Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.962

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - ჩემი მხარდაჭერა "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს!

"ჩემი მხარდაჭერა "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს! ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელია ღირსეული შრომის პირობებისა და შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.  

გიორგი გახარია - “ქართული ოცნება“ აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს

ივანიშვილის "ოცნება", რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ქართული ოცნება“ პარალელურად „აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს“. “გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარ

ვიკა ფილფანი - გმირობის ხარჯზე არ უნდა უწევდეთ ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება (ვიდეო)

სისტემური პრობლემა გვაქვს სამძებრო-სამაშველო მიმართულებით, როცა ადამიანი იკარგება, ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბოლო წლებში ვიხილეთ არაერთი ტრაგიკული შემთხვევა და მთელი ქვეყანა შევთანხმდით, რომ გვჭირდებოდა ნორმალური სამაშველო თვითმფრინავები და ვერტმფრენები. გმირობის ხარჯზე არ უნდა უწევდეთ ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება.  ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/458019920409954

უილიამ ბერნსი - პუტინი მოძალადეა, ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს - არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს, გვახსოვდეს ეს

დასავლელი ლიდერები არ უნდა შეშინდნენ ბირთვული ესკალაციის შესახებ კრემლის მუქარებით, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა. „პუტინი მოძალადეა. ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს. უნდა გვახსოვდეს ეს. შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი განიხილავს სხვა გზებს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა“, - აღნიშნა უილიამ ბერნს

სუს-ის ცნობით, ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე ორი დღის წინ, 17 სექტემბერსაც გაიტაცეს. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. publika

დიმიტრი ცქიტიშვილი - დღეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში

ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა. „ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკულია. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს სტანდარტული, ორდინარული სიტუაცია, სადაც ჩვენ უბრალოდ პოლიტიკურ პრო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - იანვარ-სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულებების სახით, 11 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, მათ შორის 2 მილიონი ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11, 293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2, 088,500 ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი

თეონა აქუბარდია - დღევანდელი სუსის განცხადება იყო ივანიშვილის შიშების გამოძახილი, ისევე როგორც, შიშის გამოძახილია მათი მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმები ჩვენი პარტიის წევრებზე

დღევანდელი სუსის განცხადება იყო ივანიშვილის შიშების გამოძახილი, ისევე როგორც, შიშის გამოძახილია მათი მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმები ჩვენი პარტიის წევრებზე. ეს ყველაფერი გამოხატავს რამდენად სუსტია ივანიშვილის “ოცნება” და ეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად დამტკიცებდა.    თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066560425154378/

USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა

USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში განუცხადეს. USAID-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებული 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი იყო. „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, აშშ-ს მთავრობამ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველ

პრეზიდენტი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე - ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს - ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე

ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებების და ჩხრეკის ჩატარებას ეხებოდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ფსიქოლოგიური მანიპულაციების მიზანია, რომ ხალხი შეშინდეს და არჩევნებზე არ წავიდეს.

ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა | შედეგები

ცესკოს ვებგვერდზე კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი. მარნეულის 69-ე უბანი ბიულეტენების ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა. ცესკოს მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 53.92% (1 118 836 ხმა); „კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 11.03% (229 006 ხმა); „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 10.16% (210 895 ხმა); „ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.81% (182 891

აქციაზე დაკავებული ქალი: მანქანაში პოლიციელები მავიწროებდნენ სექსუალურად, მუხლებზე მდგარი გადამიყვანეს

19 ნოემბერს, თსუს-თან აქციის დარბევისას დაკავებული ქალი ნათია ძიძიგური ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემაში დაკავების დეტალებს იხსენებს. „აქციის დროს ტროტუარზე ვიდექი და დავინახე, როგორ მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, თმებში ჩაფრენოდნენ 10 პოლიციელი. მივუახლოვდი და ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ჩემს მიმართ, პირდაპირ გინებაზე გადმოვიდა და მაშინვე ჩამსვა დაკავების მანქანაში. დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექ

ბექა ლილუაშვილი - ქართველი ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ლეგიტიმაციის გარეშე, ეს პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური (ვიდეო)

"ქართველი ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ლეგიტიმაციის გარეშე, ეს პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური. ყველას მოვუწოდებ მშვიდობიანი პროტესტისკენ.", - პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის კომენტარი აქციიდან. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/502398556294032

გიორგი გახარია - თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას - სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებულები და გამოცხადდეს ახალი არჩევნების თარიღი!

თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას - ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული და სასწრაფოდ გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მიზნების მისაღწევად უნდა იყვნენ ყველგან - აქციაზე თბილისში, დიდ თუ პატარა ქალაქებში და ასევე, უნდა იმ

ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ

ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ. მსვლელობისას დიპლომატებს მოქალქეები ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ. ასევე ისმოდა შეძახილები: “საქართველო, საქართველო!”. ინფორმაციისთვის, მოქალა

დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებ

ხვიჩა კვარაცხელია ქართველ სტუდენტებს და შოთა არველაძეს შეხვდა

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც იტალიაში შოთა არველაძის, ძმები არველაძეების ფონდის და მათი პარტნიორების დახმარებით ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელის მიზანი იყო, ნეაპოლში 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დასწრებოდა. სამწუხაროდ, ხვიჩა ტრავმის გამო ბოლო მატჩებს ვერ თამაშობს, მაგრამ სტუდენტები იტალიაში გაემგზავრნენ და „ნაპოლის“ ქართველ ლიდერს შეხვენენ. ხვიჩა არველაძეს სასტუმრ

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება

რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. “ჩვენ გვესმის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე, ამიტომ დღეს ჩვენს დიპლომატიას, სამხედრო დაზვერვასა და სხვა სტრუქტურებს ძალიან აქტიური პოზიცია აქვთ და გულმოდგინედ მუშაობენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცონ თუ რამდენად სახიფათოა ირანის მიერ რუსეთისადმი შეიარაღების გადა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, შესაბამისი განკარგულება გაერო-ში უკრაინის ელჩს უკვე გადასცა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, საგანგებო შეხვედრის გამართვას რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემებზე განხორციელებული დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო ითხოვს. „მე დავავალე გაერო-ში ჩვენს ელჩს, მოითხოვოს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი მოწვევა დ

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალებმა უკრაინის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს, უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ კი 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი თავდასხმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტე

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს 19 დეკემბრის სხდომაზე დაინიცირდა. კანონის პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას - 100 ლარის

არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა - რუსი ბლოგერები კახეთის ციხესიმაგრეში გადაღებული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდიან

რუსი ბლოგერები და მუსიკოსები რომან კონოგრაი და რაილ არსლანოვი საჯარო ბოდიშს იხდიან კახეთში ნიახურის ციხეში გადაღებული ვიდეოსთვის.       "ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო, ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა", - ასეთი სათაურით სოციალურ ქსელ Youtube-ში მათ მიმართვა გაავრცელეს. მანამდე კონოგრაი და არსლანოვი 15 დეკემბერს გამოჩნდნენ სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ

საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და პროტოკოლური განლაგების წესს განმარტავს. საგარეო უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში. “ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად

სალომე ზურაბიშვილი - რას ერჩოდნენ სააკაშვილს, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდითო, ან ქართულ ხასიათზე თამაშით რომ ეუბნებოდნენ, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდიო, ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, მე რა შუაში ვარ, არ ვიცი

ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. „დღევანდ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6474 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6474 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6552 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8912 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0175 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
×
×
  • შექმენი...