Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    866.954

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ გვგონია, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა. თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით და ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ (ვიდეო)

“ჩვენ გვგონია, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა. თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით და ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. “  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393927062_714210507311602_2078396561337210661_n.mp4

პრეზიდენტის იმპიჩმენტი — რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა, იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი განხილვას ესწრება. კვორუმი შედგა. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა. სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემა თქვეს, რომ იმპიჩმენტი არ შედგება, „შანსი ნულია”. სხდომა მმართველი პარტიის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია და ის აღარ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუ იმპიჩმენ

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტაშის გამო უსაყვედურა

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტაშის გამო უსაყვედურა. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავენ. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრდა და მმართველი პარტია გააკრიტიკა, ადმინისტრაციის წევრებმა ტაში დაუკრეს – ისინი სხდომას თვალ-ყურს ლოჟიდან ადევნებენ. შალვა პაპუაშვილმა მათ უთხრა: რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა. სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემ

TI: პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს. ორგანიზაცია იმპიჩმენტს „სადამსჯელო“ პროცედურას უწოდებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მმართველ ძალას თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს მიტაცებული და და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს. TI პარლამენტარებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. პარლამენტში პრეზიდენტის იმპი

“ჩანს, რომ ეს [საავადმყოფოს დაბომბვა] სხვების გაკეთებულია და არა თქვენი” – ბაიდენი ნეთანიაჰუს

როგორც ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იზიარებს ისრაელის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ 17 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელი არ არის.  “ძალიან დამამწუხრა და აღმაშფოთა ღაზაში გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვნახე, ისე ჩანს, რომ ეს სხვების გაკეთებულია და არა თქვენი. თუმცა ამაში ბევრი არ არის დარწმუნებული”, – ამბობს ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მიმდინარეობისას.  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯ

რუსმა სამხედროებმა შიდა ქართლიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშო

„როგორ აუხსნით შვილებს, რომ პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი" | პრეზიდენტის სიტყვა პარლამენტში

„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო” – ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკანონმდებლო ორგანო დღეს მის იმპიჩმენტს განიხილავს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას კონსტიტუციის არსი და სული

ბერდია სიჭინავა - ჩვენმა ღიაობამ, გამჭირვალობამ და იმპიჩმენტის პროცესში პოზიციონირებამ განაპირობა ის, რომ “ოცნებამ” ვერ შეძლო 100 ხმის მობილიზება (ვიდეო)

“ჩვენმა ღიაობამ, გამჭირვალობამ და იმპიჩმენტის პროცესში პოზიციონირებამ განაპირობა ის, რომ “ოცნებამ” ვერ შეძლო 100 ხმის მობილიზება. ჩვენ დავინახეთ, რომ პრევენცია შევძელით და დღეს “ნაციონალური მოძრაობა” არ შევიდა სხდომაზე, სარეგისტრაციო ბარათებით ისხდნენ თავიანთი ფრაქციის ოთახში.” ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  393227116_641974791455951_6320637585987127737_n.mp4

მიშა დაუშვილი - იმპიჩმენტის პროცესს “ოცნება” არ დაიწყებდა, თუ მათ არ ექნებოდათ წინასწარი გარანტია, თუნდაც ფარული მოლაპარაკებებით, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანდნენ და ექნებოდათ 100 ხმა. უბრალოდ ეს მათ არ გამოუვიდათ (ვიდეო)

“იმპიჩმენტის პროცესს “ოცნება” არ დაიწყებდა, თუ მათ არ ექნებოდათ წინასწარი გარანტია, თუნდაც ფარული მოლაპარაკებებით, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანდნენ და ექნებოდათ 100 ხმა. უბრალოდ ეს მათ არ გამოუვიდათ.  მოლიდინი ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვისგან გაცილებით მაღალი მქონდა, ვიდრე მოვისმინეთ.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393935139_349175690891548_3259914440254583827_n.mp4

ანა ბუჩუკური - ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ ქალბატონ სალომესაც, რომ ამ პროცესების უკან რეალურად დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ის ესაუბრებოდა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს, რაც გულწრფელად, რომ ვთქვა არ მომეწონა (ვიდეო)

“ადამიანები, რომლებიც არიან სრულ გაურკვევლობაში, იწყებენ პროცესებს, ქმნიან კრიზისებს, გვაზიანებენ სახელმწიფოს, როგორც ეს იყო რუსულ კანონზე, როგორც ეს იყო იმპიჩმენტზე და ვერ მიჰყავთ თან ეს ყველაფერი ბოლომდე, საბოლოოდ კი გვიტოვებენ დაზიანებულზ სახელმწიფოს და დაზიანებულს სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პრეზიდენტს, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ ქალბატონ სალომესაც, რომ ამ პროცესების უკან რეალურად დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ის დღეს ესაუბრებოდა მხოლოდ ირაკლ

ბექა ლილუაშვილი - თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ “ოცნება” შევიდა ისეთ თამაშში საიდანაც წაგებული გამოვიდოდა?! მათ უბრალოდ ჩაეშალათ ის მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებდნენ (ვიდეო)

“თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ “ოცნება” შევიდა ისეთ თამაშში საიდანაც წაგებული გამოვიდოდა?! ეს ხომ ფაქტია, რომ წაგებულები დარჩნენ. აქ სხვა რამ მოხდა. მათ უბრალოდ ჩაეშალათ ის მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებდნენ.”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საწართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  394025569_6690960887661246_4327248252422508799_n.mp4

რიში სუნაკი ისრაელში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებს ეწვევა. დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მი

ბექა ლილუაშვილი - ქართულად გახმოვანებული ფილმებისა და სერიალების გათიშვის საკითხს, ეს ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს

ქართულად გახმოვანებული ფილმების და სერიალების გათიშვის საკითხს, მგონი სერიოზულად არ აღიქვამს ეს ხელისუფლება. გასაგებია, ინტელექტუალური საკუთრება და კანონიერება. მაგრამ ვინმემ შესთავაზა სექტორს რაიმე სხვა გამოსავალი, ვიდრე სერვერების განადგურებაა? შესთავაზეს, რომ კანონის ფარგლებში მოეყვანათ საქმიანობა და სახელმწიფო დაეხმარებოდათ?  ქვეყანაში, ამდენი სახელმწიფო სუბსიდია რომ მიემართება, იმ ბიზნესების "დასახმარებლად" რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების საკუთრებაშია და სინამდვილეშ

ბექა ლილუაშვილი - თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პრელუდია ემსახურება იმას, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი “ოცნების” ბოსებმა თავიანთი ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების დროს (ვიდეო)

“თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პრელუდია ემსახურება იმას, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი “ოცნების” ბოსებმა თავიანთი ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების დროს. წაგებას, რომ მოგებად ასაღებს ის “ოცნება”, როგორ დაამთავრებს მმართველობას ამას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ძალიან კარგად ვნახავთ. როგორ დაამთავრა “ნაცებმა” გვახსოვს”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393716763_872607851234001_399742530328523270_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - გუშინ „ოცნება" დამარცხდა - ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს წყალი შეუდგა (ვიდეო)

"გუშინ „ოცნება" დამარცხდა. ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს წყალი შეუდგა. რუსული კანონი დაიწყეს და ბოლომე ვერ მიიყვანეს, იმპიჩმენტი დაიწყეს და ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მიზნებს ვეღარ ასრულებს." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  391640775_623543369854514_1753478420947875956_n.mp4

სროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსტეტთან — დაწყებულია გამოძიება

თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. ნეტგაზეთი

პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 79 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა. კანონპროექტით, სიძულვილის ენის და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით. საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გ

პარლამენტმა „უხამსობის რეგულირებაზე" კანონპროექტი III მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 3. კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და I მოსმენით გუშინ, 18 ოქტომბერს დაამტკიცა, II და III მოსმენით კი ერთ დღეში განიხილა. მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება.  „ქართუ

საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება. ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გა

დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა სამხარაულის ექსპერტისთვის გირაოს შეფარდებაზე - იმაზე იყო აპელირება, რომ 4 შვილი ჰყავს, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც არის დამნაშავე, რომელმაც მისი აზრით, აღებული ნიმუშები სათანადოდ არ დალუქა და შეინახა. მან ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. "ჯარიმა ჩამოწიეს 2 500 ლარზე. იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შ

ლიბანში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო ლიბანში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, ხოლო დარჩენის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებისთვის მოამზადონ გეგმა. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მზად ჰქონდეთ გეგმები, რომლითაც ქვეყნის დატოვებას აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშეც კი მოახერხებენ. „თვალი ადევნეთ ახალ ამბებს, რათა არ გამოგრჩეთ მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს შიდა უსაფრთხოებაზე“, – აცხადებენ საელჩოში. უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება ისრაელის მიერ „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ

„ემუქრება ხუთ წლამდე პატიმრობა“ — რუსეთში „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი დააკეს

18 ოქტომბერს რუსეთში  დააკავეს „რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა, იტყობინება „მედუზა“. კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის პრაღაში ცხოვრობს, თუმცა 2023 წლის მაისში, ოჯახური მიზეზებით, რუსეთში დაბრუნდა. 2 ივნისს იგი ყაზანის აეროპორტში, რუსეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს და ორმაგი მოქალაქეობის არშეუტყობინებლობისთვის პასპორტები ჩამოართვეს. მანამდე კურმაშევა რუსეთში იმყოფებოდა და პასპორტების დაბრუნებას ელოდა, მაგრამ 18 ოქტომბერს კიდევ ერთ

რიში სუნაკი ეგვიპტეში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ერთად ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „პრემიერი ხაზს გაუსვამს რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების აუცილებლობას”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. შეგახსენებთ, რიში სუნაკი გუშინ თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა დაიწყო. დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს. აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა. დარჩიაშვილის სახელზე გაგზავნილ კითხვებში ხაზგასმულია, რომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტია და „ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ასევე თანხვედრაში

გრიგოლ ლილუაშვილი - არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - თავშესაფარი არ გვიშველის, ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ

არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა. "არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ
×
×
  • შექმენი...