Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.116
  • comments
    0
  • views
    692.408

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და ბანკის საქმიანობას დაბრკოლებას უქმნის - „ოცნება“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ცოტახნის წინ, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებებს ეროვნული ბანკის საქმიანობას. ამავე განცხადებაში „ოცნება“ ისევ აღნიშნავს, რომ თავს იკავებენ „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან”. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოს  პრეზიდენტის ქმედებების გამო, ხანგრძლივი პერიოდის მანძ

ზაკაევი: ჩეჩნეთში ოპოზიცია არ არსებობს, საქართველოში რუსეთის უნებართვოდ ვერ შემოვიდოდნენ

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი „TV პირველთან“ აცხადებს, რომ დღეს ჩეჩნეთში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს და ვინც კადიროვის რეჟიმს არ ეთანხმება, ქრება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ესკორტით, კადიროვის წარმომადგენლები იყვნენ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან. გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფ

ადვოკატი 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილის მიმართ, რომელსაც ყოფილი ცოლის მოგუდვა, შემდეგ კი ხევში გადაგდება ბრალდება, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს

31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილის მიმართ, რომელსაც ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის მკვლელობა ბრალდება, ადვოკატი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკოლოზ ლაჩაშვილი ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული და ასევე, სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს. დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სავარაუდოდ, სასამართ

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი. ”აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს დნიპროს

ჯოზეფ ბორელი - კახოვკის კაშხლის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აგდებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს

უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა. „კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენე

ანტონიუ გუტერეში - კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია. როგორც გუტერეში აღნიშნავს, გაერო-ს ინფორმაციასთან დამოუკიდებლად წვდომა არ გააჩნია, რის გამოც, კაშხლის აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენას ვერ ახერხებს. „ჩვენ ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები დღეს. დღევანდელი ტრაგედია, კიდევ ერთი მაგალითია ომის

მინისტრის განმარტება საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინეს. რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანი, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას (ქართული, ისტორია, სამართალი) ერთი წლის განმავლობაში მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით მიმართოს სახელმწიფოს მოქალაქეობის მისანიჭებლად. მისი თქმით, წარმოდგენილი

ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" - შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება

საქართველოს მთავრობაქართული ოცნება / Georgian Dream შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს,  დროზე შექმნან რეალური გარანტიები, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონი რუსებს არ გაუმარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ოკუპირებულ ქვეყანაში საარჩევნო სუბიექტებად არ აქცევ

„ნოვა კახოვკის“ ჰესზე თავდასხმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსების მიერ „ნოვა კახოვკის“ ჰესზე თავდასხმას ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ ეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან. გახარია ამბობს, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება, რათა რუსეთის მხრიდან გენოციდი და ეკოციდი შეჩერდეს.   tvpirveli

მაია ბუწაშვილი - ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ ადამიანს ვირუსი გადატანილი აქვს და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. „ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - კახოვსკას ჰესის დისტანციურად ასაფეთქებლად რუსმა ოკუპანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა ხერსონის ოლქში გადაიტანეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელ ანდრეი იუსოვის განცხადებით, კახოვსკას ჰესის დისტანციურად ასაფეთქებლად რუსმა ოკუპანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა ხერსონის ოლქში გადაიტანეს. მისივე ცნობით, რუსების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაადგილებისა და აღჭურვილობის შესახებ ფაქტები არსებობს, რომელთა შესწავლაც უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კახოვსკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე და

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაული საფრთხეს უქმნის უკრაინის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მან Twitter-ზე აღნიშნა, ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ და ანადგურებს ადგილობრივ ეკოლოგიას. ,,კახოვკას კაშხლის განადგურება დღეს საფრთხეში აგდებს ათასობით სამოქალაქო პირს და სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილობრივ გარემოს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომე

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით - ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან

რუსი ტერორისტები. კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას. „მათ არც ერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რ

„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი - სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა

სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა. დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტის შესახებ პროკურატურას

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო. მათი ინფორმაციით, ინფორმაციის შესახებ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა. ცნობისთვის, სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დ

ნოვა კახოვკას მერის ცნობით, კაშხლის აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი უბნების დატბორვა უკვე დაიწყო

ნოვა კახოვკას მერის ვოლოდიმირ კოვალენკოს ცნობით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ წყალი უკვე  საცხოვრებელ უბნებს მიუახლოვდა. ,,სამწუხაროდ, ქალაქში წყალდიდობა დაიწყო. ამ დროისთვის წყალი უკვე მიუახლოვდა საცხოვრებელ კორპუსებს, შესაძლოა უკვე დნეპროვსკის გამზირი და სახლების სარდაფები დაიტბორა. ეს არის პირველი ქუჩა, რომელიც ყველაზე ახლოს არის მდინარე დნიპროსთან, ყველა სხვა ქუჩა მის პარალელურად მდებარეობს. პირველ საათებში დაიტბორა პარკის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს დნეპროვსკის

შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებაზე - რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ. „შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, - აღნიშნა მიშელმა. მისი თქმით, მომხდარს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ, სადაც დატბორილი ტერი

დეპუტატი ინჯია სატელეფონო ბაზრის 25.19%-სა და ინტერნეტბაზრის 6.2%-ს აკონტროლებს - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) ქართულ ბინესში რუსულ კაპიტალსა და რუსულ კავშრებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების ინიციატივებით ცნობილი პარლამენტის წევრის ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი გავლენა. IDFI-ის მიხედვით, ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს. ფრიდონ ინჯიას საკუთ

უკრაინა: რუსეთმა კახოვკის ჰესი ააფეთქა – დატბორვის გამო იწყება ევაკუაცია

6 ივნისის გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს 5 საათში მიაღწევს. ვიდეომასალაზე, რომელიც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და უწყებებმა გაავრცელეს ჩანს, რომ სადგურის დამბა სრულიად განადგურებულია. ეს ნიშნავს, რომ წყალი დიდი რაოდენობითა და მაღალი სისწრაფით დასახლებული პუნქტებისკენ მიდის. უკრაინის შსს-მ უკვე დაასახელა მაქსიმალური რისკის ხუთი ზონა, მათ შორის, შედის ქალაქ ხერსონის ნაწილიც.   როგო

თბილისში, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა

2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, ორბელიანების სასახლის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებზე 9 მლნ ლარამდე ხელფასი და დანამატი გაიცა

2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიის მოვლის, დაცვისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, ჯამში, 3 470 882.4 ლარი დაიხარჯა, საიდანაც კომუნალური ხარჯები 2 442 442 ლარს შეადგენს, ხოლო დაცვის თანამშრომლების ხელფასებზე 1 028 440.4 ლარი გაიცა. ადმინისტრაციული შენობების შენახვისა და მოვლის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა, თუმცა უწყებამ სააგენტოს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციის კომუნალური ხარჯების შ

ნათია მეზვრიშვილი - დასავლეთისთვის სურათი ნათელია: საქართველოს ანტიდასავლური ხელისუფლება ჰყავს, თუმცა პარტნიორებისთვის ნათელია ის, თუ სად დგას ქართველი ხალხი

ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მეზვრიშვილის თქმით, გერმანელ პარტნიორებთან არაფორმალურ შეხვედრაზე ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ევროინტეგრაციასთა

სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს - ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი

კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე, ომის დანაშაულს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს. „კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ ომის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვ

რუსეთის მოქალაქეებისთის საუკეთესო დასასვენებელ კურორტებს შორის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე ადგილზეა

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც დღეს რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა დასასვენებლად წასვლას არჩევს. როგორც საინფორმაციო პორტალი Turprom-ი იუწყება, რუს ტურისტებს საზღვარგარეთ დასასვენებლად ფასების 50%-იანი ზრდაც არ აშინებთ. ჯერ-ჯერობით მათ არჩევანში თურქეთი ლიდერობს, სადაც დასვენების საშუალო ფასი 265 000 რუბლია. რუსეთის მოქალაქეებისთის შვებულების გასატარებლად საუკეთესო მეორე ადგილი აფხაზეთმა დაიკავა, სადაც ტურის საშუალო ღირებულება 80-დან 100 ათას რუბლამდე მერყ

მოვითხოვთ, შენარჩუნდეს კინოცენტრის დამოუკიდებლობა - კინოცენტრის ღია წერილი

გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით – ამის შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ღია წერილშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობის 22 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი იქცა ერთადერთ და საკვანძო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციად ქართული
×
×
  • შექმენი...