საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთ
სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გზავნილები გულწრფელი იყო და სამართლიანი, რასაც ღარიბაშვილზე ვერ ვიტყვი - საქართველო იმ გზაგასაყარზეა, როდესაც დემაგოგია, პოპულიზმი და ფარისევლობა დამღუპველია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვა შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლე
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს,- ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს.
"წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადე
სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd-მა დაარღვია მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ შეასრულა ტრასტის აქტივების დაცვის ვალდებულება.
”დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხებს აჩენს”, - განაცხადა Credit Suisse-ის პრესსპიკერმა
ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დაგეგმილი სცენარის ნაწილია.
"ოცნებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ახლა საზოგადოებას აჩვევენ, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ჩალის ფასი აქვს; რომ ეს ღირებულებები იმდენად უმნიშვნელოა, შეიძლება თავისუფლებაზე მონამ ილპარაკოს და 26 მაისს, და
„ვგრძნობ დიდ პატივსა და პრივილეგიას, რომ შევასრულო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში.
უღრმესი მადლობა ელჩ დავით ზალკალიანს და საელჩოს მთელ გუნდს ამ დაუვიწყარი საღამოსთვის!“ - წერს ნუცა ბუზალაძე.
ნუცამ საღამოზე ქართული დროშის თემით შესრულებული კაბა მოირგო, რომლის ავტორიც ქართველი დიზაინერი თაკო მექვაბიძეა.
ma
ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ, - ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
„გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელ
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ ამ დღეს მათთან ერთად ზეიმობს.
„შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, ეს დღე ქართველებთან ერთად იზეიმოს, იდგეს საქართველოს გვერდით და დაეხმაროს ძლიერი, აყვავებული ევროპული დემოკრატიის ასაშენებლად. გილოცავთ ქართველო მეგობრებო დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნა ელჩმა.
იპნ
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ipn
მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
„მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთული პერიოდის წინაშე ყოფნის დროს“, - აღნიშნულია წერილში.
ipn
ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა - უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ.
„ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი
ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავისევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაცხალხმა აგირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს საქართველო ზეიმობს, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს.
„დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლატვიის ურთიერთობა საქართველოსთან დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია მილოცვაში.
ავტორი - თამარ მუშკუდიანი
საქართველოში გერმანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად!“ – აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარი სიმბოლო „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარ სიმბოლოზე, „საათის კოშკზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაშ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ვრცელდება.
„26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
1ტვ
„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.
საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
„დუდლს“ მომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული.
1ტვ
დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს იგივე მტერი ჰყავს-რუსეთი.
„1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლით ადრე რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა და დაარსდა საქართველოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სწრაფვა ევროატლანტიკური მომავლისაკენ.
ჩვენ ვხედავთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შ
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
მილოცვების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა ავრცელებს.
„დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარ
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა მსვლელობა, სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას”.
მოქალაქეებმა, რომელთაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეკავათ ხელში, მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და პარლამენტთან შეჩერდნენ.
ისინი სკანდირებდნენ: “საქართველო!”
გასული წლის 26 მაისისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობის გაფორმებაში ევროკავშირის დროშები აღარ ფიგურირებს, რასაც საქართველოს არაერთი მოქალაქე პროტესტით
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ქვეყნდება.
1ტვ
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთის ქალაქ კრასნოდარზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს.
„ტელეგრამ“ არხის Baza-ს ცნობით, ქალაქს დილით ადრე ორი დრონით დაესხნენ თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოაგდეს, მეორემ კი, სავარაუდოდ, სამიზნეს მიაღწია.
კრასნოდარის მერმა ევგენი ნაუმოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საოფისე შენობა და საცხოვრებელი კორპუსი - ჩამსხვრეულია მინები, დაზიანდა სახურავი. მისივე ინფორმაცი
ჩემთვის დიდი პატივია ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, 1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო.
„დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ