Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    866.956

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიშა დაუშვილი - ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან (ვიდეო)

ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან.  ეს ის “ნაცებია”, რომლებმაც სასამართლო სისტემა გაუძლიერეს “ოცნებას”. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393383265_161497143641831_8447871072087648282_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ნახევარი საათის წინ, “ოცნებამ” პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია! “ოცნებას” არ ჰქონდათ საკმარისი ხმები, საინტერესოა, რომელი გაიყიდა ამჯერად

"ნახევარი საათის წინ, “ოცნებამ” პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია! “ოცნებას” არ ჰქონდათ საკმარისი ხმები, საინტერესოა, რომელი გაიყიდა ამჯერად. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული ერთ-ერთი წევრი საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, რომელმაც გუშინ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა!" ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  Facebook: https://www.facebook.com/ber

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვითვალისწინებთ რა პრეზიდენტის თხოვნას, ჩვენი გუნდი ხვალ სესიაზე არ შევა - კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს (ვიდეო)

„ოცნებამ“ თვითონაც დაადასტურა, რომ მათ ყველანაირი მცდელობა ექნებათ იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცესი გაიყვანონ ბოლოში, აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია და ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა, როდესაც საქმე ეხება იმპიჩმენტის საკითხს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვითვალისწინებთ რა პრეზიდენტის თხოვნას, ჩვენი გუნდი ხვალ სესიაზე არ შევა და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს."

ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ისრაელში შოლცი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს. აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა, რომელიც მიესალმა “ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოსთან გვერდში დგას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მის ძალისხმევ

ვიოლა ფონ კრამონი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ამ ძალისხმევისთვის ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ - ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავტოვებთ საქართველოს 80%-ზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრორუსული მთავრობის მიერ განხორციელებული იმპიჩმენტის პროცედურის წინაშე დგას. არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რჩება”, - წერს ფონ კრამონი. მისივე თქმით, საქ

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი

თელ-ავივის აეროპორტზე საჰაერო თავდასხმის გამო ოლაფ შოლცი თავშესაფარში გადაიყვანეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცოს თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, თავდასხმის დაწყებისას შოლცი უკვე თვითმფრინავის ბორტზე იყო, თუმცა მალევე გადაიყვანეს ახლომდებარე შენობის თავშესაფარში. შემთხვევის ადგილიდან კადრებს გერმანელი ჟურნალისტი ავრცელებს.   “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანული დელეგაცია თავდასხმისგან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ე.წ. “

ნეთანიაჰუ: ღაზაში, საავადმყოფოს ბარბაროსი ტერორისტები დაესხნენ თავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის საავადმყოფოზე თავდასხმაში “ჰამასს” ადანაშაულებს. “მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს: ღაზაში საავადმყოფოს ბარბაროსი ტერორისტები დაესხნენ თავს და არა ისრაელის თავდაცვის ძალები. ისინი, ვინც სასტიკად მოკლა ჩვენი შვილები, კლავენ საკუთარ შვილებსაც”, – წერს ნეთანიაჰუ.   ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა, ღაზიდან ისროლეს. რამდენიმე საათის წინ ღაზაში, საავადმ

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მიმენტში ერთიანობა უნდა სჭარბობდეს – საფრანგეთის საგარეო იმპიჩმენტზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მთავრობისგან მეტ პასუხისმგებლობასა და რეფორმების მზაობას ელიან. “ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა უნდა სჭარბობდეს. საფრანგეთი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მიმართავს დემოკრატიისა და კანონის უზენაეს

პრეზიდენტმა ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო “შეკრებისა და მანიფესტაციებს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მკაცრდებოდა აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი. “საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმი

პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს

პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. როგორც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხზე მუშაობა 12:00 საათიდან დაიწყება. "კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებ

ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, იორდანიაში მისი ვიზიტი აღარ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, ის იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა. იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქ

პარლამენტის სასახლეში 18 ოქტომბერს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს

გიგა ფარულავა - რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?! (ვიდეო)

რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?!… გიგა ფარულავა, ზუგდიდი - პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" 393487088_349354310800126_7589740491328903681_n.mp4

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვაპროტესტებთ, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას წარმართავს როგორც ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს - პარლამენტმა უარი განაცხადა, მოეწვია დიპლომატიური კორპუსი და პრეზიდენტის წარმომადგენლები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას რიგით ფორმატში წარმართავს და მოთხოვნის მიუხედავად პარლამენტმა უარი განაცხადა, მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები. „პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო. იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები. განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, ფეხზე მხოლოდ ოპოზ

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ოპოზიციიდან „გირჩი“, "ევროპელი სოციალისტები“ , ალეკო ელისაშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, "ევროპელი სოციალისტები" და თეონა აქუბარდია ესწრებიან. საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“. სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იმპიჩმენტი კანონპროექტის პ

ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალურ ვადას 4 წლამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან 4 წლამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის თქმით, გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება: „მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წ

ვრცელდება ცნობა ხერსონის ოლქში უკრაინელების წინსვლის შესახებ

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის ოლქში, სოფელი პოიმა დაიკავეს და დამატებითი ძალების დახმარების შემდეგ, პესჩანოვკისკენ წაიწიეს, იტყობინება რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხი „რიბარი“. „რიბარის“ გარდა უკრაინელთა ამ წარმატებაზე ცნობებს არავინ ავრცელებს – არც ოფიციალური მოსკოვი და არც ოფიციალური კიევი თუ უკრაინული მედია. სოფლის მდებარეობა ხერსონის ოლქში – რუსეთის კონტროლირებად დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე. ნეტგაზეთი

პრეზიდენტი უმრავლესობას - ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო, პირველად იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ - 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ისტორიაში შევა როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე

16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე - საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტერგრაციის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო უ

პრეზიდენტი - დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა - ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს

დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. პრეზიდენტის თქმით, არავინ არ დაიჯეროს, რომ ქართველ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე. „ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღე

პრეზიდენტი - თურმე გეწყინათ, როცა „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები და მომავალი თაობა, მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება!

თურმე გეწყინათ, როცა გუშინ „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი, მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი დღეს მას კი არ უწყობს იმპიჩმენტს, არამედ თავის თავს, ქვეყანას, მის

სალომე ზურაბიშვილი - როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ

დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა - მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინა

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე

ნეტგაზეთი გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის სიტყვას პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე. ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამა

ანა ბუჩუკური - არაფერი აღარ ინდობა ამ დარბაზში, ბოლო წლებში რასაც კადრულობდა “ნაც.მოძრაობა” იგივე მეორდება ახლა, “ოცნების” პირობებში (ვიდეო)

“არაფერი აღარ ინდობა ამ დარბაზში, ბოლო წლებში რასაც კადრულობდა “ნაც.მოძრაობა” იგივე მეორდება ახლა, “ოცნების” პირობებში.”    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393916425_696815395665781_7079322886296414050_n.mp4
×
×
  • შექმენი...