ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე თუ არ მივიღებთ მკაფიო სიგნალს, როდის შეძლებს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას, მაშინ იქ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოისმინოს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ომის შემდეგ შეძლებს.
„გვესმის, რომ ომის მიმდინარეობისას ჩვენ ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვი
თბილისის მერიამ მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება.
მერიის ცნობით ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. „ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართული
3 ივნისს 21:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერებით შეიკრიბებიან:
„30 მაისიდან მოყოლებული „ჯიუტებს“ ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს „ჯიუტის“ წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია – პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ,“ — ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების გ
უკრაინა მზად არის, დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ „უოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა შეცვლის ომის დინამიკას.
„სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრა
ირანულ „შაჰიდებში“, რომლითაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიას ესხმის თავს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„დავშალეთ ისინი და, სამწუხაროდ, იქ აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება არც ირანში და არც რუსეთში“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი ვარაუდით, ნაწილები, შესაძლოა, შეძენილია რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეც, რადგან დრონები, ძ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეხმაურებიან პროსამთავრობო ტელევიზიების მიერ უნივერსიტეტის რექტორის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს და აცხადებენ, რომ აღნიშნული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას წარმოადგენს. გთავაზობთ განცხადებას:
ხელმომწერთა სია იხილეთ ბმულზე.
საკითხს სოციალურ ქსელში დღეს ასევე გამოეხმაურა ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.
აღნიშნულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებში პლატფორმა ეთმობა ორგანიზაცია „სტუდენტები სამართლიანობ
პარლამენტთან გამართული მშვიდობიანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეს პოლიციამ ცარიელი ფურცელი წაართვა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ძალოვნები შეკრების მონაწილეებს პლაკატებს ართმევდნენ და აკავებდნენ.
2 ივნისს პარლამენტთან მოძრაობა “ჯიუტი” მორიგ ანტისამთავრობო აქციას მართავდა. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის კიბის საფეხურებზე ისხდნენ და სხვადასხვა შინაარსის პლაკატი ეჭირათ ხელში.
პირველი ივნისის ღამის მსგავსად, პოლიციელები ამჯერადაც მივიდნენ აქციის მონაწილეებთან და ყოველგვარი განმარტების გარეშ
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
გუშინ, 2 ივნისს გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებ
თბილისში, პარლამენტის კიბესა და მიმდებარე ტროტუარზე, პოლიცია ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს. მიზეზი ისევ საპროტესტო პლაკატებია, რომლებსაც ძალოვნები დემონსტრანტებს ხელიდან გლეჯენ.
2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში.
პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლ
იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
მანამდე, ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ.
“საუკეთესოთა შორის საუკეთესო” — წერს სერია A კვარაცხელიაზე.
ნეტგაზეთი
სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევას ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო ენუქიძე იყო.
გრიგორიადისი გუშინ, 1 ივნისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა.
მის დაკავებას დღეს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენის შეფასებით, კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია და მისი შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციული
პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"საქართველოში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ პარტიას წესდებასთან ერთად ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკის კოდექსი.
დღეს პარტიის წა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სემეკში აცხადებენ, წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.
საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს
რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ გააძლიერა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამბედაობა.
„
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს.
მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს.
„ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებულ
ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელსაც საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დაასანქცირებენ, არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც "ჯორჯიან ეარვეისია", არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მიერ აღნიშნული ავიაკომპანიისთვის დაწესებული სანქცია არ არის საერთაშორისო სანქცია.
კაკაურიძის განცხადებით, კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილების უკა
არ გამკვირვებია ზელენსკიზე ღარიბაშვილის განცხადება, ომის დაწყებისთანავე მოვისმინეთ მისგან სამარცხვინო განცხადებები - შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა აზიანებს უკრაინის და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალთან არის პრობლემა, როცა თავს ესხმი იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც წელიწადზე მეტია ძალიან
სახალხო დამცველი 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც კარვის გაშლის მცდელობის გამო, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე, არაპროპორციულ ხასიათს ატარებს.
სახალხო დამცველის თქმ
დასავლეთის შეფასებით, უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობისას რუსეთის 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღების მცდელობა, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 დაღუპული და დაშავებული ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
მისი განმარტებით, რაც შეეხება მხოლოდ დაღუპულებს, სავარაუდოდ, მათი რიცხვი, დასახელებული რაოდენობის დაახლოებ
უკრაინაში, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოსთან არსებულ სანქციების მონაცემთა ბაზაში თამაზ და დავით გაიაშვილები, Georgian Airways და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია Aero Handling Georgia შეიყვანეს.
გაიაშვილების, ასევე Georgian Airways-ისა და Aero Handling Georgia-ს შესახებ მითითებულია, რომ ისინი ჯერ სანქცირებულები არ არიან. სიაში სანქცირებულ პირებსა და კომპანიებთან ერთად ხვდებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირებიც, რომლებიც სანქციების რისკის ქვეშ არიან.
მონაცემთა ბაზაში Aero Handling Geo
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა.
ორგანიზაციით განცხადებით, შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას „ტექნიკური ხარვეზებით ხსნის“. TI-ის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშ
თბილისში, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, მარტის ანტირუსული აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, პოლიციამ კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ წაიყვანა პოლიციამ ძალით და ჩასვა ავტომობილში ლაზარეს მამა მაშინ, როცა კარვის გაშლას ცდილობდა.
განახლება: შსს-ს ცნობით, გრიგორიადისი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბექა გრიგორი
ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სექტორთაშორის თანამშრომლობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროექტ SECTORs -ის მთავარი მიზანია. პროექტი განხორციელების მესამე წელს ითვლის და მიწურულს უახლოვდება, თუმცა, მოსაყოლი ბევრიც დაგროვდა და ბევრი ადამიანის ცხოვრებაც შეცვალა უკეთესობისაკენ.
პროექტი SECTORs ევროკავშირის დაფინანსებულია და მისი სრული სახელია „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აკრიტიკებს „გოეთეს ინსტიტუტს“ გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო და ამბობს, რომ შესაძლოა, ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „გოეთეს ინსტიტუტი“ გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა,
რუსი მწერალი და აქტივისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ წუხელ, გვიან ღამით, შენდეროვიჩმა განცხადება გაავრცელა.
შენდეროვიჩი, რომელიც ანტიპუტინისტური პოზიციისა და აქტივიზმის გამო რუსეთში „უცხოურ აგენტადაა“ შეარცხული, განმარტავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას თბილისსა და ბათუმში კონცერტები უნდა ჩაეტარებინა.
განცხადებაში მწერალი იხსენებს, რომ 2006 წელს, იმ დროს, როდესაც მოსკოვში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობდა, რაც დეპ