Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.289

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის - საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს

საკუთარ ფიქრებში ოკუპანტებმა ეს ომი უკვე წააგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „შტაბის შეხვედრა ჩავატარე დღეს. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები იყო… რა უნდა გვესმოდეს ახლა: ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს. ყოველ დღე მათ უნდა ვაწვებოდეთ ისე, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად იქცეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ოცნების" ოფისში „რაზბორკები“ მომიწყეს - გახარია სააკაშვილის საკითხზე საუბრისას

„მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს  მიუღებელია და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ექცევიან, მერე იქ, ოფისში რაღაც „რაზბორკები“ მომიწყეს, რა უნდა მოეწყოთ მაგრამ უკმაყოფილოები იყვნენ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. გახარია განმარტავს, რატომ ითხოვს მისი პარტია სააკაშვილის გადაყვანას. პარტიის თავმჯ

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასებმა მკვეთრად დაიკლო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მცირდება. ამ დროისთვის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 80 დოლარს შეადგენს, ამერიკულ ნედლ ნავთობზე კი 73.5 დოლარს. აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასების კლება პარასკევს, 3 თებერვალს დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 4.7%-ით დაიწია, 4.9%-ით გაუფასურდა WTI-ის ნედლი ნავთობის ღირებულებაც. კლების მიზეზი აშშ-ში შრომითი ბაზრის მონაცემების გამოქვეყნებას უკავშირდება. ანგარიში აჩვენებს, რომ შრომით ბაზარზე

კამალა ჰარისი - რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჰარისმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიებების მხარდაჭერას. „ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდი

პარტიამ „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა

პარტიამ „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა. პარტიის ახალგაზრდების ინიციატივითა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა.   შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამო

საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო ხუთი კომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ დაუდგინა  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა და, ჯამში, 4 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დააჯარიმა სააგენტოს განცხადებით, საქმე ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს განცხადებ

სვიტანი: უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს ძალიან დიდ სიურპრიზს უმზადებს

უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს, რომ უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს „ძალიან დიდ სიურპრიზს" უმზადებს. მისი შეფასებით, რუსებს, განსხვავებით გამოცდილი უკრაინელებისგან, წარმოდგენაც არა აქვთ იმ სასტიკ პირობებზე, რომელთა წინაშეც ისინი ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან. „ჯერ მხოლოდ ყვავილებია, ნაყოფი მერე იქნება... ეს არ არის ის ყინვა, რომელზეც ასე უყვართ ლაპარაკი რუსებს. ისინი ლაპარაკობენ -30 გრადუსზე, როცა სიმშრალეა

იენს სტოლტენბერგი - შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მისაღწევად უმოკლესი გზაა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხდა. მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. „ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 62 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდა იყო.

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთს შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ან პირადად დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, ან ონლაინრეჟიმში ჩაერთვება აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც „როსატომის“ მხარდაჭერით აშენდა.   ავტორი - სალომე თორაძე

ანექსირებულ ყირიმში პოლიგონი იწვის

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხანძარი გაუჩნდა სამხედრო პოლიგონს. ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონზე ხანძრის გამო დაკეტილია საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“. ხანძრის გამომწვევ მიზეზს აქსიონოვი არ ასახელებს. მანამდე ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" წერს, 250

ენტონი ბლინკენი - ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელშიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროსთვის საჭირო ისეთი საშუალებები შედის, როგორებიცა: საბრძოლო მასალა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ტერიტორიის განაღმვისთვის დამატებითი მოწყობილობა. ბლინკენის განცხადებით, პაკეტის ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. "ომი რუსეთმა დაიწყო და მას ჰქონდა საშუალება ეს ომი ნებისმიერ მომენტ

„აიმაღლეთ ხმა" - მიმართვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მიმართავენ. ისინი აღნიშავენ, რომ როდესაც სისტემამ მათი უფლებები დაარღვია და სამსახური დააკარგვინა, რუსული კანონი რომ ყოფილიყო მიღებული, ხმას ვერავის მიაწვდენდნენ. ხელმომწერები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ შეშინდნენ და აიმაღლონ ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელმომწერები: იულონ გაგოშიძე თინათ

იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში დღეს ჩავა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები ანკარაში გაიმართება. იენს სტოლტენბერგი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც ჩავა.   ავტორი - თამთ

“მესამე წელია ვისმენთ, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო”- კალაძე გახარიაზე

„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.   მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს  პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.   „მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამ

დაინახეს, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით ქვეყანა დიდი ალბათობით მიიღებს სტატუსს, კანონპროექტით პროცესს აფეთქებენ - გახარია

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ აგენტების შესახებ უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის ინიციირებას ერთი ახსნა აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი უბრალოდ ააფეთქონ. მე არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვათ. ამას სხვა ახსნა არ აქვს.. არც დროს, როდესაც ეს კეთდე

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათივე ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

2023 წლის 21 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 9998 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული

2023 წლის 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, აივ ინფიცირებულთა შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. „თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლებმა შიდსით გარდ

რუსულმა ძალებმა რივნეში ნავთობბაზა გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა. „რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, ადგილზე 45 მაშველი

რუსეთის ქალაქ უსურიისკში კაშხალი დაინგრა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ქალაქ უსურიისკში კაშხალი გაირღვა, დატბორილია რამდენიმე ქუჩა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რუსული მედიის ცნობით, დროებით განთავსების ცენტრებში 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ქალაქში „როსგვარდიის" ძალები და მაშველები მუშაობენ. „კაშხალი დაიშალა და უბრალოდ ტალახად და მიწად იქცა, ამჟამად ის შეკეთებას ან აღდგენას არ ექვემდებარება, კონტროლი მასზე დაკარგულია“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კაშხალი წყალმოვარდნის თავიდან აცილებისთვის აიგო. ipn

„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს

„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ვარაუდობს, რომ თბილისში ყოფნის დროს მოწამლეს. ამის შესახებ ბაბლოიანმა გამოცემა The Insider-ს მოუყვა. The Insider-მა ვრცელ მასალაში თავი მოუყარა რამდენიმე ჟურნალისტისა და აქტივისტის ისტორიას. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ მათი ვარაუდით, ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოფნისას, სავარაუდოდ, კრემლთან დაკავშირებულმა სტრუქტურებმა მოწამლეს. რას ჰყვება ირინა ბაბლოიანი? როგორც „ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი იხსენებს,  2022 წლის ოქტომბერში მ

გორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა

გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდგომ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ipn

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს. შესაბამისი შინაარსის ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტი

დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოში მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

„ნაციონალური მოძრობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც არახამია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლის შესახებ. როგორც არახამია აცხადებს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზ
×
×
  • შექმენი...