Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.619

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბაქომ აღნიშნული სარკინიგზო პროექტი ანკარასთან ერთად 2017 წელს დაიწყო და ტვირთების გადაზიდვას წარმატებით ახორციელებს. 1ტვ

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული

ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-ში აღდგენილია

Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია. მედიის ცნობით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისთვის Twitter-ის ანგარიშის აღდგენამდე, მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ნაბიჯს. „ხალხმა საკუთარი აზრი დააფიქსირა“, - დაწერა მასკმა ტვიტერზე და დასძინა, რომ Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა. თუმ

ილიაუნის წარმომადგენლები გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამავე პროგრამის დოქტორანტის და მოძრაობა “ხმის” აქტივისტი გიორგი ხასაია, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი ოფიციალ

ილიაუნის კანცლერი: საბჭომ ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს

ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ამბობს, რომ ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელ

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. პუბლიკა

ილია ღუდუშაური - 2024 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულად დავაფინანსებთ

ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი გამარჯვებაა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა. მისი განმარტებით, პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა, იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიუ

ილია ღლონტი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე - ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხის დასაშინებლად, რათა ისინი არ გამოვიდნენ ქუჩაში, ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს!

ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი, - ამის შესახებ „დაიტოვეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სამართალდამცავებმა მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. როგორც ღლონტმა აღნიშნა, მისი სახლიდან პოლიციამ ამოიღო პირადი მობილური, ტექნიკა და ლეპტოპი. „ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ პირიქით, მეგობრებო, თქვენ თუ დღეს ხმას არ ამოიღებთ, ზუსტად იმავენაირად მოხდება

ილია სულამანიძე ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ფინალში გავიდა. სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტან

ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ნახევარფინალში გავიდა. სულამანიძემ მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი

ილია სულამანიძე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100 კგ) ილია სულამანიძემ იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია და მეოთხედფინალშია გავიდა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ზაფხულის 33-ე ოლიმპი

ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველების – ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მარ

ილია მეორე - დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, „ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღ

ილია იაშინს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბუჩიდან ვიდეოჩართვისთვის

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ მიიჩნია ოპოზიციონერი ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას დანაშაულად ჩაუთვალეს ვიდეოჩართვა უკრაინის ქალაქ ბუჩის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ. 8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზედა ზღვარი 10 წელია. განაჩენის წაკითხვისას მოსამართლემ სრულად

ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ

ილია თოფურიას, რომელიც ცოტა ხნის წინ UFC-ის ჩემპიონი გახდა, ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ, იტყობინება „მარკა“. დღეს, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ, რომელიც მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ არ აქვს, თქვა, რომ ჩემპიონობის შემდეგ მისი ოცნება ესპანეთის მოქალაქეობის მიღება იყო და უნდოდა, პრემიერისთვის მოქალაქეობის მინიჭება ეთხოვა. თოფურიას თქმით, ესპანეთის პრემიერს შეხვედრაზე მოქალაქეობა უნდა სთხოვოს

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი დაამარცხა და ქამარი დაიცვა

,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის ბრძოლა ილია თოფურიას გამარჯვებით დასრულდა. თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა. იპნ

ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ

ილია თოფურიამ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა. როგორც ცნობილია, ილია თოფურიამ ქამრისთვის ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. ილია თოფურია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. იპნ

ილია თოფურია - მინდა, საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის #1TVSPORT

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მისი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთ

ილია თოფურია - ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე - მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს, ამას თავისუფლება არ ჰქვია

ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს, - ამის შესახებ UFC-ის მებრძოლი, ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განვითარებულ მოვლენებს „ინსტაგრამზე“ და წერს, რომ რცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. “ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს

ილია დარჩიაშვილი: აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები გამართა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საუბრისას ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებზე. „დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ იორკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. პირველი შეხვედრა, პირველი მონაწილეობა პრემიერ

ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპოულოსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენ

ილია დარჩიაშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით. „მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებ

ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს. „ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

ილია დარჩიაშვილი გაეროს რეზოლუციაზე - ეს ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს

ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, 4 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიე
×
×
  • შექმენი...