„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
„საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინ
„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას „ორბი ჯგუფის” მიერ ბახმაროში დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მათი თქმით, კურორტზე პროექტის მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს მისი იერსახის დამახინჯებასა და ამასთანავე, დიდი ზიანის მომტანი იქნება ეკოლოგიისთვის.
გარდა ამისა, საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს, შეჩერდეს დაგეგმილი მშენებლობა, წინააღმდეგ შემთ
"ირაკლი კობახიძე ჩვენთვის შესაძლებლობაა და ეს კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა გუშინ, როცა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ილაპარაკებდა, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069087454316426/
საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება.
პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.
აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე და თავისი პერსონალური ხარჯებით გაემგზავრა.
18 თებერვალს ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. თემა ევროკავშირის გაფართოებაა.
ზურაბიშვილთან ერთად პანელის მონაწილეები არიან:
ოლჰა სტეფანიშინა – უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow რაკეტა გადასცეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მზად ვართ ყველა ვარიანტი განვიხილოთ უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, - განაცხადა კამერონმა.
ბრიტანელი მინისტრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გერმანიამ დიდ ბრიტანეთს Taurus რაკეტები მიაწოდოს, ხოლო ბრიტანული მთავრობა, სანაცვლოდ, უკრაინას დამატე
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს.
„21 მარტის ღამეს მტერმა თავდასხმა 11 „ტუ-95“-ის ტიპის ბომბდამშენიდან 2 „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტით და 29 ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. (გაშვების ადგილები - ვოლგოდონსკი, ენგელსი - რუსეთის ფედერაცია)“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეც
"ქართველი ხალხი დღეს არის ბევრად ევროპელი, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება პრო ვისია, უკვე აღარ ვიცი. ადრე ვამბობდი პროთავისიანები არიან-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, პანიკაში ჩავარდნილები იმდენ სისულელეს აკეთებენ, უკვე პროგნოზირებაც შეუძლებელია. რა თქმა უნდა ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ასე ადვილი არ არის, დაზიანება კი შესაძლებელია ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯებით, ეს კანონი კიდევ იმიტომ არის რუსული, რომ საზოგადოებას ორ ნაწილად ჰყოფს. კანონს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ს
ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება" მიზანმიმართულად და პრიმიტიულად ცდილობს საზოგადოების დაყოფას "ნაცებად" და "ქოცებად" ყველა სფეროში - სპორტი, კულტურა, განათლება და ა.შ.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835501178594272/
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი:
"იასამნების დედოფალი...
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რამხელა სიყვარულს დებს ქალბატონი ნონა ანთაძე იასამნების საკოლექციო ნაკვეთის გალამაზებაში.
ქალბატონი ნონა ანთაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია იასამნების საკოლექციო ნაკვეთს კურირებს : „ბოტანიკურ ბაღში 1962 წლიდან ვმუშაობ. სტუდენტი ვიყავი, როცა აქ მოვედი. ძალიან საინტერესო იყო აქ მუშაობა. მიყვარს ჩემი საქმე — თითოეული ყვავილი, თითოეული ბუჩქი...''
1970 წელს საქართველოს
საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით და პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
ფონდების შეფასებით, თუ კანონი მიღებული იქნება, „ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში”.
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლი ქვედანაყოფის „შავი არწივის“ ცნობით, დაღუპულები არიან მათი მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე.
ქვედანაყოფის ცნობით, ქართველი მებრძოლები ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეშჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 წლის თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
netgazeti
პარტია „ახალის” წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ.
მისი თქმით, თავდამსხმელები სადარბაზოსთან ელოდებოდნენ.
„როგორც მეზობელმა მითხრა, ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ორი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ერთი – მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული ისე მოქმედებდნენ. მე და ჩელე ერთად წამოვედით, მასაც დახვდნენ სახლთან და მეც. მგონია, რომ ხელების დაფარებამ გადამარჩინა. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. მანქანა სწრაფად მოუყენეს“
თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა.
თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ.
სტუდენ
12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ.
წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
წერილში ნათქვამია, რომ „ახლა პირდაპირ და მკაფიო გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე, უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ შემთხვევებს სწავლობენ, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო მომართვათა ის ნაწილი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის სამართალდამცველ ორგანოში გადაიგზავნა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელება
“ოცნებას” შევყავართ ძალიან ბუნდოვან და დიდ რისკებში, რომელსაც დღეს თვითონაც ვერ ზომავენ, რატომ? იმიტომ, რომ ერთი თემა არის - ოფშორების კანონის მიღება და მეორე არის ამის აღსრულება. ჩვენ, დარწმუნებული ვართ მალე დავინახავთ ეს კანონი, რისთვის დაიწერა და ვისთვის მიიღო უმრავლესობამ.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/766255212380551/
"დაშინების მცდელობა, ცემა და ძალადობა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ ხელისუფლება თავად შეშინებულია და მსგავსი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას."
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/798873098865113/
ჩვენ ვნახეთ რომ ძალადობაში ჩართულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ივანიშვილი და მისი "ოცნება" ხალხის წინააღმდეგ იყენებს სახელმწიფო უწყებებს, როგორც ინსტრუმენტს. ამ ყველაფერში ჩართულები არიან ეგრედწოდებული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ადამინებზე ძალადობენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1649316099148499/
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ.
„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის
კომპანია "სოკარი" ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში პირობას დებს, რომ 1 ივლისს, 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება მათ სადგურებში 2 ლარი იქნება.
ამის შესახებ სპეციალური განცხადება მათ სოციალურ ქსელში განათავსეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე....“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით.
უკრაინაში რუსეთის საჰარეო თავდასხმების შემდეგ სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
რუსმა ოკუპანტებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მასობრივი სარაკეტო იერიში 8 ივლისის დილას მიიტანეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 38 ადამიანი. დაშავდა 190, მათგან კიევის საავადმყოფოშია 64. 28 ადამიანი ჰოსპოტალიზებულია კრავავი რიჰში, 6 – დნიპროში.
ზელენსკის განცხადებით, კიევის საბავშვო კლინიკიდან, რომელიც რუსეთმა დაბომბა, ყველა პაციენტი სხვა სამედიცი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს", - წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტ
„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
პროფკავშირი „ლაბორის” ცნობით, გაფიცულია 4621 თანამშრომელი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია.
თავად კომპანია უარყოფს, რომ გაფიცულთა რიცხვი 4600-ს აღემატება. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებენ.
გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ით
ისრაელის შორ მანძილზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ, Arrow 3-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ისრაელის სამხრეთ ქალაქ ეილათში სირენების ხმა ისმოდა. „ჰუსიტები“ აცხადებდნენ, რომ ეილათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმაა