საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართვლოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით
პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოიყენოს ვეტო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფხიზლად დგას, რომ არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ გზას. ყვ
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა არის ისტორიული მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ.
ამის შესახებ მან დღეს, 31 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა, რუსეთს ჩაეგდო ხელში უკრაინა. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ
დღეს, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე. გამოსვლა ზურაბიშვილმა საქართველოს პროევროპულ არჩევანს მიუძღვნა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ ამ მიზნისკენ იღვწოდა.
თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე. მან თქვა, რომ ის. რაც რეკომენდაციებშია ასახული, საქართველოსთვის უცხო არ არის, არამედ წარმოადგენს მის კულტურულ, ღირებულებითა და მემკვიდრეობით არჩევანს – „შესაბამისად, რასაც ჩვენ გვთხ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამორალური და არასწორია იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველო რუსეთს უნდა უმადლოდეს ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებას. აღნიშნულის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვიდა. მან საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისევე, როგორც, შეეხო რუსეთის ომს უ
„უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა”, – ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“.
„გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები
„ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს NATO-ს წევრობაზე უარისთვის“, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-ზე წერს.
ის ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას NATO-სთან და უკრაინასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს რუსული ნარატივია და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 30 მაისს ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზ
მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მივმართო ამ ას
რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს.
მოდით, დავფიქრდეთ,
ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ. გვინდა, უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთად, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში, ევროპარლამენტის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე განაცხადა.
რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის ნაწილში პირადი თავდადებისთ
ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩია. ის აქამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
მედიის ცნობით, პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა.
რინკევიჩსი ფიცს ივლისის პირველ ნახევარში დადებს.
ინტერპრესნიუსი
ძალიან საშიშ პროცესში შევყავართ ხელისუფლებას. ცდილობენ საზოგადოებაში ნელ-ნელა დალექონ ყალბი მოლოდინები, რომ ოცნების „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგად შესაძლოა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, „ომში ჩართვის“ ცრუ შიშებით და თითქოსდა ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საზოგადოებას ევროკავშირსა და ახლა უკვე ნატოზე ოფიციალური უარისთვის ამზადებენ.
"რეალ
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელ შენობებში და სხვა სამოქალა
სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სამართალი მალე იზეიმებს! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში წერს.
350650114_800183301333390_8202375985725727347_n.mp4
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა 30 მაისის ღამითაც პარლამენტთან იმყოფებოდა. მას შვილის მეგობრები და მხარდამჭერები ახლდნენ.
წინა ღამის მსგავსად, გრიგორიადისი ამჯერადაც პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე სკვერში გაჩერდა. იქვე იდგა პოლიციაც, რომელმაც 1 ღამით ადრე კარვის გაშლის საშუალება არ მისცა დაკავებული დემონსტრანტის მამას.
ბექა გრიგორიადისმა შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ ადრე თუ გვიან, კარავს მაინც გაშლის.
“ფ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარ
მოგეხსენებათ, გაზრდილი მოთხოვნის გამო, თბილისის საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში, ბავშვების დარეგისტრირება ყოველწლიურად უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. არსებული სასწავლო დაწესებულებები, მოსწავლეთა სიმრავლეს ვეღარ აუდის, ამიტომ დედაქალაქის თითქმის ყველა საჯარო სკოლა ორცვლიან სწავლებაზე, ზოგი კი -სამცვლიანზეც არის გადასული. მიუხედავად ამისა, კლასებში მოსწავლეთა მიღების პრობლემა ყოველწლიურად იზრდება. ამას ემატება ავარიული სკოლების რემონტისა და მათი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ხშირად, სხავადსხვა მ
თბილისში, „ლაგუნა ვერესთან“ ახლოს, „ქართუ“ ცათამბჯენების აშენებას კვლავ გეგმავს. ამისთვის კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარუდგინა თბილისის მერიას.
მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ პირველადი პროექტი დაახარვეზა, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ ხელახალი პროექტი წარადგინა. ვიზუალურად ცვლილებები მცირეა, თუმცა ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახლა 52-სართულიანია — ნაცვლად 65 სართულისა.
შედარებისთვის, ცვლილება გამ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს.
მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და შეფასებები არ უნახავს.
გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წე
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი წერს, რომ პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებები არა დამახინჯებული, არამედ წინასწარ გათვლილი და ცინიკური იყო.
ევროპარლამენტარი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ტვიტს, რომელშიც ის წერს, რომ ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იქნას აღქმული.
„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის კომენტარები არ იყო დამახინჯებული. ის იყო გათვლილი, ცინიკური და მხოლოდ ემსახურებოდა ერთი კაცის ინტერესებს, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს.
რა წვლილი შეაქვს ამ
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო სრულიად ლოგიკური და უწყინარი. მას უკვირს, რატომ გამოიწვია ამან ასეთი ვნებათაღელვა.
ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“.
გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარი
გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.
საქართველოს პირველი არხი ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში.
„დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს. უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და, მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფა
„ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული, “- ასე განმარტავს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრი მარტის აქციების ცნობილი ფოტოს კონკურსში არდაშვებას.
ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის.
დღეს ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ თქვა, რომ მარტის აქციები