Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    889.009

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ

აღდგომის დღესასწაულთან და საფლავთა კურთხევის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ. ავტობუსის დროებითი მარშრუტები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძი

თბილისის საკრებულოში ხმაურია

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა. „გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაშ

თბილისის საკრებულოში ხმაური იყო

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების განხილვას მოჰყვა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52 სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას, ასევე განმარტა, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება. „შოვში ეს ტრაგედი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გახარია საქართველოსთვის” წევრები და პარტიის წევრები ნაძალადევში, ქსოვრელის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ (ფოტოები)

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გახარია საქართველოსთვის” წევრები და პარტიის წევრები ნაძალადევში, ქსოვრელის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.  

თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, არც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები დაესწრებიან

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. ამის შესახებ ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ სახელით გვსურს, გამოვეხმაუროთ საკრებულოს დღევანდელ სხდომას, რომელზეც მობრძანდება ქალაქის, მერი კალაძე და თბილისის მთავრობის

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატებს შორის დაიწყო მაშინ, როდესაც გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე კოლეგის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გამოსვლას აფასებდა. "გიორგი იანტბელიძე იცი ვინ არის? ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან? იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად არ ეკუთვნის ა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რა დროსაც მან თბილისში არსებულ საცობებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს ჰკითხა, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. მას გამოსვლა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ორჯერ შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ შეფასების გაკეთების ნაცვლად, მხოლოდ კითხვა დასვას, რის შემდ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი" დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა. „ჩვენ რომ გვეუბნებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ხელაძის განცხადებას მოჰყვა. როგორც ხელაძემ სხდომაზე განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედიით დივიდენდების მიღებას და ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. ამასთან, მმართველი გუნდის დეპუტატმა ოპოზიციონერი კოლეგები სპეკულაციებშიც დაადანაშაულა. ხელაძის ამ განცხადებას ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც, რამ

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ინიციატივა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ეკუთვნის, რასაც მხარს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ. როგორც პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულუკიძემ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საერთო ოპოზიციურ ალტერნატიულ შენიშვნებს და

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები - მოვუწოდებთ საბჭოს გაითავისონ ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებაზე

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები რამდენიმე ქალის მიერ შალვა რამიშვილის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურებიან, რომლებიც მათივე განცხადებით, სექსუალურ შევიწროებას ეხება. ოპოზიციური წევრები საბჭოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის „პოსტ-ტვ“-ს დამფუძნებელი და წამყვანი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გმირ ჯუმბერ ბეთაშვილის და ქართველი სამხედროების ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცათ

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებითა და თბილისის მთავრობის განკარგულებით, ქართველი გმირის, ჯუმბერ ბეთაშვილის ოჯახს, დროებით სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა (2003 წლიდან) სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, საკითხს „ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების

თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილება მოქალაქეების საკუთრების უფლებას არღვევს - „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაცია"

„შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტის, სოფო პეტრიაშვილის განცხადებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილება არამართლზომიერია და ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება. როგორც პეტრიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული დადგენილებით ადამიანის საკუთრების უფლება ირღვევა. „კონკრეტულმა სამართალშემოქმედმა სუბიექ

თბილისის საკრებულოს „გახარია საქართველოსთვის“ წევრები კახა კალაძეს მიმართავენ, გმირთა მოედანთან მდებარე 11 - სართულიანი შენობის პრობლემით დაინტერესდეს

თბილისის საკრებულოს „გახარია საქართველოსთვის“ წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავენ, რომ გმირთა მოედანთან მდებარე ე.წ. 11 სართულიანი შენობის პრობლემით დაინტერესდეს. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, ე.წ. 11 სართულიანის მოსახლეობას აწუხებს საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რის გამოც ისინი წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. შარაშიძის თქმით, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მცხოვრებელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც უხარისხო

თბილისის საკრებულო უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ განიხილავს ნებისმიერ საკითხს - ტყემალაძის პასუხი კასიანოვს

თბილისის საკრებულოს თავმჯომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება. ასე თბილისის საკრებულოს თავმდჯომარე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. „ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო. როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ეარ არაბიასა“ და „შარჯა თბილისის“ თვითმფრინავები უკვე დაჯდა თბილისის აეროპორტში. „დუბაის სამი რეისიდან, ორი დაფრინდა თბილისში, ერთი ბაქოში, უზბეკეთის ავიახაზების ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭის აეროპორტში დაფრინდა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“. მათივე ინფორმაციით, ბაქოს, ერევნისა და სტამბოლის რეისები, რომლებიც თბილისში დილის საათებში უნდა ჩ

თბილისის სააპელაციომ ხმის ფარულობის დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც. სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. ამ საქმეთა შორის გაერთიანებული იყო საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე. საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კ

თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსი ეწყობა, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. სააგენტოს ცნობით, მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. „ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მ

თბილისის რომელ უბანში რა ღირს საცხოვრებელი უძრავი ქონება

2023 წლის თებერვალში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-იანი ზრდის ნიშნულზეა. აღნიშნულს მოწმობს “ქოლიერსის“ ვებ-გვერდზე Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, შედეგად კი, თუ აქამდე პლატფორმაზე თბილისის ბაზრის ზოგადი მონაცემების ნახვა იყო შესაძლებელი, ახლა უკვე კონკრეტული უბნების მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი, იქნება ეს უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციები, ბაზრის ზომა თუ ა.შ. Recov.

თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცავები არიან მობილიზებულები „ევროპულ სკოლასთან“, ასევე მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლასთან. საკითხზე ინფორმირებულები არიან მოსწავლეების მშობლები. როდის აღდგება სასწავლო პროცესი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ. „პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვ

თბილისის პარკინგი ავტომანქანებს უცხოური სანომრე ნიშნით ზოგ შემთხვევაში არ აჯარიმებს

თბილისში პარკირების წესების დარღვევისას უცხოურნომრიანი ავტომანქანები მძღოლის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში არ ჯარიმდებიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიაში დღეს, 5 აპრილს განუცხადეს. ნეტგაზეთი აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში ესმა გუმბერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკინგზე დგას ავტომანქანა რუსული ნომრებით. თბილისის პარკინგის თანამშრომელი მოქალაქეს ეუბნება, რომ “უცხო ნომრებზე, მით უმეტეს რუსულებზე”, ჯარიმას “არ აწერი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სპექტაკლები გადადებულია

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს. მათივე ცნობით, განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში დააანონსებენ. „გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია. ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ - განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 1 მლრდ 763 354 000 ლარს შეადგენს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება, მათ შორისაა, სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება. „მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურა

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება. როგორც „ინტერპრენიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

თბილისის მერის თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ახალი წლიდან დაიწყება

თბილისის მერი, კახა კალაძე კომპანიებს მოუწოდებს მიიღონ მონაწილეობა უწყების მიერ გამოცხადებულ ბაზრის კვლევის პროცესში, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ეხება. მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რეაბილიტაცია მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. „ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მსხვილი პროექტები ერთდროულად დავიწყოთ. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის თუ გამზირის ერთდროულად ჩაკეტვა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. შესაბამისად, გვიწევს ამ პროექტების ეტაპობრივად განხორც
×
×
  • შექმენი...