Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.834

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა, გიმნაზიის წინ აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ჩვენ არ გავჩერდებით“, „ჩვენ ვართ ევროპა“. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. როგორც ერთ-ერთი მშობელი განმარტავს, ბავშვების პროტესტი სამართლიანია. „გუშინ სკოლის დირექტორმა პოზიცია დააფიქსირა. კლასიკური გიმნაზია ყოველთვის იყო ქვეყ

თბილისის ზღვაზე ბარიერების მოწყობის მოთხოვნით HRC დავას უზენაესში აგრძელებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია GWP-ისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ დავას უზენაეს სასამართლოსი გააგრძელებს. კერძოდ, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი 2017 წლიდან ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვს, დაევალოს ქალაქ თბილისის მერიას გამაფრთხილებელი და ბანაობის ამკრძალავი ბანერების განთავსება, ასევე – კაპიტალური ბარიერები მოწყობა ე. წ. ჩანჩქერთან, თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც 2017 წლამდე რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო, მ

თბილისის ზოგ ქუჩას წყალი 39 საათით შეუწყდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება 39 საათით შეუწყდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მიზეზია ასიათასი მოწამის ქუჩაზე, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები. შედეგად, 17 იანვრის 01:00 საათიდან 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში ქობულეთის ქუჩას N22-42 (ლუწები), ქობულეთის შესახვევს, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს, რაზმაძის ქუჩას N1-25 (კენტები), N2-20 (ლუწები), მცხეთის

თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსული, მათ შორის, არც რუსული ნომრით მოძრავი ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებზე და მითითება მხოლოდ რუსული ნომრით მოძრავი მანქანების არდაჯარიმებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მისივე თქმით, თბილისის მერია საკითხის მოსაწესრიგებ

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს - მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა. იპნ

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის. „წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მ

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. "48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

„სოლიდარობა ისრაელს!“ - ამ გზავნილით ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. „ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!“, - აღნიშნულა თბილისის მერიის ინფორმაციაში, რომლითაც თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს. ipn

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“ – თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თურქეთში ძლიერ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 9 057 ადამიანი ემსხვერპლა, ათ პროვინციაში დაშავებულთა რიცხვი 50 000-ს აღემატება. ამასთან, კვლავ გრძელდება სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. „თბილისი გილოცავთ ევროპის დღეს! – ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ევროპის დღეები თბილისში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მერიის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. „ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად

თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალი 30 საათით შეუწყდება

თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი წერეთლის გამზრირის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებია. კომპანიის განცხადებით,, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 15 ივნისს დიდუბის რაიონში ქსელზე ბოლო გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება, რის რისთვისაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის გამო 15 ივნისს 11:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება

თბილისიდან გურიამდე - „რა? სად? როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს

ინტელექტუალურმა თამაშმა სახელწოდებით “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა. თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო და უნიკალურ გამოცდილებას შესძენს. “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” პოპულარული თამაშის ადაპტირებული

თანამშრომლების თქმით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მათი საჯარო აქტიურობის გამო აუქმებენ

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების თქმით, დღეს დირექტორმა გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა, კერძოდ, ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერაა. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან ბრიფინგზე ისაუბრეს ცენტრის თანამშრომლებმა - ნინი ლეჟავამ, სალომე ნატროშვილმა და მარიამ ჩაჩუამ. მათი თქმით, აღნი

თანამშრომლების გათავისუფლებაზე პოზიციის დაფიქსირების გამო გამიშვეს - საჯარო მოხელე

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. „წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძ

თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ - 4 000-დან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ზღვრული ოდენობა, რაც დეკლარაციაში უნდა აისახოს

თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ. ამასთან, 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რაც ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს. ამას “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია თ

თამარა წულეისკირი წერს, რომ ყველამ წაშალოს Facebook-დან, ვინც მის ქმარს მოღალატე უწოდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარა წულეისკირი, რომელიც „ოცნების“ დეპუტატის ლევან კობიაშვილის მეუღლეცაა წერს, რომ ყველამ დატოვოს მისი Facebook-მეგობრების სია, ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახის. დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსულ კანონონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. „ჩემი „friend-ების“  საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარს

თამარ ხვედელიანი - კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში (ვიდეო)

კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა რუსთავში, რომელზეც ჩვენ მივდივართ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, იმისთვის, რომ დავესწროთ სხდომას. თამარ ხვედელიანი, ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/419493684031017/

თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, პოლიტიკური მხარე გამხდარიყო - ეს არის უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის, არა სალომე ზურაბიშვილის

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, იმის გამო რომ ზურაბიშვილი ევროპელ კოლეგებს სთხოვდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. როგორც ჩუგოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა რამე ფორმით ხელი შეუშალა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. მისივე განმარტებით, პარლამენტის წ

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დე ფაქტო პროკურატურამ შეწყვიტა

დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მეარაყიშვილმა პროკურატურიდან მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე გაავრცელა. მეარაყიშვილმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურიდან დღეს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ საქმე დახურულია. მისი თქმით, სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება უკვე უკანონოდ არის აღიარებული. „წერილი მივიღე-

თამარ გაბუნია - სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის - თუ აქამდე იყო წელიწადში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონეებისთვის, ახლა ნებისმიერი იქნება პროგრამის მოსარგებლე

თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო. მი

თამარ გაბუნია - სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, უნდა იმართოს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ - თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა

როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა

თამარ გაბუნია - რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში პაციენტის საჩივარზე, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება

რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი - მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში პაციენტის საჩივარის, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდე

თამარ გაბუნია - პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას - კომერციზაცია სრულიად გამორიცხულია

პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამორიცხულია. „პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი,
×
×
  • შექმენი...