მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს - როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მის მიერ დასმული კითხვა განმარტა.
დეპუტატის თქმით, მან კითხვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასვა.
„მე არ მინდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა 28 მაისის ბრიფინგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას.
საქართველოს პარლამენტის 84-მა წევრმა დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და საბოლოოდ მიიღო რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას.
ნეტგაზეთი
NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი „პირველი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას – ელოდებით თუ არა საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე? – პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება.
სმიტის განცხადებით, არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი წარმოდგენილი იყოს სამიტზე.
NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ი
ვენეციის კომისია მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ და ცენზურის დამწესებელ კანონპროექტს აფასებს და რეკომენდაციას გასცემს, ხელისუფლებამ არ გააგრძელოს მისი მიღება.
საქმე ეხება კანონს, რომელსაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ჰქვია და გულისხმობს თანმდევ ცვლილებას კიდევ 18 კანონში. საკანონმდებლო პაკეტი ითავლისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.
ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული კრიტიკა საქართველოში გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, - ასე გამოეხმაურა CNews-თან საუბრისას პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ტატა ხვედელიანი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ დასკვნას, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს და ცესკოს დაკომპლექტების საკითხს შეეხებოდა.
მისი თქმით, გენდერული კვოტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს უ
ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, სადაც ხელისუფლებას ვირჩევთ, რომელიც შემდეგი ოთხი წელი მართავს ამ ქვეყანას, ამ არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდეგი 20-30 წლის ბედი და საბოლოო ჯამში გადასაწყვეტია, სად ურჩევნია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ცხოვრება.
გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1252155125764556/
პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება“, ეს სიმართლე არ არის.
„რატომ ვერ შედგა დიდი გაერთიანება? უპრიანი იქნება, რომ ამაზე თვითონ განაცხადონ. გულწრფელად განაცხად
ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა – ის ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-მ დაუდასტურა. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე მისულ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსეთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ: სულ 3 ადამიანი – 2 პილოტი და 1 შტურმანი.
არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.
რუსული წარმოების თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტი 100 NEW-95″ ტყის ტერიტორიაზე ცამოვარდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, თვითმფრინავი შეკეთების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.
ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია „გა
წუხელ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრისას ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია, ტრამპმა კი მას უთხრა, რომ არ დაიჯეროს, თითქოს მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთს მოუტანს სარგებელს.
„ზელენსკი არწმუნებდა ტრამპს, რომ არ დაუჯეროს ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც პუტინის მქომედებების ახსნას ან გამართლებას ცდილობენ. მისი მოქმედებების გამართლება არ შეიძლება, ის
კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნების დამარცხების გასაღები გიორგი გახარიას გუნდს გვიჭირავს.
ჩვენს პარტიას პოლიტიკური სვლები ჯერ არც კი დაუწყია და ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, ჩვენ საარჩევნოდ ბევრად ძლიერები ვიქნებით.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1209637343384067/
"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ მან აწარმოოს საარჩევნო კამპანია სასამართლოს დარბაზიდან."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.
„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა“.
„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო.
ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, „დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“.
"დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამე
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილს შუშის კოლბიდან მოუწევდა საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. საიდან სადამდე მივიდა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1498597437710825/
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი „იმედის” ეთერში ამბობს, რომ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციისთვის ამ დროის მონაცემებით 469 ორგანიზაციამ მიმართა.
მისი თქმით, დღის ბოლოს გააჟღერებენ საბოლოო რაოდენობას იმ ორგანიზაციებისა, რომლებმაც სამინისტროს „ნებაყოფლობით” მიმართეს.
იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი 5 აგვისტოს აამოქმედა. ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერი იყო. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებ
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ოლქის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.
„სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია“, - აღნიშნა ფედოროვმა.
მისი თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართული
ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადაცემული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენება დაამტკიცა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა გამოცემა FAZ-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი მიზნებისთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ეს ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის საბრძოლო თვი
2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს, - ეს განცხადება ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამი
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, შევქმენით იმისი შესაძლებლობა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ნიადაგი მოვამზადოთ შემდგომი თანმაშრომლობისთვის, არჩევნებია დასაცავი.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1897299590792470/
ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი არის “ოცნების” დამარცხება და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში არ მოშვება.
ვიბრძვით, რათა მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და დავასრულოთ ეს მოჯადოვებული წრე.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000024671811998/
“ოცნების” ყოფილ მხარდამჭერებს, რომელიც არის იმედგაცრუებული, რომელიც არ აპირებს არჩევნებზე მისვლას მინდა ვუთხრა, რომ არ გეგონოთ ეს არჩევნები იოლი, იქნება ძალიან დაძაბული, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომ შედეგის გადაწყვეტა შეუძლია ყველას, არჩევნებზე მისულ კონკრეტულ ადამიანს. სულ არ ეგონა სააკაშვილს, რომ წააგებდა იმ არჩევნებს, მაგრამ ისეთი დარაზმულები მივიდნენ “ოცნების” მხარდამჭერები, რომ სწორედ ამან გადაწყვიტა არჩევნების ბედი.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, 27 სექტემბერს საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.
„გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მ
ემიგრანტების არაერთგზის მიმართვისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ადგილზე აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბანი არ იხსნება.
ცესკოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ერთადერთი საარჩევნო უბანი პარიზში გაიხსნება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის“. თუმცა არსებული პრაქტიკით, საკონსულო აღრიცხვაზე
ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ
მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან.
არა უმრავლესობით, არამედ მცირე ხმებით შესაძლებელია
მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ბმული: https://forgeo.ge/ka/news/1334