის მონაცემებით, უკვე 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია - ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ოთხ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს.
„გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადა