Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.455

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვისურვებდი, გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან გასაწვევია. ასე გამოეხმაურა ის გერმანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია. ზარქუას თქმით, ფიშერი თავისი განცხადებებით და ქმედებებით არ შეესაბამება ელჩის მანდატს. „რაც შეეხება გერმანიის ელჩის განცხადებას, ამ ადამიანს თავი

რეალური გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნებია – ჯაში

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება. „2019 წლის ნოე

რუსეთმა აფხაზურ მანდარინში ვირუსი აღმოაჩინა და შესაძლოა, მისი იმპორტი აკრძალოს – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბესლან ჯოპუამ განაცხადა, რომ რუსეთში აფხაზური მანდარინის იმპორტზე აკრძალვა არ არის, თუმცა ჯოპუამ განმარტა, რომ რუსეთის საკარანტინო სამსახურმა ციტრუსის ხილის ერთ-ერთ გადაზიდვაში აღმოაჩინა კალიფორნიული ტრიფსი, რომელიც დააბრუნეს. “იმპორტის სრულ აკრძალვაზე საუბარი არ ყოფილა. მოხდა გაუგებრობა, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში აფხაზური მანდარინის იმპორტის სავარაუდო სრული აკრძალვის შესახებ. ასეთი აკრძალვა რუსეთის მხრიდან არ არსებობს”, – გა

GPI: ავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს, რომ ავტოავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელილ ქალი, ელზა მებურიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე დედასთან ერთად მიდიოდა. შესწორება:  „პუბლიკა” თავდაპირველად „ჯიპიაზე” დაყრდნობით წერდა, რომ მებურიშვილი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა. თუმცა, მალევე ტექსტი შეცვალა და „შვილის დახმარების ნაწილი” განცხადებიდან წაშალა. თამუნა კუბლაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილი ქალის შვილია, დაწერა: GPI ჰოლდინგის უახლესი განცხადების თანახმად: ც

ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შიმშილობის ფონზე, შესაძლოა, ორგანოების ფუნქციების მოშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა. „მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში

ავტომაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – „ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილება

მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია. 2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა. რომელი გზაა საქართველოში „საერთაშორის

93 მომხრე 18 წინააღმდეგი | გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანა, 18 წინააღმდეგ წავიდა, 65-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა. ტექსტში ნათქვამია, რომ რეზოლუცია „იმეორებს მიმდინარე წელს ომის დასრულებისა და დიპლომატიური ძალისხმევების გაორმაგების

სოფო ხორგუანი - ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - ის, რაც ქვეყანაში ხდება, ორ იდეას შორის ბრძოლაა

ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ორ იდეას შორის ბრძოლ

დმიტრო კულება აცხადებს, რომ იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სთხოვა

იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ანტონიო ტაიანის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ვთხოვე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტაიანისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “დედაჩემის მიერ განხორციელებულ დილის ზარზე მოვუყევი, რომლის თავზეც ირანის მიერ რუსეთისადმი მიწოდებულმა დრონმა გადაიფრინა და ვთხოვე, რომ უკრაინისადმი იტალიის სამხედრო დახმარების უახლოეს პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემები იყოს. ძლიერ გადაწ

რუსეთის დუმამ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზება დაუშვა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც უშვებს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების გაწვევას სამხედრო სამსახურში მობილიზაციის ფარგლებში. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება დანაშაულები, რომლებიც 5 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დუმის დეპუტატებმა, ამ გადაწყვეტილებით, ომში წასვლის ნება დართეს ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ნასამართლევ პირებს. ახალმიღებული კანონით, კვლ

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მას ტერიტორია არ დაუტოვებია და პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა. თვითმხილველების განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსი 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესებ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციია დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს შოიგუმ მას უთხრა, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადიან. უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41

კემეროვოში სამხედრო კომისარიატის შენობას ქალმა "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა

28 ოქტომბრის საღამოს კემეროვოში მდებარე სამხედრო კომისარიატის კარებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი ესროლეს. ამის შესახებ გამოცემას "თქვენს ქალაქში" სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურმა წყარომ აცნობა. გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, დაზიანებები არ ყოფილა. ხოლო ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.   გამოცემის თანამოსაუბრე იტყობინება, რომ მოლოტოვის კოქტეილი შენობას ქალ

ენტონი ბლინკენი - რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს

რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“, – აცხადებს ბლინკენი. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ამწვავებს.

თბილისში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატი

რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახორციელა იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში

2 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მოიერიშე კამიკაძე დრონებით განახორციელეს იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები. „13 ჭურვიდან თორმეტი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა განადგურებულ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში,“ ნათქვამია შეიარაღებული ძალების მიერ „ტელეგრამით“ გავრცელებულ ცნობაში. საჰაერო თავდაცვის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს ექვსი დრონი, ასევე ექვსი - ცენტრალურ რაიონში. რუსეთი უკანასკნელი რამ

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატურას არ ხსნის, მაგრამ გასაუბრებაზე არ მივა

ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ ხსნის. ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, პარლამენტში მის მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიფინგზე განაცხადა. "არ ვაპირებ, რომ მოვხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით

ახალი გაზსადენის გადართვის გამო, თბილისში 11 000 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ახლად აშენებული გაზსადენის ერთიანი გაზმომარაგების სისტემაში ჩართვის მიზნით, ხვალ, 10 ნოემბრის 22:00 საათიდან 11 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 11 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: მეველის ქ. 11, 13, 17, სერგი წულაძის ქ. 32-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, წულაძის ქ. 15, 23, წულაძის 1 გას. 2, წულაძის ქ. 28-30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 56 (ბერი გაბრიელ სალოსის I შეს. 1), ჩოლოყაშვილის III შეს.

ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი ძმები დაიღუპნენ

უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობით ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები, თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ. დაღუპული ძმების შესახებ ცნობა ქართულ მედიაში პირველად ამერიკის ხმამ, ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილი უკრაინული პორტალის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ერნესტი 13 ოქტომბერს ხერსონის ოლქში დაიღუპა, მისი ძმა კი ზაპოროჟიის ოლქში, აპრილის თვეში. მაჭარაშვილები წარმოშობით საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან იყვნენ, სადაც დაიბადა მათი მამა ბ

,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა დღეს, 18 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის გამო, რასაც ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დასაქმებული კი დაშავდა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. შრომის ინსპექციის პირველადი ინფორმაციით, „ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საწარმოს მუ

ოკუპირებულ გალში "დააპატიმრეს" ქართული მინერალური წყალი

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის.   ნოემბრის

პენტაგონი: უკრაინისთვის Patriot-ების მიწოდება არ იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა, კომენტარი გააკეთა ცნობაზე, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინისთვის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ების მიწოდების საკითხს. მისი სიტყვებით, მართალია, ამის თაობაზე დისკუსია არსებობს, მაგრამ ამჟამად ამ იარაღის კიევისთვის გადაცემა არ იგეგმება. რაიდერის თქმით, ამ ერთობ რთული სისტემების მართვისა და მომსახურებისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალია საჭირო. რაიდერის სიტყვებით, „არ შეიძლება მათი ბრძოლის ველზე გაგზავნა დ

უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ

უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ. ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრ ტკაჩენკო მოუწოდებს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, დროებით უარი თქვან პეტრე ჩაიკოვსკისა და სხვა რუსი კომპოზიტორების მუსიკალური წარმოდგენების გამართვაზე. მისივე თქმით, „ეს არ იქნება ჩაიკოვსკის გაუქმება, თუმცა წარმოდგენების გამართვა დროებით უნდა შეჩერდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში სისხლიან შეჭრას არ დაასრულებს“. ტკ

არსებული ინფორმაციით, ხონში მკვლელობა მოხდა - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოკლეს. მკვლელობას სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დე ფაქტო პროკურატურამ შეწყვიტა

დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მეარაყიშვილმა პროკურატურიდან მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე გაავრცელა. მეარაყიშვილმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურიდან დღეს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ საქმე დახურულია. მისი თქმით, სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება უკვე უკანონოდ არის აღიარებული. „წერილი მივიღე-
×
×
  • შექმენი...