Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.457
  • comments
    0
  • views
    748.432

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

16 ქვეყანა გმობს „ოცნების“ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე

აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების მიმართ. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოში ნიდერლანდების ელჩმა წარადგ

გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს

გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში,- ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, სანქციები უწესდებათ: ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს. „ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებული ხუთ პირს შორის არიან საქარ

რობერტა მეცოლა - ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ - გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად, ეს გეოპოლიტიკური აუცილებლობაა

ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ევროპა მათ თხოვნას ქმედებებით უპასუხებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის სამეზობლოს, ბლოკმა ჩართულობა უნდა გააძლიეროს. „რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ჩვენი პასუხი გ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა და ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი АМРА-life-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.   იპნ

ინგოროყვას კლინიკა - აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსანდრე თირქიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები, რის შემდეგაც, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ განმეორებითი კვლევების პასუხები დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ. „მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს, ამ ეტაპზე, განმეორებითი კვლევები კეთდება არამხოლოდ ლაბორატორიული, არამედ გამომსახველობითი. თუ ყველა პასუხი იქნება დამაკმ

თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ. ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამ

შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები განმარტა. კერძოდ, უწყება გამოეხმაურა სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებას პირის პრევენციული დაკავების შესაძლებლობის შესახებ. 13 დეკემბერს „ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, პირის დაკავების საფუძველი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია. როგორც შსს განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება

საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, - გან

გიტანას ნაუსედა - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას

ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. „ბევრჯერ მითქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი: ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედ

ბენ კარდინი და მისი ევროპელი კოლეგები - წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც მძიმე დარტყმას მიიტანს და როგორიცაა, ფინანსური სანქციები

წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორიცაა ფინანსური სანქციები. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპელ კოლეგებთან ერთად ავრცელებს. "უკრაინის ბრძოლა, ასევე, ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლაა. ამ მამაცმა პარტნიორმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი და ადამ

დაკავებულის თქმით, სპეცრაზმელები ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ

საპროტესტო აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის თქმით, სპეცრაზმელებმა ლისის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ. „მასმენინებდნენ, ტრაქტორი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ, შემდეგ თითქოს შიგნით უნდა ჩავეგდე და დავემარხე.. რათა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. ასეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი დღე“, — განაცხადა მან სასამართლო პროცესზე, რომლის ვიდეოსაც „ტვ პირველი“ აქვეყნებს. ადვოკატის განცხადებით, სპეცრაზმელები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნე

ჰელსინკის კომისია - თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც

„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. კომისია მიიჩნევს, რომ ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს. „ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი „ქა

ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს. „კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკა

ბიზნესი ხვდება, რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს - გიორგი გახარია

“ბიზნესი ხვდება რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით ბიზნეს სექტორმა უკეთ იცის, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები მცირდება, იზღუდება კონკურენტული გარემო, იკლებს უცხოური ინვესტიციები, იზრდება ინფლაციური და ლარის გაუფასურების რისკები და არსებული კურსის უცვლელად შენარჩუნება ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ და სისტემურ კრიზისს უქადის.

თეონა აქუბარდი - ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა - დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.

ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა.     დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.     თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/944942890852979

ბექა ლილუაშვილი - გაზრდილი პოლიტიკური იზოლაციის ფონზე "ოცნება" ცდილობს მის ხელთ არალეგიტიმურად არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მეტ კონსოლიდაციას კანონებში ცვლილებების შეტანით, რომლებიც ხშირად არაკონსტიტუციურიც კია

გაზრდილი პოლიტიკური იზოლაციის ფონზე "ოცნება" ცდილობს მის ხელთ არალეგიტიმურად არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მეტ კონსოლიდაციას კანონებში ცვლილებების შეტანით, რომლებიც ხშირად არაკონსტიტუციურიც კია.  მათ კარგად ესმით რომ ის რესუსრები, რომლებზეც დგას მათი არალეგიტიმური ძალაუფლება , არის მილევადი, შესაბამისად შეუძლებელია პოლიტიკური იზოლაციის პირობებში ამ რესურსების შენარჩუნება. ბექა ლილუაშვილი. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.

აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ბიზნესმენი 18 დღეა წოლით რეჟიმზეა, მისი სხდომა იანვრამდე გადაიდო

ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო. ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ საქმის განხილვის გაგრძელება იანვარში. თავდა

NGO-ები: შსს-ს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება წინასწარ დაგეგმა. ნინო ლომჯარიამ, ეკა გიგაურმა და ლონდა თოლორაიამ წარადგინეს მათ მიერ გაანალიზებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა. „აქციების გადამეტებული ძალით დაშლა ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრა

პრეზიდენტი - კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ღირებულებებს ერთად დავიცავთ

საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ბევრი საშუალება გაქვთ, რადგან ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. არ მინდა შედარება უკრაინულ გამბედაობასთან და ტრაგედიასთან, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი

გიორგი გახარია - დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა - საქართველოს მოქალაქეებს რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები და მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება

რეჟიმს მოვუწოდებ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია

ევროპარლამენტარი ვალერი ჰაიერი - სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო, ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს - ქართველებს ახალი, სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს

ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერი ჰაიერი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ევროპასაც ეხება. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ. სხვა გზა არ არსებობს“, - წერს ვალერი ჰაიერი.

გიორგი გახარია - „ოცნებამ“ არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა - მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალს!

„ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ მიმართა საჯარო მოხელეებს, რომ დუმილი დააზიანებს მათი და ქვეყნის ინტერესებს. „ფაქტია, რომ ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, შეაჩერა და მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი. შემდ

სალომე ზურაბიშვილი - ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით - ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, მასობრივად გაყალბდა არჩევნები, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე

ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე-პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. „ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატ

სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? - ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მე, რომელიც აქ ვარ და ერთი კვირის შემდეგ აღარ მეყოლება პირადი დაცვა

არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე - ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება რეალური მანდატისა და უფლების ქონის გარეშე გაკეთდა. „არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არამხოლოდ კონსტიტუც

პრეზიდენტი - მმართველმა პარტიამ რუსული გზა დაიკავა და თავს აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ბევრმა ვერ დაინახა და მეც ვერ დავინახე, მაგრამ „ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო

მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც ნათლად ვერ დავინახე „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც 2019 წლის 29 ივნისს, გავრილოვის ინციდენტის დროს დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ერთ მხარეს არსებობს
×
×
  • შექმენი...