Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.771

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის­ ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იპნ

თოვა, ნისლი, ქარბუქი - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

მომდევნო დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. ამავე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.  

თინანო მოზაიძე - განცხადებით მივმართე ახმეტის წყალმომარაგების სერვის-ცენტრს და მოვითხოვე გაარკვიონ, რატომ მოსდის ახმეტის მოსახლეობას გაზრდილი გადასახადი

ახმეტელი მაცხოვრებლების უმრავლესობას წყლის გადასახადი მოსდით არა მრიცხველიდან აღებული ჩვენების მიხედვით(როგორც ირკვევა),არამედ ფაქტიური დანახარჯიდან მკვეთრად აცდენილი ციფრებით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ახმეტის საკრებულოს წევრი თინანო მოზაიძე წერს. მისი თქმით, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებულია  ამომრჩევლის წინაშე, მათი პრობლემები მიიტანოს ყველა ინსტანციამდე, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, განცხადებით ახმეტის წყალმომარაგების სერვი

თინათინ წერეთელი – გერმანელი მომღერალი ქართული მუსიკის სამყაროდან

ავტორი: ლაშა გაბუნია     თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ  დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტ

თინა ბოკუჩავა: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის პირადად მასთან

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის პირადად მასთან,- ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, აშშ-მა ფარცხალაძე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის დაასანქცირა. „გახსოვთ, პუტინმა პირადად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა აღდგენილიყო საჰაერო მიმოსვლა და ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. მაშინ მე, მათ

თიის როიტენი - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - დაუწესეთ სანქციები ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს

საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - მაგრამ საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. „საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავ

თითქმის 400 კომპანია ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

„თავისუფალი ბიზნესების“ გაერთიანება საქართველოში სიტუაციის დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. „არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის

თითო დასაქმებულიდან 64 ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს — დაფინანსების ახალი მოდელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტმა მაუწყებლის დაფინანსების შესახებ პირველი მოსმენით  მიღებული კანონპროექტი შეცვალა. თუ კანონპროექტის ეს ვერსია შევა ძალაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება. ახალი კანონპროექტით, მაუწყებლის დაფინანსება 2026 წლიდან დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა

თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ. ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამ

თვითმხილველების ინფორმაციით, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია 3 ადამიანი

თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი. როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში. შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა. “სროლის ხმა მომესმა. 5-6 გასროლის ხმა იყო. მეზობელმა როგორც მითხრა, ის, ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი, დანარჩენი 2, ვინც თავს იცავდა, მხარშია დაჭრილი. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს თვითმხილველი. მომხდართან დაკავშირებით დ

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 25 წლის ორსულია. ამასთან, ადგილობრივების თქმით, ავტომობილს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა. „გოგო ახალგაზრდა იყო, ორსული, 25 წლის. მანქანა ჩქარა მოდიოდა”, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. მომხდართან და

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგ

თერჯოლაში, სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

თერჯოლაში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. იპნ

თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა

პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 71.5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა. როგორც აქუბარდიამ განმარტა, ამის შესახებ საუბარია მისი წერილის პასუხად, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში. აქუბარდიას თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კა

თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - გთავაზობთ, ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი დააყენოთ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში ვუჩივლებთ

გთავაზობთ, ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი, სადაც რუსეთის გავლენის შემცირებაზეა აქცენტი და არა დასავლეთის მტრად გამოცხადებაზე, დააყენოთ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სრული შესაძლებლობა გვექნება პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში გიჩივლოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს განუცხადა. პარლამენტის წევრის თქმით, როდესაც აღნიშნულზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ის აუცი

თეონა აქუბარდია უმრავლესობას - თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!

თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს - მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს. „ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე

თეონა აქუბარდია პრემიერის გაეროში გამოსვლაზე - ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება

ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ კობახიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია „პრემიერის ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რომელიც გაეროში გააკეთა“. აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. „თქვენ

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა. „მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფ

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს" ტოვებს

საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მიზეზად ასახელებს პარტიის დისტანცირებას მხრიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისგან, რომელიც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12-პუნქტიან პირობას. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუ

თეონა აქუბარდია "ოცნებას" - საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად (ვიდეო)

თქვენი მშვიდობაც არის ეფემერული იმიტომ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მშვიდობის გარანტია იდგა იმაზე, რომ საქართველო მწყობრად თავის ინტერესებს ახორციელებდა, ევროკავშირისკენ მიდიოდა, აწარმოებდა პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, თქვენ სრულიად ამოატრიალეთ და საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად.  თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1061486802055114/

თეონა აქუბარდია - ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რითაც მარიონეტული რეჟიმის ტერიტორიული პრეტენზიები შეჩერდა, თუმცა დღეს ვხედავთ კომისარ წულუკიანს, რომელიც ომის დაწყებას ჩვენს ქვეყანას აბრალებს

“ქართული ოცნების“ პირობებში ერთადერთი სწორი ნაბიჯი და პოლიტიკა იყო ჩორჩანასა და პერევში საგუშაგოს ჩადგმა, რითაც ის დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიები, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ხმამაღლა ისმოდა, შეჩერდა, დღეს კი ჩვენ ვხედავთ აგვისტოს ომის გამოძიებას კომისარი თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს და ქვეყნის მშვიდობიან დაცვას დანაშაულად აფასებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართ

თეონა აქუბარდია - ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კომპრომისი იყო გაკეთებული, იმიტომ, რომ საქართველო არის უპირატესი და არა ნებისმიერი პარტია (ვიდეო)

"ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კომპრომისი იყო გაკეთებული, იმიტომ, რომ საქართველო არის უპირატესი და არა ნებისმიერი პარტია." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/415355401198957/

თეონა აქუბარდია - ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს ნდობა და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ რელსებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს (ვიდეო)

ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მას არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს ნდობა და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ რელსებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501132370589906

თეონა აქუბარდია - ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, როგორც რეგიონებში ისე დედაქალაქში, აქტიურად ვესაუბრებით ამომრჩევლებს, ამასთან ერთად კი გვიწევს “ოცნების” თავდასხმების მოგერიება

ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, როგორც რეგიონებში ისე დედაქალაქში, აქტიურად ვესაუბრებით ამომრჩევლებს, ამასთან ერთად კი გვიწევს “ოცნების” თავდასხმების მოგერიება. “ოცნებამ” შექმნა არათანაბარი მედია გარემო და ჩვენს უფასო პოლიტიკურ რეკლამას ბლოკავს, ეს ცალსახად გამოხატავს მათ შიშებს.  თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოს" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/905615298153758/
×
×
  • შექმენი...