Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.084.315

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი ამჯერადაც აქციის ფონზე დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი ამჯერადაც აქციის ფონზე დატოვა. ბათუმში პროტესტი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში ჩამოდგა. მომიტინგეები შეძახილებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილიდან ბათუმის პორტი ამოშლილიყო. ადგილზე მთელი დროის განმავლობაში, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. პორტის ტერიტორია რკინის ბარიკადებით იყო შემოსაზღვრული. აქციის დროს 23 ადამიანი დააკავეს. ცნობისთვ

შოვში, სტიქიის ზონაში შეიყვანენ მათ, ვინც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან

რაჭაში, შოვში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, ვერტმფრენით ჩაიყვანენ იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ისინი ნახავენ, რა მძიმე მდგომარეობაა. "იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხდება. მოვახსენეთ მიმდინარე პროცესები, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში და, რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს სურვილი, რ

თბილისში, ჰუალინგთან მანქანა დაიწვა, დაიღუპა მძღოლი

თბილისში, ჰუალინგთან ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი ადგილზე დაღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და დაწყებულია გამოძიება. პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი 1 სექტემბერს შარლ მიშელს შეხვდება

ხვალ, 1 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს და პირველი შეხვედრა სწ

ევროკავშირი პალესტინას დახმარებას უწყვეტს

ევროპულმა კომისიამ პალესტინისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. „ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, - წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ გვერდზე. მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პალესტინის დახმარებისთვის მომავალი გადახდები დაუყოვნებლივ შეჩერებულია, ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ც

კახა ქემოკლიძე - იმისათვის, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, მან აუცილებლად უნდა დაკარგოს ელექტორალური ბაზა

იმისათვის, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, მან აუცილებლად უნდა დაკარგოს ელექტორალური ბაზა.   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/XvH4KXO8DJU

რუსული რაკეტები პოლონეთში ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა.  პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მომხდარის გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  ტერიტორიაზე, სადაც რაკეტები ჩამოვარდა, პოლონეთის პოლიცია და ჯარია მობილიზებული.  PIA

უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა. როგორც ეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება. „უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, ერზრუმის აეროპორტში – თურქეთში. ამ მომენტისთვის

სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი - იოზვიაკი სტატუსზე

„სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი და დიდად სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ სტატუსს დათქმები მოჰყვება“,- ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიპლომატებთან ერთად მოლდოვის დატოვება უწევს რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს. მოლდოვური მედიის ცნობით, დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. მანამდე მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე უნდა შემცირებულიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ რ

რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, შეტევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. „ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი სოფელი პოდოლი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2, დაიჭრა - 1 ადამიანი“, - წერს სინეგუბოვი. მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტი - კაფე დაბომბეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. იპნ

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ლომჯარიამ განუცხადა, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში. „ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და

საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. როგორც „გარდიანი“ წერს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისში. მაშველებმა სამგზავრო მატარებლიდან 194 მგზავრის ევაკუაცია მოახერხეს. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გ

რომის პაპი რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება.   კვირას საკუთარ გზავნილში მან განაცხადა: „მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს”, - დასძინა მან. შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებაში რუსეთთა

დადასტურდა შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება. ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს: „ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო

„არავის მოვუკითხივართ“ - რას ეყრდნობა ინფორმაცია 16 დაკარგულზე და შეიძლება თუ არა, მეტნი იყვნენ?

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. შსს-ს ცნობით, მაშველები ეძებენ კიდევ 16 დაკარგულად მიჩნეულ ადამიანს. შეიძლება თუ არა, დაკარგულთა და დაღუპულთა რაოდენობა 34-ზე მეტი იყოს? 26 წლის ნიკა კაკაბაძე 3 აგვისტოს ორ მეგობართან ერთად რაჭაში, ბუბას მთაზე სალაშქროდ მიდიოდა - იქ, საიდანაც სტიქია დაიწყო. რახან ბუბა-თბილისას მარშრუტი სასაზღვრო ზონაშია, ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტისგან წინასწარი თანხმობა და საშვის აღებ

უკრაინამ ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა. ინფორმაციას სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს და დამადასტურებელ ვიდეოს აქვეყნებს. „ორმა „კამიკაძე-უპილოტო აპარატმა“ ვასილიევსკის რაიონში მდებარე საარჩევნო შტაბს დაარტყა, სადაც საარჩევნო ბიულეტენები და დოკუმენტები ინახებოდა. დარტყმის შედეგად, შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა, მათ ახლომდებარე ქუჩები ალყაში მოაქციე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6987 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8431 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

სერგეი გაიდაი - უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი

უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს. მისი ცნობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით წინ მიიწევენ. „ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, - დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“. ცნობისათვის, ესპანეთი ნატო-ს იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში თანამედროვე ტანკების გაგზავნას დათანხმდნენ.   IPN

ანა მალიარი - უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი მაკარივკა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს."დასახლებები ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია", - განაცხადა მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში". მისივე თქმით, ბახმუტის რაიონში უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდასხმით მოქმედებებს. სამხრეთში, მალიარის ცნობით, უკრაინული ძალები ორ სექტორში 300-დან 1500 მეტრამდე დაწინაურდნენ. „არც ერთი პოზიცია არ დაკარგულა იმ რაიონებშ

„ტიტანიკისკენ“ მიმავალი დაკარგული წყალქვეშა ნავი - რა ვიცით ამ დრომდე

„ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასულ წყალქვეშა ნავზე –  TITAN, რომელიც დაიკარგა,  ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა ბორტზე მყოფი  ხუთი ადამიანისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ტიტანიკის“ შესასწავლად ეს ამ ხომალდის პირველი წყალქვეშა მოგზაურობა არ არის და ამგვარ ექსპედიციას ნავი დაახლოებით 96 საათისთვის სამყოფი ჟანგბადით იწყებს. წყალქვეშა აპარატი, რომელსაც Ocean Gate-ის ექსპედიცია მართავდა, ჩაძირული „ტიტანიკის“ მიმართულებით 18 ივლისს, კვირა დილას დაიძრა. დამხმარე გემთა

ბერდია სიჭინავა - 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური კერპების მსხვრევის არჩევნები (ვიდეო)

“2024 წლის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური კერპების მსხვრევის არჩევნები. დღეს ეს ქვეყანა ორ ადამიანს ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ მძევლად -  ეს არის სააკაშვილი და ივანიშვილი, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეიქმნას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებს უპასუხებს.“   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 354427767_776332737378336_3618654026577099109_n.mp4

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13 ფრთოსანი რაკეტა გავანადგურეთ

რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე Ту-95МС ტიპის 4 ბომბდამშენიდან გაშვებული რაკეტებით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსებმა X-101 / X-555 ტიპის 13 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, მაგრამ უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. რაკეტების უმეტესობა ხმელნიცკის ოლქში განადგურდა. „23 ივნისის ღამეს მტერმა სტრატეგიული თვითმფრინავიდან შეუტია უკრაინას. ამჯერად თავდასხმა მიმართული იყო ხმელნიცკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე",

გლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გლდანში მოხდა. ავტომობილი დაეჯახა ქვეითს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. “ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა შსს-ს. უწყების კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. netgazeti
×
×
  • შექმენი...