Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    889.007

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისში ბინების გასაყიდი ფასი დოლარში 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება - TBC Capital

თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა. განახლებული მიმოხილვიდან ჩანს, რომ თებერვალში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,136 დოლარს გაუტოლდა. რაც თვე თვესთან შედარებით 3%-ით, წელი წელთა შედარებით კი 30%-ით მეტია. რაც შეეხება თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასს, იანვართან შ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ. ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა. მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ცნობით, ბაკურ თოლორაია ორი დღეა სახლში არ მისულა და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.  ის პატარა გლდანში, ჯანჯღავას ქუჩაზე ცხოვრობს.  ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 592 003 823 574 25 13 45.

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. მომხდარის სხვა დე

თბილისში აქციის დარბევისას IDFI-ის იურისტი გიორგი დავითური დააკავეს

2 დეკემბერს გამთენიისას თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, ჯერ დავითურთან ადვოკატი არ შესულა და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მისივე თქმით, უცნობია აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები დავითურს მიყენებული, ასევე უცნობია რა ბრალდებითაა დაკავებული.

თბილისში აფრიკის დასახლებაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვისაც დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაშ

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. აფგან სადიგოვის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მ

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. IPN

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   publika

თბილისში 2 აპრილს ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ თბილისში, 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – ო

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება - კალაძე

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით კომპლექსური მუშაობისთვის. მისი თქმით, უპირველად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს/ „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა

თბილისსა და რეგიონებში დღეს 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება

თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. აქცია-მსვლელობები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მათ შორის: 14:00 – „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ - სარაჯიშვილის მეტრო 15:00 – „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ - კორნელი ჩალაძის #1, წინასწარი დაკავების იზოლატორთან 18:00 – „მარში “ვეფხისტყაოსნით” თავისუფლებისაკენ“ - შოთა რუსთაველის ძეგლი 19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან 19:00 - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

თბილისსა და ბათუმში ჟურნალისტები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას მართავენ

მედიის წარმომადგენლები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით გენერალური პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს.  პარალელურად, ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“ – ამ და სხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მიტანილი მედიის წარმომადგენლებს. ისინი მოითხოვენ, ირაკლი დგებუა

თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი მუშაობას 3 აგვისტოს, დილიდან განაახლებს

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. ამავე ცნობებით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება; „მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ

თბილისის უწყლოდ დატოვების რეალური მიზეზები (ვიდეო)

თბილისის უწყლოდ დატოვების რეალური მიზეზები. „25 წუთის“ ეს ეპიზოდი ჩაწერილია 24 ივნისს. მეორე დღეს, მრავალდღიანი ავარიული გათიშვის შემდეგ, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს, წყლის მიწოდება აღუდგა. არის თუ არა ეს შემთხვევა გამონაკლისი თუ საქმე გაქვს სისტემურ პრობლემასთან - გახარიას გუნდის წევრები, გიორგი შარაშიძე და შალვა კერესელიძე გიამბობენ რა გახდა თბილისის წყალმომარაგებაში ავარიის რეალური მიზეზი, ვინ იყო პასუხისმგებელი და რატომ არავი

თბილისის ტურისტული ადგილები National Geographic Travel magazine-ის გზამკვლევშია წარმოდგენილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic Travel magazine 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალური გზამკვლევი მოამზადა. გზამკვლევში თბილისის ტურისტული ადგილებია წარმოდგენილი. სპეციალურ გამოცემაში ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი თბილისის შესახებ წერს, ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32-მა წევრმა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო აკადემი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყება. როგორც თსუ-ში აცხადებენ, 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია. როგორც

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "საქართველოსთვის" წევრის კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სამართალი მალე იზეიმებს! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში წერს.  350650114_800183301333390_8202375985725727347_n.mp4

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი ხმის ფარულობაზე - ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი ხმის ფარულობის უფლებაზე. ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილეს არც სხვა ქალაქების მოსამართლეთა უმეტესობამ. „ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. შესაბამის განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. “2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი და ნათია გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გია აბდალაძის საქმეზე პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. როგორც ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია. მისივე თქმით, მსგავს მუხლზე საქართველოში მორალური ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა ჯერ არ ყოფილა. „ჩვენ შეტანილი გვქონდა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და გუშინ საქალაქო სასამართლომ მიი
×
×
  • შექმენი...