Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.624

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ინდივიდუალური სანქციები, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა, სავიზო შეზღუდვების გაფართოება - ამერიკელი სენატორების წერილი ირაკლი კობახიძეს

„ამერიკის ხმის” ცნობით, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. ამერიკის ხმა წერს, რომ „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყ

ინგუშეთში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია 6 ადამიანი

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც 2 მარტის 19:30 საათიდან მოქმედებდა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ყარაბულაკში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი. „ბანდიტების ვინაობა დადგენილია. არსებული მონაცემებით, ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის მიმდევრები და მონაწილეობდნენ არაერთ ტერორისტულ აქტში, მათ შორის საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმაში და სამი პოლიციელის მკვლელობაში 2023

ინგოროყვას კლინიკა - აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსანდრე თირქიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები, რის შემდეგაც, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ განმეორებითი კვლევების პასუხები დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ. „მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს, ამ ეტაპზე, განმეორებითი კვლევები კეთდება არამხოლოდ ლაბორატორიული, არამედ გამომსახველობითი. თუ ყველა პასუხი იქნება დამაკმ

ინგლისის ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი დაარქვეს

„ბიბისის“ ცნობით, ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა. გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ჰარლო

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს

ბრიტანელი ტელეწამყვანი და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს. ცოტა ხნით ადრე, ლინეკერმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ ბრიტანეთის მთავრობის მკაცრი ანტიემიგრანტული რიტორიკა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას შეადარა. საუბარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, სუელა ბრავერმანის ინიციატივაზე, რომელმაც წამოაყენა საკითხი, იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის თხოვნის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ,  რომლებიც გაერთიანებულ სამეფ

ინალ არძინბას თქმით, აშშ-ს მთავარი მიზანია მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდება. „აშშ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას კიდევ ერთხელ უშვებს. ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას შეეცდებიან. ეს რისკებს უქმნის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას,“ - აღნიშნა მან გამოცემა ,,სპუტნიკთან“ ინტერვიუში. არძინბა

ინალ არძინბამ თანამდებობა დატოვა – აფხაზური ტელეგრამ არხი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, აფხაზურ ტელეგრამ არხ D News Abkhazia- ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არძინბას გადადგომა, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია ოფიციალურ უწყებებს. ასევე, არაოფიციალური ცნობების შესაბამისად, ინალ არძინბა მოსკოვში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში სამუშაოდ ბრუნდება. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან არძინ

ინალ არძინბა: უკვე იყო პრეცედენტები, როდესაც საქართველომ აფხაზეთი ოფიციალურად აღიარა

რუსეთის ტელევიზიის პირველი არხზე, გადაცემა ,,დიდი თამაშის“ ეთერში მიწვეულმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თბილისთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქართულ მხარესთან ოფიციალური დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგში ორი საკითხი დგას: ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტა. ,,აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, სუვერენული სახელმწ

ინალ არძინბა: საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის კეთილგონიერება, ეს ნაბიჯი არ გადადგას

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის საავტორო გადაცემა  Соловьев Live - ში მიიღო მონაწილეობა და კითხვებზე უპასუხა. სოლოვიოვის ერთ-ერთი კითხვა,,მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით დასავლეთის მხრიდან საქართველოს ,,წაქეზებას“ უკავშირდებოდა. რუსი პროპაგანდისტის აზრით, ამერიკა და სხვა ქვეყნები, რუსეთის გარშემო მდებარე სახელმწიფოებს, ,,მეორე ფრონტის“ გახსნისკენ ძალიან აქტიურად უბიძგებენ და საქართველოსაც ,,აქეთკენ, ექაჩებიან.

ინალ არძინბა: ბელორუსმა აფხაზეთი ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელარუსის მთავრობამ ,,ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთი". ამის შესახებ არძინბას უწყების" მედიაცენტრი იუწყება. არძინბას განმარტებით, ბელარუსი და ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ, ამასთან ერთად, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის, უზრუნველჰყოს,,თავისუფალუბაჟო ვაჭრობა" სოხუმსა და მინსკს შორის. ,,ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. ბელარუსის რესპუბლიკასთან

ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ყველა მცდელობისა, რომელიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული, ,,რესპუბლიკა საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებისკენ მიმავალ გზაზე თავდაჯერებულად აგრძელებს სვლას.“ ამის ნათელ დასტურად მას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ბელორუსის პრეზიდენტი

იმნაძის თქმით, აშშ-ს მხრიდან NCDC-ისთვის „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა ლაპარაკი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. „არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რ

იმისთვის, რომ არჩევნებში თქვენი ხმა არ დაიკარგოს | როგორაა შესაძლებელი ახალ მისამართზე გადაწერა

თუ მაგალითად თბილისში მუშაობ ან სწავლობ და არჩევნებში ხმის მისაცემად რაიონში წასვლა თქვენთვის დამატებითი გამოწვევაა, აგიხსნით, როგორ შეძლებ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას; ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით. ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდება. ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბი

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომელთაგანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოაჩინა. მათ შორის, ორგანიზაციის განცხადებით, დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებუ

იმერეთის პოლიციამ ხონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპა

იმერეთის პოლიციამ ბაღდადში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით

იმერეთის გუბერნატორი: ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს

ფოტო: გზების დეპარტამენტი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის ინფორმაციით, იმერეთში ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები, გზებზე ტექნიკური მარილს ყრიან და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. „ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩ

იმერეთის გუბერნატორი - ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და 4 სახლი მოიყოლა, ვეძებთ 6 ადამიანს - მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ. როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია. „ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის

იმედია, ყველა რეკომენდაცია შესრულდება. მინდა საქართველო ევროკავშირში ვიხილო - გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია. ის თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც ერთ-ერთ პანელზე მომხსენებელი იქნება. ევროპარლამენტარმა კონფერენციამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ის ამ კონფერენციაზეც განიხილავს. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა. აქედან ამ დროისთვის ქვეყან

იმამთა გლობალური საბჭო: ვგმობთ „ჰამასის“ ბარბაროსობას, მხარი დაუჭირეთ ებრაელ ერს

იმამთა გლობალური საბჭო [GIC] გმობს „ჰამასის“ მიერ „ებრაელი, ქრისტიანი და მუსლიმი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ ბარბაროსულ და ტერორისტულ აქტებს“ და სოლიდარობას უცხადებს ებრაელ ერს, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ „ჰამასის“ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაცია, რომელშიც ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელი 1470-ზე მეტი იმამია გაერთიანებული, აღნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა „ჰამასსა“ და მის „გენოციდურ, ანტისემიტისტურ და გ

ილჰან კიუჩუკი - გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი რეალურად არ იქნება გაწვეული

მივესალმები „ქართული ოცნების“ დაპირებას, გააუქმოს კრემლის მიერ შთაგონებული სახიფათო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, მაგრამ გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე ის რეალურად არ იქნება გაწვეული პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ილჰან კიუჩუკი „ტვიტერში“ წერს. ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. „სრული და მუდმივი მხარდაჭერა ქართველებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - წერს ილჰან კიუჩუკი. ipn

ილჰამ ალიევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყოს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. IPN

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს არის დანიშნული. იპნ

ილჰამ ალიევი - ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ ტვირთბრუნვისთვის

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75 პროცენტით გაიზარდა. „უნდა ვთქვა, რომ რკინიგზის ტრანსპორტი – ბაქო-თბილისი-ყარსი შეიძლება, იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ ხუთი მილიონი ტონით დაიტვირთოს, მომდევნო წელს უფრო მეტ კაპიტალ-დაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით. ამ დერეფანში და უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ კასპიის საშუალებით, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლი

ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას.
×
×
  • შექმენი...