Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.636

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სტუმარი: გიორგი გახარია - #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად (ვიდეო)

ინტერვიუ გიორგი გახარიასთან - პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერი; რატომ არის გახარია ივანიშვილის „მოუშუშებელი ჭრილობა?“ ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა არჩევნებამდე 4 დღით ადრე; რამდენად თავისუფალია საქართველოში (მსხვილი) ბიზნესი? არჩევნები 2024 & გიორგი გახარიას გზავნილი ბიზნესმენებს; სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია - გახარიას საარჩევნო პრიორიტეტები; როგორ გეგმავს გახარიას პარტია ელიტური კორუფციის დამარცხებას?

ჰელსინკის კომისია - უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა

უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა

არსებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახური შევიდა

თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. იპნ

საია: ცესკომ განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციამ აღრიცხა მთელი რიგი დარღვევებისა, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. მათ შორის მარკირების წესების დაუცველობაა. მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას

EU-ს ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, იმედი არ დაკარგონ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აფასებს ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას და ამბობს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. „ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირ

თეონა აქუბარდია - ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს ნდობა და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ რელსებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს (ვიდეო)

ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მას არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს ნდობა და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ რელსებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501132370589906

სუმის პროკურატურა: საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა

კვირას საღამოს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმში საცხოვრებელ კორპუსზე. უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 10. უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის მეთოდები გამოიყენა და სარაკეტო იერიში მიიტანა მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დეპარტამენტის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მინიმუმ 10 მაღალსართულიანი შენობა და მანქანები. მომხდარს გამოეხმაურა უ

კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი მინისტრებად წარადგინა

ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი – დავით სონღულაშვილი. სამივე მათგანმა არაერთხელ მისცა ხმა რუსულ კანონს პარლამენტში. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ევროინტეგრაციის კომიტეტს. ბოჭორიშვილი იყო „ქართული ოცნების” 2024 წლის საპარლამენტო სიის მე-10 ნომერი. ანრი ოხანაშვილი IX და X მოწვევის პარლამენტის წევრია. 2019 წლიდან იყო პარლამენტის

პროტესტი დარბევის შემდეგაც გრძელდება

მას შემდეგ რაც პოლიციამ ძალადობრივად დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე, გაუსწორდა მოქალაქეებს მეტროში და დააკავა მათი ნაწილი, პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა. მზიურთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა აქაც გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც ერთი მოქალაქე ძალადობრივად დააკავა. მოქალაქეები შეიკრიბნენ ვაკის პარკთანაც. netgazeti

საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა. „დავწერე განცხადება ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოსტიდან გადადგომის შესახებ. დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისთვის, და დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა. მე საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები“, — წერს მაისურაძე X-ზე.   თეა მაისურაძ

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს საუფლო დღესასწაულს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდ

ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული პოლიციის მიერ - ექიმი

„დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ! ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე წერს. როგორც კამპკამიძე განმარტავს, შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს ქიმიურ იარაღად აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მიტინგის მონაწილეებისაკენ. მისივე განმარტებით, ამგვა

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასამართლიანი იყო. ასევე, რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე; შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავ

ვატო გვაზავა - ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ აქციაზე აღარ გამოვჩნდებოდით, მიუხედავად ამისა, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და ალაპარაკდეს! (ვიდეო)

ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ აქციაზე აღარ გამოვჩნდებოდით, მიუხედავად ამისა, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და ალაპარაკდეს! ეს არის ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები კი იამაყებენ ჩვენით. ვატო გვაზავა, ექიმი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/592947709879967

საბა ქევხიშვილის დაკავების და სასტიკად ცემის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვიდეოს ავრცელებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი საბა ქევხიშვილის და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ვიდეო ეპიზოდს, რომელიც წინ უძღოდა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ძალადობას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მა

ბექა ღვინიაშვილი ძიუდოში აბუ დაბის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა. ფინალურ ბრძოლამდე ღვინიაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, მეორე ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაშიდ ბორჩაშვილს სძლია. მეოთხედფინალში ღვინიაშვილმა საბერძნეთის წარმომადგენელს, თეოდოროს ცელიდისს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა.

მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტ სატსუკს

მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს, სიარჰეი სატსუკს, ბრალდებით, რომელსაც ბევრი უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს - იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება რეპრესიები დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პირობებში. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსამართლე სვიატლანა ბანდარენკამ განაჩენი გამოაცხადა 26 ოქტომბერს. პროკურორებმა გასულ კვირაში ითხოვეს სატსუკის დამ

დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებ

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საგანგაშო მონაცემები ქვემო ქართლში

სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის - საქართველოს კანონმდებლობით განათლების მიღების უფლება სიტყვასიტყვით ასეა გარანტირებული. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ბავშვებისთვის - კანონი კი ადგენს, მაგრამ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე და უთანასწორო ვითარებაა. წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ განათლებაზე სულ მცირე 979 ბავშვს

TI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაიზარდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ დათვლილი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია. ამ პერიოდს ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყება. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა. მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია და 64 პროცენტით

ბერდია სიჭინავა - ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერად არის აღმართული

დღეს ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია, როგორც კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეების ნებასა და ევროინტეგრაციას შორის ბარიერად არის აღმართული , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ისაუბრა, რითაც შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები. მისი შეფასებით, ის გზავნ

"ნიკოს ოჯახს" - ხვიჩა კვრაცხელიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს საჩუქარი გამოუგზავნა

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე შვილის ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გამოგავნილი მაისური აცვია. იზა ომაძე მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას კარგი ადამიანობისთვის და მას წარმატებებს უსურვებს. "ქართულ ენაზე სიტყვა ვერ მოძებნა , ძალიან დიდი მადლიერების გამოსახატავად...დიდი მადლობა და უამრავი წარმატება... პირველ რიგში, დიდი და კარგი ადამიანობის, კარგი შვილობის და დიდი ფეხბურთელობის ელჩს, უამრავი წარმატება ოქროს ბიჭს. ანასტასია კი, როგორც გამორჩეული “

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.   ნახევარფინალში,ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილმა უნგრელი ევა ჰაიმასი ანგარიშით 15 :11 დაამარცხა,ფინალში უკრაინელ ევგენია ბრეუსს მოუგო 15:14 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.   ვულოცავთ ნინას,მთელ ნაკრებს, მთავარ მწვრთნელს მალხაზ მესხს ამ გამარჯვებას.  საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი განაგრძობს ასპარეზობას უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. აღსა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბახტრიონის სატუმბ სადგურზე გადაუდებელი სამუშაოები ხორციელდება, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახლით იცვლება ჩამკეტ-მარებულირებელი ურდულები. მათივე განმარტებით, ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ოთხ სხვადასხვა მისამართზე, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე გარკვეულ ქუჩებს წყ

ირანში აცხადებენ, რომ ჰიჯაბის ტარების კანონს განიხილავენ

ირანის გენერალური პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს. ირანული მედიის ცნობით, გენერალურ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამ ორი ორგანოს მიერ კანონში. მისივე თქმით, საკითხზე მომუშავე ჯგუფი ოთხშაბათს პარლამენტის კულტურის კომისიას შეხვდა და შედეგები „ერთ-ორ კვირაში“ გახდება ცნობილი. შეგახსენე
×
×
  • შექმენი...