„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს, „გამოდის, რომ რასაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს ეძახდა, მართალი იყო”.
„როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე თუ კიდევ ფიქრობ ასეთი პიროვნების შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილის, გამოდის, რომ ის ყოფილა მართალი და ის
გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, რუსული კანონის არსებობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ეს კანონი ევროპულ პრინციპებს არ შეესაბამება.
შესახებ მან ნინი შენგელიასთან პოდკასტში ისაუბრა.
„თუ ქვეყანა მიიღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაშინ ის ვერ გაწევრიანდება. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი არის ზუსტად ასეთი წინააღმდეგობრივი სამართლებრივი აქტი, რადგან ის უხეშად ერევა იმ ფუნდამენტურ უფლებებში, რომელიც ევ
თუ გსურს მონაწილეობა მიიღო შენი ქალაქისა და რეგიონის განვითარებაში, მაშინ შემოგვიერთდი პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამცხე-ჯავახეთის ორგანიზაციაში.
შეავსე აპლიკაცია მითითებულ ბმულზე
https://forms.gle/nvSxHDtGuGcJSPPP8
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
მისი
საქართველოში ესტონეთის ელჩის, რინა კალიურანდის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნაზე მხარს არ დაუჭერს.
„ტვ პირველთან“ საუბრისას ესტონეთის ელჩმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის დამტკიცემის მიზეზი არ აქვს.
ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს, გერმანია, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხ
თსუ-სთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და ილიაუნისკენ მიდიან.
მათ ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: „საქართველო”.
თუმცა, მანამდე დაძაბულობა იყო თსუ-ის I კორპუსის შესასვლელთან. შეკრებილ სტუდენტებს, რომლებსაც პროტესტის შენობაში გამოხატვა სურდათ, შიგნთ არ უშვებდნენ. ხოლო იმ ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც მანამდე ლექციაზე იყვნენ, გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული პოლიციელი. იყო ს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძე ლექციის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები უსწორდებიან.
„როგორც წინა შაბათს, კობახიძემ კვლავ მოაბილიზა თავისი ბანდა და როდესაც მივუახლოვდით კობახიძეს, რომ გაგვეგონებინა პროტესტის ხმა, მოგვიახლოვდნენ გინებით და ფიზიკური შეურაცხყოფით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთ
19 ნოემბრის აქციის მონაწილე, 21 წლის მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ს განცხადებით, მატე დევიძემ 19 ნომბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით. ისინი წერენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების "მაისის მოძრაობამ" უკვე აიძულა თსუ-ს ადმინისტრაცია ააშენოს სტუნდენტური საცხოვრებელი და ახლა დადგა დრო, მათაც აიმაღლონ ხმა და ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე.
"სტუდენტების უმრავლესობა ბინის სიძვირის, არასათანადო შრომითი პირობების, გაზრდილი ხარჯების გამო ღირსეული საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რაც საგრძნობლად აუარესებს სწავლი
თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა.
თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ.
სტუდენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო. სტუდენტების ნაწილი და უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ დაკავებულ სივრცეში შესვლა შეძლო.
„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავა, მათ საგამოცდო სივრცეში შესასვლელი სივრცე სავარძლებით, მაგიდებითა და სხვადასხვა საშუალებებით ჰქონდათ ჩახერგილი. მათივე ინფორმაციით, ეს სივრცე დღეს დაცვამ გაარღვია.
„ეს ნ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. მან 30 ხმიდან 28 მიიღო, ორი ბიულეტენი გაბათილდა.
ამ თანამდებობაზე კანდიდატი მაქსიმუმ 6 თვით აირჩევა.
სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.
ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო, მისი არჩევა სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა, ისინი რექტორის არჩევის წესის შეცვ
ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რითაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების შესვლას გამოეხმაურა.
როგორც მან ,,მაისის სტუდენტური მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ განმარტა, ის გეგმავს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აპირებენ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის პირველი კორპუსში ღამე გაათენონ და იქ დარჩნენ, იქამდე, სანამ საჭირო იქნება. მათი თქმით, ბრძოლა მანამდე გაგრძელდება სანამ თანამებრძოლებს თავისუფლებას არ მოუპოვებენ და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არ დაბრუნდება.
სტუდენტები ამბობენ, რომ ახალა, როცა მათთვის ყველაზე ძვირფასს – ქვეყანას ართმევენ, მიუღებელია აუდიტორიებში ყოფნა და ქულებზე ნერვიულობა.
მათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოუწოდე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხ
დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იპნ
ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე. დიახ, იქ არის მიწა, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოიპარონ, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი რუსეთის მთვარის ჩაშლილ მისიას.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული კოსმოსური ხომალდი, Luna-25, რომელიც მთვარეზე უნდა დაშვებულიყო, მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა.
ipn
ორგანიზაცია „ჩემი ხმა ევროკავშირის” წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხელისუფლებამ მათი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით კამპანია წამოიწყო, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკურ რეკლამებს, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნეგატიურად არიან წარმოჩენილები.
ის კიდევ ერთხელ აფასებს ანტიკორუფციულო ბიუროს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ამით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ბიურომ აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამ
სადამკვირვებლო მისია, „ჩემი ხმა“ კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და ზეწოლას.
„ჩემი ხმა” აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია. ლონდა თოლორაიას თქმით, ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლების ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს.
თოლორაია აცხად
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია წერს, რომ დღეს, 4 ნოემბერს პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე.
მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს.
თოლორაია წერს, რომ თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდე
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ დარღვევებზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს გავრცელებული ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ განაცხადა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არსებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მისი მიზანი სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბებაა.
ამასთან, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამინდი 12 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქალი და ქარბუქი. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული და ელექტროგადამცემი ხაზების შემოყინვა. 14-15 იანვარს, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.
დედაქალაქში 13 იანვარს ტემპერატურა 1-4 გრადუსი იქნება, 15 იანვარს კი -2 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4- ბალიანი შტორმული ღელვ