პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – თამარ ალფაიძეს და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. თამარ ალფაიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, რევაზ ეგაძეს კი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატების შესარჩევი მეორე ტური არ გაიმართება.
პარლამენტმა ასევე არ დაუჭირა მხარი ცესკო-ს წევრობის ოთხ კანდიდატს: გიორგი ისაკაძეს, გიორგი მარსაგიშვილს, ქრისტინე ქაჯაიასა და
გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მკითხველის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი გახდა. „მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და მადლობა Modelsdot-ს ამ შესაძლებლობისთვის“ - დაწერა მატილდამ.
marao.ge
მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატი
ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 ადამიანი, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვიცაა.
თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.
ავტორი - სალომე თორაძე
საფრანგეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უკრაინისთვის რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოების მიზნით, მრავალმილიონიან პროექტზე ითანამშრომლებენ.
განცხადება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
„იგეგმება ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის უპრეცედენტო პარტნიორობით, ერთობლივად რამდენიმე ათასი, 15-მილიმეტრიანი ჭურვის დამზადება", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ.
მისი თქმით, ფრანგული იარაღის კო
საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID-ის ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება, დღეში 500-მდე - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ ყველაზე გავრცელებულ შტამად რჩება.
როგორც ცერცვაძე ამბობს, ზოგიერთ ქვეყანაში COVID-ის ახალი შტამი - „ორტრუსი“ გამოვლინდა, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ შტამით ინფიცირების შემთხვევა საქართველოში ჯ
შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კანონროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
ევროკავშირი მოუწოდებს, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქართული კანონპროექტი „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოსკოვით შთაგონებული არ არის, კრემლს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
"არაფერი კრემლის მიერ შთაგონებული არ ყოფილა და კრემლი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა წამოიწყო, პიონერი 30-იანი წლების ბოლოს გახდა ამერიკის შეერთებული შტატები", - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი ამერიკულ კანონს „ძალიან ჰგავდა“
შალვა პაპუაშვილი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა რუსული კანონი დააინიცირა და მისი ხელმოწერაა ამ კანონზე, გაბედა და თქვა, თუ სტატუსს მივიღებთ, ამას საქართველოს ხელისუფლება მიიღებსო. როგორც ჩანს, ის უყურებს მხოლოდ „იმედს“ და უმალავენ, რა მოხდა ევროპარლამენტში 2 დღის წინ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან გადაცემაში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მატია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემაზე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა.
პროკურორის განცხადებით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც მოიცავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებიდან და ბავშვზე ზრუნვის სახლებიდან მინიმუმ ასობით ბავშვის დეპორტაციას. ხანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის განკარ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფება, მედიასთან ადასტურებს, რომ საქართელოში აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოუშვეს.
ლილუაშვილი ამბობს, რომ ქომინსი, „შესაძლოა [პიტერ] აკერმანზე უარეს [საქმიანობას] ეწეოდა“, რაზეც, მისი თქმით, არსებობს ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს“.
შეკითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა უწყებას აშშ-ის საელჩო ამ საკითხზე, ლილუაშვილი პასუხობს:
ლილუაშვილის თქ
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე 9 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე კიევ-პეჩერის ლავრაში წირვას აღავლენს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია (ПЦУ) ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვას აღავლენს სამშობლოს მცველთა, უკრაინის გამარჯვებისა და სრულიად უკრაინული ერისთვის.
29 მარტს ამოიწურა ვადა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მისცა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ МП) კიევ-პეჩერის ლავრის დასატოვებლად.
პარლამენტი, 17 მაისის პლენარულ სხდომაზე, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.
“საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.
კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში ცხრა წევრი იქნება და ის პრეზიდენტის ე
სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გზავნილები გულწრფელი იყო და სამართლიანი, რასაც ღარიბაშვილზე ვერ ვიტყვი - საქართველო იმ გზაგასაყარზეა, როდესაც დემაგოგია, პოპულიზმი და ფარისევლობა დამღუპველია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვა შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლე
თავდაცვა ესკალაცია არ არის. კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერის მხრიდან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, ალისია კერნსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, დასავლეთმა საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წავიდნენ.
ზელენსკის თქმით, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეწვია.
"ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეხვედრები გამართა გენერლებთან : ვასილი ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავ
“მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ასეთი საფრთხეების დროს, როგორიცაა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსება, შეგვიძლია გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები და ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე.”
მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
387176047_1067895720906622_8721599661130333189_n.mp4
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უარი აქვს გაცხადებული.
მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისია დასკვნა შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებული არ არის. ანა ბუჩუკურის აზრით, რეფორმების ნაცვლად, ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანს მფარველობს.
„ყველაფერი მოსწრებადია, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ ამ პ
ღირსების შელახვის მიზნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს წარუდგინეს ბრალი. შემთხვევა გასულ კვირას, 30 ოქტომბერს მოხდა.
ბრალდებულები პირველ ნოემბერს დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით წარუდგინეს ბრალი, რაც გულისხმობს დამამცირებელ მოპყრობას, პატივისა და ღირსებ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს. ეს კომპანიები მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს.
ორგანიზაციის ცნობით, იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწ
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომლის ტრაილერის დაგორების შემდეგაც არასრულწლოვანი დაიღუპა.
პროკურატურის განცხადებით, შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსა
დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია“, - დასძინა ბერბოკმა
ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
„ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა:
„ჩვენ გვჭირდება არა
ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის თემა - ეს ერთიანი პაკეტია,- ასე განმარტა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ ის, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საბანაძემ აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ თუ უკრაინასთან წევრობის
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დენ ლაიენი Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. უახლესი რეიტინგის მიხედვით, პირველი ოთხი ადგილი პოლიტიკოსმა ქალებმა გაინაწილეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან ქალებს შორის დასახელდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ხუთეულს ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ხურავს.
FORBES-მა სია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეადგი
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს.
ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნათია ჯულაყიძემ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
იპნ
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვი