Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.511

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – „ბლუმბერგი“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია ბიზნეს-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატისტიკაში. კერძოდ, 24 დეკემბერს განახლებული მონაცემით, ივანიშვილის ქონება 6,55 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2013 წელს „ბლუმბერგმა“ ივანიშვილის ქონების სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო. გამოცემის ცნობითვე, 2023 წელს ივანიშვილის ქონების ღირებულება 17 პროცენტით, ანუ 950 მილიარ

უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტი შევიდა - ანჯეი დუდამ საგანგებო შეხვედრა მოიწვია

უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი შევიდა, რის გამოც, ქვეყნის ლიდერმა, ანჯეი დუდამ სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტის შესვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „დილით, ამოუცნობი საჰაერო ობიექტი უკრაინის საზღვრის მხრიდან პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შემოვიდა და საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან სიგნალის გაქრობამდე, მას ქვეყნის საჰაერო თავდაცვის

"საქართველოსთვის" - ჩვენი პარტია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - „ოცნების“ მიერ შემოტანილი ბიუჯეტების მიღება რუსთავში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა...

პარტია "საქართველოსთვის" განცხადება ოპოზიციურ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით:   "როგორც საკუთარი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ინფორმირების მიზნით, გვსურს გაცნობოთ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს გადამწყვეტ სადეპუტატო მანდატებს: რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირა და მიიღო ამ მუნიციპალიტეტების 2024 წლის ბიუჯეტები. მათ შორის: - 21 დე

სიჭინავა - მადლობა ივანიშვილს, ამაზე უკეთეს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ოპონენტები ვერ ინატრებდნენ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე იყო, ამ პარტიაშიც კი არ ყავს გულშემატკივრები და ნეგატიური მაჩვენებლით ლიდერობს

"მადლობა ივანიშვილს, ამაზე უკეთეს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ოპონენტები ვერ ინატრებდნენ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე იყო, ამ პარტიაშიც კი არ ყავს გულშემატკივრები და ნეგატიური მაჩვენებლით ლიდერობს- ნეგატიურ რეიტინგებში პოლიტიკურ ლიდერებს შორის. სამწუხარო ფაქტია, როდესაც პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხდება თანამდებობის პირი, რომელიც ოკუპირებულ ქვეყანაში, საოკუპაციო ხაზთან არ არის ნამყოფი, თანამდებობის პირი, რომელსაც ვერ ვათქმევინეთ რუს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის. როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარედ, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით

პროკურატურამ, მეუღლეზე ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფი

პრეზიდენტი - ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია

ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშ

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, სავარაუდოდ, კვლავ წარადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ელოდება, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. „საკანონმდებლო მოწესრიგება როგორიც არ უნდა იყოს, მისი შეფასება პოლიტიკოსების და სხვადასხვა ჩართული მხ

ჰერჩინსკი 9 ნაბიჯზე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამონახოს გზები NGO-ების ჩართულობისთვის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის წევრობისთვის საჭირო 9 ნაბიჯის შესასრულებლად ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორთან ერთად უნდა იმუშაოს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფებში უნდა მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმიდან გასული არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 2024 წლის 29 იანვარს პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში არ მიიწვეს საქართველოში მომუშავე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს. „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან 7 ლელო დადო და ანგარიში 43:5 დამთავრდა. რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში შედგება. ფოტო: ირაკლი ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირი) იპნ

პარლამენტთან ონკოპაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია - „მინდა ვიცოცხლო“ გამართეს

„მინდა ვიცოცხლო“ - ამ სახელწოდებით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ორგანიზებით, ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც მათი თქმით, მოიცავს წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ონკოპაციენტებისთვის საკმარისი არ არის. ასევე, ისინი ჯანდაცვის ს

რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარალელურად, გარეთ მიმდინარეობს აქცია, სადაც შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლებიც. მათ თან აქვთ ბანერები „არა რუსულ კანონს” და უმრავლესობის წევრებს პროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული კანონის განხილვის დროს, „უსაფრთხოების” მოტივით, შეეზღუდა ვიზიტორთა რაოდენობა, რის გამოც დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ დაიშვებიან ონლაინმედიის აკრ

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია. სხდომა შეჩერებულია.   იპნ

„პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პალიტრა მედია“ 18 აპრილს 29 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, რომელშიც თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო ჰოლდინგის მრავალრიცხოვან გულშემატკივარსაც. იხილეთ განცხადება სრულად.

გიორგი გახარია - ევროპაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სამწუხაროდ ნათლად ხედავენ უკვე დღევანდელი "ოცნების" პოლიტიკურ თაღლითურ სახეს

ქართველი ხალხი არის ბევრად უფრო პროევროპელი, სწორი და ევროპული ფაასეულობების, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მთავრობა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ბრიუსელსა და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე, სადაც ცოტა ხნის წინ ვიზიტით იმყოფებოდა. "ბრიუსელის და ბერლინის შემდგომ უნდა ვყოფილიყავით პარიზში და სტოკჰოლმში, მაგრამ გადავდეთ ეს ვიზიტები, იმ მოვლენების გამო, რაც თბილისში მიმდინარეობს. ძლიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბრ

ბექა ლილუაშვილი - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა. მთავარი არ არის რომელ აქციაზე იდგებით თქვენ 29 აპრილს, მთავარია სად დადგებით 26 ოქტომბერს.      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/947746630128130/

გახარია - საქართველო როგორც კი  ნაბიჯს გადადგამს ევროპაში გაწევრიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთ დღეს "ოცნება" ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს, ეს არის "ოცნების" ანტიდასავლურობის მიზეზი

"კრიზისის ხელოვნური შექმნა ხელისუფლების მიერ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დავალება რუსეთიდან, სხვანაირად უბრალოდ ვერ ვხსნი ამ ყველაფერს. საქართველოსგან ბელარუსი ვერ გამოვა ვერასოდეს. "ოცნება" დღეს უაღრესად უსუსურ მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ჩანს ეს. მაგალითად, მთელი კამპანია წამოიწყეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აეხსნათ, ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულიაო და პირიქით უფრო დაუმტკიცეს - დაარწმუნეს საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს კანონი ნამდვილად რუსულია. ბევრი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის,

"ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, ამიტომ მივმართავ პოლიციელებს..." - გიორგი გახარიას ბრიფინგი

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს - არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩ

„რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც" - ექსპო ჯორჯიადან მშობლების მარში დაიწყო

ექსპო ჯორჯიადან, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, მშობლების მარში დაიწყო. ისინი მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანთან მივლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქცია დღეს ევროპის მოედანზე გაიმართება – იქ მოქალაქეები სამი ლოკაციიდან მივლენ. მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობები 19:00 საათზე დაიწყება. პუბლიკა

გმირთა მოედანზე არაერთი ადამიანი დააკავეს

გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა. გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა. ვიდეო: ტვ პირველი ნეტგაზეთი

ვიოლა ფონ კრამონი EU-ის ლიდერებს: არის შანსი, EU-მაც დაუწესოს სამოგზაურო შეზღუდვები „ოცნების“ ლიდერებს?

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკომისას ჯოზეფ ბორელის, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა: „არის შანსი, რომ ევროკავშირმაც დააწესოს აშშ-ის მსგავსი სამოგზაურო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დასავლელ პარტნიორებთან ზომების გაერთიანება“, – წერს ის სოციალურ ქსელში.     აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს სავიზო შეზღუდვების ახალ პოლიტიკას იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ა

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ჰელსინკის კომისიის ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო - საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, რეაბილიტაციის არეალში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას კი სპეციალური საშვები გადაეცემა

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. „აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ. ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

თბილისის მერია - თურქეთი-საქართველოს ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიე

რიკოთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

რიკოთის უღელტეხილზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. „ნეტგაზეთი“ დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...