ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მათი განცხადებით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
აეროპორტი წერს, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.
პუბლიკა
რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მათ რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, ამიტომ არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტის წევრებს და სხვებს. მე ვი
ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთმანეთს უნდა ეთანამშრომლებოდნენ და ამ მიმართულებით დგამდნენ ნაბიჯებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ყველა ცდილობს, რომ გვერდი აუქციოს მთავარ საკითხს და იმ ხალხს, რომელიც ამ ქვეყანაში ეკონომიკის ძალიან დიდ ნაწილს საზღვარგარეთ და არა საქართველოში ქმნის.
“ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ე
ჩვენ, ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ხვალ გავა ბიუროზე და რომლის შინაარსიც არის ის, რომ- რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს რუსული გავლენებისგან თავის დაცვა.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ განცხადება ერთდრ
არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ახალგაზრდის კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, კერძო პირებსა და მათი ოჯახის
ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარ მოქალაქეებზე და ოპონენტებზე თავდასხმები არა მხოლოდ "ნაც.მოძრაობის" ხელისუფლების დროს გვახსენებს, არამედ კიდევ უფრო უარესს, 90-იან წლების დროინდელ უკანონო ბანდფორმირებებს და იმდროინდელ პარლამენტსაც.
დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ. ამავე დროს, ბოდიშიც მოუხადეთ ჩადენილი არასწორი სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის და არჩევნების გზით მშვიდობიანად დატოვეთ ხელისუფლება.
შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია სა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში - კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურს
თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა.
კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა.
„ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ
პარლამენტმა დღეს, 28 მაისს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო.
კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგი იყო.
კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონი, მაქსიმუმ, 10 ივნისამდე გამოქვეყნდება
მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.
მაშველები მოზარდს საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ნიქოზის კაშხალთან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა და დრონები.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი, 19 ივნისს შუადღეს გაიტაცა.
publika
ევროკავშირი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში -მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.
დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვე
მე პრემიერობა არ მინდა, მე მინდა, საქართველოს ნორმალურ, დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნების პროცესში, ჩემი წვლილი შევიტანო - ამის შესახებ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა რომ ქვეყანაში "ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს".
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება.
„შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, წინასაარჩევნო შეკრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით
ვინმე გარანტიას იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ “ნაც.მოძრაობა” “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას?! პარტია, რომლის დეპუტატებიც არაერთხელ შეეკრა “ოცნებას”, იყიდებიან ჩვეულებრივად რეგიონებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, “ნაც.მოძრაობაც” წითელი ხაზია და “ოცნებაც” წითელი ხაზია.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/398732026541971/
ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი ორი ფუნდამენტი იქნება სოლიდარობისა და სამართლიანი წესრიგის პრინციპი.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1157948318817281/
"ბიძინა ივანიშვილს, პირველ ნომრად გასვლა იმიტომ მოუწია, რომ ვერ ჩაატარებენ ეს პატარა ბიჭები საარჩევნო კამპანიას. "ოცნების " მიერ წარდგენილ სიაში არაფერია ახალი, ვერავინ - ახალი, ძლიერი პოლიტიკური სახე ვერ მიიყვანეს და ახალი ამომრჩეველი რანაირად უნდა მიიყვანონ არჩევნებზე? ეს იქნება არჩევნები, როდესაც "ოცნება" დამარცხდება, ახლა ამის გააზრების მძიმე ეტაპს გადიან. აკვარიუმით დაატარებენ სოფელ-სოფელ ივანიშვილს და ჰგონიათ ამით რამეს გამოასწორებენ."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის"
"ჩვენ წავედით ძალიან დიდ კომპრომისზე, თუმცა მიუხედავად ამისა “ლელომ” ვერ შეძლო თავის პარტნიორებთან შეთანხმება.
ჩვენი მიზანია მოჯადოვებული წრე დავასრულოთ და ვისაც ამ ორი რადიკალური პოლუსის დამთავრება უნდა, მათთვის არჩევანი ჩვენ ვართ."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლოტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1269114044085093/
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს.
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკ
დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი.
გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის.
„ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მო
მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღია, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა და მთავარი მოწოდება, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მხარდამჭერი რეზოლუციები თუ განცხ
„გახარია საქართველოსთვის“ არჩევნების შედეგების საპროტესტოდ რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება.
პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქნებიან იქ, სადაც მათი მხარდამჭერები.
„ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომ თუ სისტემური დარღვევები არ იქნება სათანადოდ გამოძიებული, ვერავინ და ვერასდროს დაამტკიცებს და ახსნის, რომ ის მანიპულაციის სქემები, რომელიც გამოყენებული იქნა, სისტემუ
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“[საქართველოს] ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, - წერს სორენსენი.
იპნ
7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/530897939719111
საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ცესკო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება.
ცეს