Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.386

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ორი ქვეყანა დრონების ერთობლივად წარმოებასაც აპირებს. მათივე ცნობით, რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიე

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი„ ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“. სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 34 480 000 ლარით განისაზღვრა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტი 34 480 000 ლარით განისაზღვრა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 6 მილიონ 666 000 ლარით მეტია. ფინანსურ დოკუმენტს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – ორი. სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც საკრებულოს „ქართულ ოცნების“ წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი რეგიონის საჭიროებებსა და განვითარებაზეა მორგებული. მათივე ცნობით, პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური სფერო. მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ტურისტული, ს

შარლ მიშელი - კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია - თქვენი ბედი - ჩვენი ბედია

კრემლმა არ შეგვაშინა და არ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “ეს სამიტი ორ მკაფიო მესიჯს აგზავნის: ერთი - თქვენთვის და უკრაინის ხალხისთვის - ევროკავშირი ყველაფრით დაგიჭერთ მხარს, რაც შესაძლებელია… და მეორე მესიჯი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასა

აუდიტი: პენიტენციური სამსახური ვერ აკონტროლებს მედიკამენტების მიღებისა და ხარჯვის ოპერაციებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, წერს, რომ პენიტენციურ სამსახურში კვლავ არაა დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. აუდიტმა გამოავლინა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. აუდიტის სამსახურის განმარტებით, სხვაობას იწვევს ის გარემოება, რომ ვერ ესწრება მიღებული მედიკამენტების ბუღალტრული ასახვა, მ

თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს

თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს, - ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს. მანამდე კი, რამდენიმე საათის წინ, რაც ქალაქში შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ამოიყვანეს. თურქეთში გაერო-ს სამოკავშირო ოფიცერმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობის დასასრულს უახლოვდებიან და ნანგრევების ქვეშ გადარჩენილების პოვნის ალბათობა სულ უფრო მცირდება. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის

აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი და რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტი მოიცავს 9.9 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად თავისი მოქალაქეების კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა სანქციები 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაცი

მირჩა ჯოანა - ნატო ყოველდღიურად სინქრონიზებულია მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის

ნატო და ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად სინქრონიზებულია მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვა ნატო-სა და ევროკავშირის საერთო პარტნიორია. „მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა, რომელიც მოლდოვის მოქალაქეებს აქვთ ან არ აქვთ, ვფიქრობ, რომ თუ მათ სურთ უკეთესი ცხოვრება, მაშინ ეს უკეთესი ცხოვრება დემოკრატიული და აყვავებული ევროპის გვ

„ამერიკულ რეესტრში საერთოდ ვერ ნახავთ ადგილობრივ მედიას" - კიდევ რა განსხვავებებია ინიციირებულ პროექტებში

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აანალიზებს ამერიკულ კანონს უცხოური გავლენის შესახებ და ასევე განმარტავს, არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტები ამერიკული კანონის მსგავსი და რა შემთხვევაში იმუშავებს ის ქართულ პრაქტიკაში. „ძალიან საინტერესო ფაქტებს მოვიყვან, რაც ამ რეესტრის დათვალირებისას ვნახე. რეესტში ამ ეტაპზე მხოლოდ 736 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული მათი უდიდესი უმეტესობა (ალბათ 90 პროცენტი) კომერციული

პაპუაშვილი ტურაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა მწერალ დავით ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ჰკითხეს. შალვა პაპუაშვილმა უარყო, რომ ამ კაპანიასთან ხელისუფლებას და მმართველ პარტიას რამე კავშირი აქვს. მწერალი დათო ტურაშვილი რუსული კანონპროექტების კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორემულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოეხმაურა. დათო ტურაშვილი ემოციური გამოსვლის შმედეგ ტელეკომპანიაშ შეუძლოდ გახდ

ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ მთავრობამ საკანონმდებლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს. “მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხთა ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გეკისრებათ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო”, - აღნიშნულია ისააკ ჰერცოგის განცხადებაში. ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, პრე

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება - კალაძე

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით კომპლექსური მუშაობისთვის. მისი თქმით, უპირველად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

აკაკი გვიანიძე - "მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა

"მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს. მისი თქმით, ქუჩები და მეტროც პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რაც მერიის მიერ არაკომპეტენტურად დაგეგმილმა და შესრულებულმა  სამუშაოებმა გამოიწვია.     "დედაქალაქის ქუჩები და მეტროც კი პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კო

ნათია მეზვრიშვილი - 2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო

10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. რა უნდა გვახსოვდეს 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის?, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნავს, რომ  2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო.  მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია -  ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, ხელისუფლებისთვის უკანონო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოცლისკენ და თავისუფალი და სამართლ

ომბუდსმენი არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო სექსუალური ქმედების ამსახველ ვიდეოზე განცხადებას ავრცელებს

6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.

2021 წელს თავდაცვის სამინისტროში „საიდუმლო“ გრიფით 5 მილიონზე მეტი დანამატია გაცემული - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში წერს, რომ 2021 წელს დაახლოებით 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5 160 000-ლარამდე დანამატი, მათ შორის 286 672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული. 2021 წელს 160 000 ლარზე მეტი დანამატი

კიევის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევში აფეთქებების ხმაც ისმოდა

უკრაინის კიევის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში გამოცხადდა დედაქალაქ კიევშიც, სადაც რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. შეგახსენებთ, საჰაერო განგაში დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა. რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დაარტყეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 ირანული ე.წ. „

ზელენსკი - სიცოცხლე ღირს ვილნიუსში გამართულ სამიტზე ერთ ფრაზად – უკრაინა ნატო-ში შემოვა ომის დასრულების შემდეგ

ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე თუ არ მივიღებთ მკაფიო სიგნალს, როდის შეძლებს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას, მაშინ იქ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოისმინოს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ომის შემდეგ შეძლებს. „გვესმის, რომ ომის მიმდინარეობისას ჩვენ ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - მოვიპოვეთ ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰესი რუსმა დივერსანტებმა ააფეთქეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. „დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს. ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგური ბირთ

რუსუდან თევზაძე - როგორ პირობებში უწევთ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ცხოვრება (ვიდეო)

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.  როგორ პირობებში უწევთ მათ დღეს ცხოვრება? რუსუდან თევზაძე, პარტია „საქართველოსთვის" 354190239_655166223123251_8842076989052062411_n.mp4

ანა ბუჩუკური - ჩვენ ჩვენ თავს მივხედავთ, ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს - გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება

ჩვენ, ჩვენ თავს მივხედავთ ხაბეიშვილის რჩევის გარეშე. ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, „რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება“. როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ - სრული ქაოსი

დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავი

ვის არ უშვებენ საქართველოში და ვის ექცევიან საზღვარზე დისკრიმინაციულად – TDI-ის ანგარიში

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს და ამ კუთხით გასული წელს აჯამებს. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა. საჯარო უწყებების ამგვარი პრაქტიკა დაბრკოლებებს უქმნის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომ მათ სრულად შეაფასონ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ამასთან, TDI აღნიშნავს, რომ

გიორგი შარაშიძე - სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სწორედ ეს რეალობა, როდესაც კორუფცია ფაქტობრივად უსპობს განვითარების ყველანაირ შანსს ამ ქვეყანას (ვიდეო)

“სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სწორედ ეს რეალობა, როდესაც კორუფცია ფაქტობრივად უსპობს განვითარების ყველანაირ შანსს ამ ქვეყანას. “ გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი. გშ.mp4

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვი
×
×
  • შექმენი...