Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.526

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შსს-მ 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთია დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანა

სითბური აეროსტატი, რომელიც ასურეთში ჩამოვარდა, შემოწმებული იყო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს, 7 თებერვალს, ასურეთთან ჩამოვარდნილ სითბურ აეროსტატს შემოწმება გავლილი ჰქონდა. სააგენტოს ცდნობით, Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც, ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავმა შესაბამის უწყებაში წარადგინა საფრენოსნო გეგმა. სააგენტოს ცნობით, საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქა

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

მსახიობი, სპორტსმენი და პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობაა, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა. პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფ

ჰერჩინსკი: ვადასტურებ EU-ის მხარდაჭერას NGO-ების მუშაობის მიმართ საქართველოში და მის გარეთ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა, დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები. დღეს, 27 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ NGO-ების არსებითი ჩართულობი

ანა ბუჩუკური - ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც მკვეთრად გამოვრიცხეთ "ნაც.მოძრაობასთან" და "ოცნებასთან" კოალიცია და მკაფიოდ ვთქვით, რომ არჩევნებზე მივდივართ მარტო

"ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც მკვეთრად გამოვრიცხეთ "ნაც.მოძრაობასთან" და "ოცნებასთან" კოალიცია და მკაფიოდ ვთქვით, რომ არჩევნებზე მივდივართ მარტო, არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. დანარჩენი პარტიები კი რას როოგორ აპირებენ გაურკვეველია."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/284709011306678/

ვისთვის იქნება შესაძლებელი 1-წლიანი მაგისტრატურის და 3-წლიანი ბაკალავრიატის გავლა - ბრძანება

ერთწლიანი მაგისტრატურის და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის შემუშავების წესის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა. ბრძანება განსაზღვრავს 180-კრედიტიანი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის და 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს. ბრძანების მიხედვით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ამ ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებისთვის იქნება

გახარია საკუთარი პარტიის რეიტინგზე, ოპოზიციაზე, ივანიშვილის და ოცნების ცვეთაზე (ვიდეო)

#5 ეპიზოდი: გახარია საკუთარი პარტიის რეიტინგზე, ოპოზიციაზე, ივანიშვილის და ოცნების ცვეთაზე    

გიორგი გახარია - მტრებს ეძებენ იქ, სადაც მეგობრებს უნდა ვეძებდეთ - შესაბამისად, ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ამ კანონს ხალხმა რუსული დაარქვა

ხელისუფლებას არ მოსწონს რომ ამ კანონს ხალხი რუსულს ეძახის, რაც პირველ რიგში მათი ბრალია, რადგან ეს კანონი სამწუხაროდ თანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქვეყნის მეგობრებს და ოკუპანტს, - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. მისივე თქმით, "ოცნებამ" ფაქტობრივად პირობა დადო, რომ ეს კანონი ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა და მოიტყუა. "ყოფილმა პრემიერმა, ახალმა პრემიერმა, ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას დაპირდნენ

მიშა დაუშვილი - ქოჩორაშვილი და მთელი გუნდი მხარს რასაც უჭერს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და თავი დაანებონ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე სისულელეების ლაპარაკს

ქოჩორაშვილი და მთელი გუნდი მხარს რასაც უჭერს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და თავი დაანებონ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე სისულელეების ლაპარაკს. ამ ქვეყნაში თუკი ვინმეს დესტაბილიზაცია, არეულობა და ომი უნდოდა და უნდა, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. "ოცნება" გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში, თურმე არეულობა უნდა ევროკავშირს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან და რუსული ოკუპაციისგან გვიცავენ, გვეხმარებიან სუვერენიტ

ანა ბუჩუკური - ახლა, ზუგდიდში “ნაც-მოძრაობა” და “ოცნება” ჩუმად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიგა ფარულავა გადაყენებული იქნას თანამდებობიდან

ახლა, ზუგდიდში “ნაც-მოძრაობა” და “ოცნება” ჩუმად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიგა ფარულავა გადაყენებული იქნას თანამდებობიდან.    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/774443551329804/

 ლევან გოგიჩაიშვილი - სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ

სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს ორი მახინჯი სისტემა ამას ხელიდან არ გაუშვებს. რუსთავი არის კლასიკური დემონსტრაცია, ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400325792894471/

პაპუაშვილი: მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების ბაზის შექმნას ვიწყებთ

შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“. პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება, სადაც უწყება ისევ „რევოლუციურ სცენარზე” საუბრობს.   პუბლიკა

"გახარია საქართველოსთვის" - ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა... უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს

პარტია "გახარია საქართველოსთვის": "ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა. გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა. ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენე

საია: ვრცელდება უმძიმესი კადრები, გომელაურმა დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეცრაზმელების მიერ მოქალაქის ცემის კადრებს ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლება დარღვევებზე”, – ნათქვამია განცხადებ

ვიკა ფილფანი - ჩვენთვის მთავარია თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ის ძალადობა და არეულობა, რომელსაც პროვოცირებს "ოცნება" და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე

ჩვენთვის მთავარია თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ის ძალადობა და არეულობა, რომელსაც პროვოცირებს "ოცნება" და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, არჩვენებზე აქტიური ჩართულობით კი დავიცვათ თითოეული ჩვენგანის ხმა.  ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მესტიის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/959547308913622/

სალომე ზურაბიშვილი ისლანდიასა და მექსიკაში ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის და მექსიკის ახლადარჩეულ ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა მილოცვის პოსტები. მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდა. ისლანდიაში კი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილმა მასაც მიულცოა პრეზიდენტად არჩევა და დაწერა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის და საერთო ღირებულებების გასაძლიერებლად მუ

ბექა ლილუაშვილი - იღებს თუ არა განათლების მინისტრი პასუხისმგებლობას საგანმანათლებლო სივრცეებში მიმდინარე ძალადობასა და ამ სივრცეებში მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ?! (ვიდეო)

იღებს თუ არა განათლების მინისტრი პასუხისმგებლობას საგანმანათლებლო სივრცეებში მიმდინარე ძალადობასა და ამ სივრცეებში მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ?!  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000977931635091/

კახაბერ ქემოკლიძე - ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც დავდექით 90-იან წლებში, ჩვენი უგუნური ხელისუფლების გადამკიდე (ვიდეო)

ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც დავდექით 90-იან წლებში, ჩვენი უგუნური ხელისუფლების გადამკიდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დრო რამდენი ხანი გაგრძელდება? მოვახერხებთ, თუ არა არჩევნების შემდეგ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას?  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024025282775597/

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა

ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა - მითუმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ მძიმე ნიშნულზეა. “ჩვენ არ დავესწრებით

დუშეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2000 წელს დაბადებული ა.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებ

ხუთი ქვეყნის ლიდერები - უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მივაწვდით

ხუთი ქვეყნის - აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის - ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქ

„ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირი „ლაბორის” ცნობით, გაფიცულია 4621 თანამშრომელი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია. თავად კომპანია უარყოფს, რომ გაფიცულთა რიცხვი 4600-ს აღემატება. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებენ. გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ით

პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შე

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებაში“ ძალიან ანერვიულებულან ჩვენს მიერ „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ გააქტიურებაზე, რაც კარგია

„ოცნებაში“ ძალიან ანერვიულებულან ჩვენს მიერ „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ გააქტიურებაზე, რაც კარგია. ჩვენი მიზანიც ეს არის - 2018 წელს, როცა საარჩევნო დარღვევებზე შსს-დან ვმუშაობდი, სწორედ მსგავსი ჯგუფის მიერ მყისიერად ხდებოდა საარჩევნო დარღვევების აღკვეთა და დამრღვევებისთვის ბრალის წარდგენა განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, რაც მართლაც უჩვეულო იყო იმდროინდელი „ოცნების“ მმართველობისთვისაც კი. ეს იყო „ოცნების“ მმართველობაში ერთადერთი წელი, როცა ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშებში „რეაგირებები“
×
×
  • შექმენი...