Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.644

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროკომისიის პრეზიდენტი Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დენ ლაიენი Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. უახლესი რეიტინგის მიხედვით, პირველი ოთხი ადგილი პოლიტიკოსმა ქალებმა გაინაწილეს. ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან ქალებს შორის დასახელდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ხუთეულს ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ხურავს. FORBES-მა სია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეადგი

“უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის” – განცხადება

საქართველოში, მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურებიან იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ (ასევე, ოსურ და ქართულ) საზოგადოებებს  შორის აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა აქტორების და ჯგუფების მონაწილეობით. საგნობრივი დისკუსია შესაძლოა შეეხოს მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: გაყოფილ საზოგ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალ ფორმულას სთავაზობს

კომიტეტის ათმა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი მოამზადეს. პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს. კანონის პროექტით საზოგადოებრივი მაუ

„არასრულწლოვნებს მოტყუებით გააგზავნინეს ინტიმური ფოტო-ვიდეოები და გაასაჯაროვეს“ – ბრალდებულია 14 პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 14 პირი ამხილა. მათგან 5 უკვე დაკავებულია. დაზარალებულთა ნაწილი არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელმაც ნაცნობ 14 წლის ბიჭს ფეისბუქის მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა. ბიჭმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები თავის ორ მეგობარს გაუგზავნა. საბოლოოდ, აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები გოგონას კლასელებს შორის გავრცელდა. კი

გიორგი გახარია - რა საგარეო საფრთხეს უქმნის საქართველოს "ოცნების" კორუფცია (ვიდეო)

რა საგარეო საფრთხეს უქმნის საქართველოს "ოცნების" კორუფცია... გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  GHYEfhizK0qNFIICAMKSCSA8vFsBbmdjAAAF.mp4

„რამდენიმე თვეში წარმოვადგენთ გეგმა-გრაფიკს" - მინისტრი სასკოლო კვების ეტაპობრივად დაწყებას განიხილავს

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით სამინისტრო გეგმა-გრაფიკის შედგენაზე მუშაობს, რათა ეტაპობრივად დაიწყოს კვების საკითხის გადაჭრა, – ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2-ის” გადაცემაში ისაუბრა. აქამდე გაცხადებული პოზიციებისგან განსხვავებით, ამილახვარმა აღნიშნა ისიც, რომ მას არ სურს დაელოდოს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს; რომ სულ რამდენიმე თვეში მზად იქნება აღნიშნული გეგმა-გრაფიკი და შედეგად გავიგებთ, რა იქნება შესაძლებელი. მინ

ბექა ლილუაშვილი - ჩვენი გუშინდელი სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის, შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ!

- ჩვენი გუშინდელი სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის, შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ! - “ოცნება” რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა, კითხვებზე პასუხი უნდა გეცა, ისარგებლა გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით და უბრალოდ კიდევ ერთხელ დაიმალა! - გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზეც აგებულია 2024 წლის საარჩევნო სტრატეგია. სააკაშვილი ამ სტრატეგიის მთავარი ღერძი და ერთადერთი ფარია, რ

ბექა ლილუაშვილი - როგორ ეფარება სააკაშვილის საფრთხობელა ფარს "ოცნება" (ვიდეო)

როგორ ეფარება სააკაშვილის საფრთხობელა ფარს "ოცნება"      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. GICWmAAMlikwllQCALrjbKRrJ2NmbmdjAAAF.mp4

“ევროპა რუსულ გაზს თავიდან იცილებს, საქართველო კი რუსულ გაზზე ჯდება - ესაა “გაზპრომის” ტაქტიკა”

“ევროპა რუსულ გაზს თავიდან იცილებს, საქართველო კი რუსულ გაზზე ჯდება. საგანგაშოდ იცვლება ქვეყანაში რუსული გაზის მოხმარების ტენდენცია” - რუსული გაზის საქართველოში მოხმარების სტატისტიკაზე, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „თუ 2018 წელს გაზის მთლიან მოხმარებაში რუსული გაზის ხვედრითი წილი იყო მხოლოდ 1,7 პროცენტი, 2019 წელს იგი გახდა 6,3 პროცენტი , 2020 წელს 7,9 პროცენტი, 2021 წელს 15 პროცენტი, 2022 წელს 12 პროცენტი, ხოლო 2023 წლის თერთმეტი თვის მდგ

HRW - საქართველოში მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა

მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა. ოქტომბრისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 37 საჩივარი და დაიწყო 12 გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში მავნე ჩარევის ფაქტზე, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტო

ბერდია სიჭინავა - უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კორუფციულ შემთხვევებზე და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში

"უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კორუფციულ შემთხვევებზე და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში.”      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3783670515213095/

გიორგი შარაშიძე - თუ ჩვენ არ გვექნება სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრები

“არსებული კორუფციის პირობებში ჩვენ ვერ გვექნება სამართლიანი არჩევნები. თუ ჩვენ არ გვექნება სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრები.”     გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/435943342193585/

მიშა დაუშვილი -თუ მართლა უნდათ გარე ძალებისგან და მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა, მაშინ უნდა მიიღონ ჩვენი შეთავაზებული კანონები

ჩვენი კანონპროექტი ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რომ დღეს, ამ ქვეყანაში თუკი ვინმე საფრთხეს წარმოადგენს გარე ძალებიდან და ჩვენს ქვეყანას თუკი ვინმესგან დაცვა სჭირდება, ეს არის რუსეთი. ამიტომ, თუ მართლა უნდათ გარე ძალებისგან და მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა, მაშინ უნდა მიიღონ ჩვენი შეთავაზებული კანონები.     მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/940779677528532/

ბექა ლილუაშვილი - მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის (ვიდეო)

ეს ცვლილებები საარჩევნო წესში, ასახავს "ოცნების" სისუსტეს, მათივე ნაბიჯები აჩვენებს, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378525641818765/

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, რომ თავის შიშებზე ჭრის და კერავს, გავლენის ახალ-ახალ ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში

ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, როდესაც პირველად მოხვდა "რუსული" კანონის დაინიცირება, მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახო დავალიანების ჩამოწერა 145 ათას პირს შეეხება, დავალიანების ჯამური ოდენობა კი 590 მილიონ ლარს შეადგენს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. როგორც მინისტრი განმარტავს, იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ. ხუციშვილის თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო. “ჯამში 145 ათასი პირია, რომელთა ჯამური საგადასახა

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს

ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწე

სალომე ზურაბიშვილი - მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? - დარწმუნებული ვარ, რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე

მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე - მე [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტს ვეტოს დავადებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. „მე მას ვეტოს დავადებ, როგორც

ანა ბუჩუკური - “ოცნება” და ივანიშვილი ცდილობს ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპიროს, ამ კანონის ყველაზე დიდი რუსულობაც ეს არის (ვიდეო)

“ოცნება” და ივანიშვილი ცდილობს ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპიროს, ამ კანონის ყველაზე დიდი რუსულობაც ეს არის. ფაქტია, რომ ივანიშვილის “ოცნების” პირობებში ჩვენი ქვეყანა ვერ გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1628333287915313/

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება. როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ ან ოფისთან პლაკატები გააკრეს | რჩევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან პლაკატები გააკრეს. „ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს

მინიმუმ 6 ადამიანი იყო, წამაქციეს და მერე ფეხით შემდგნენ - ბორის (ჩელე) ყურუა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის (ჩელე) ყურუას თავს დაესხნენ. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თავდამსხმელები მას სახლთან ელოდებოდნენ და ცემეს. მისი თქმით სავარაუდოდ მხარი და თითი აქვს ამოვარდნილი. როგორც ყურუა ამბობს, მინიმუმ, 6 ადამიანი თავს დაესხა. პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი - თვალყურს ვადევნებთ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს - სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შესახვედრად

სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ

იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს III მოსმენით დაუჭირა მხარი, სხდომა ერთ წუთს გაგრძელდა

იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. სხდომა ერთ წუთსა და 6 წამს გაგრძელდა – 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:16-ზე დაიხურა. რეგლამენტის მიხედვით, მესამე მოსმენაზე მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განიხილავენ. ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ დარიგებული ჰქონდათ რედაქტირებული ვერსია, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და კენჭი უყარა. კანონპროექტი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. მესამე მოსმენაზე კენჭისყრის შემდეგ კანონპრო

მიხეილ დაუშვილი - აშშ ამბობს: „მზად ვარ დაგეხმარო, ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით“, როგორც ნამდვილი მეგობარი - იმედია, „ქართული ოცნება“ ამ შესაძლებლობაზე მაინც არ იტყვის უარს, სისულელე არ მოიგონონ!

როდესაც ნამდვილმა მეგობარმა დაინახა, რომ ხელისუფლება მზად არის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და რუსეთის პირისპირ დატოვოს, მოვიდა და გითხრა, ოღონდ შენ ეს ნაბიჯი არ გადადგა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. მიხეილ დაუშვილის განცხა
×
×
  • შექმენი...