Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.582

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გამჭვირვალობა არაფერ შუაშია, აქ მთავარია აგენტის იარლიყი - ვარლამ გოლეთიანი კობახიძეს პასუხობს

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ მალე შეიქმნება აგენტების რეესტრი და ყველა გაიგებს ვისგან ფინანსდებოდა ნამოხვან ჰესის დაბლოკვა. მან თქვა, რომ აქ ჩართული იყო არარუსული წყაროებიც. „ვადევნებ თვალს ამ ამბავს, (კანონპროექტს უცხოეთის აგენტების შესახებ), ამბობენ, რა პრობლემა გაქვთ გამჭვირვალობასთანო, ამათ კარგად მოუძებნეს წერტილი, სად შეიძლება დაარტყან ორგანიზაციებს, ხალხს, ვინც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თითქოს ვინმე გამჭვირვალობის წინააღმდეგია, თორემ ვინ მოვიდა, ვინ

ბექა ლილუაშვილი - დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვეუბნებიან, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ - სხვანაირად როგორ გვითხრან, რომ სხვა მხარეს წავედით?

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის იზოლაციური პოლიტიკა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას ნიშნავს და ქვეყნისთვის მშვიდობის ერთადერთი გარანტი ევროკავშირია. როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვანიშნებენ, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ, რითაც გვეუბნებიან, რომ „სხვა მხარეს წავედით“. „ცხადია, პრეზიდენტის განცხადება, შინაარსობრივი თვალსაზ

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს. აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა პოლონეთის პოზიციის გამო,

ნათია მეზვრიშვილი - ოცნების პროპაგანდისტ კობახიძეს მინდა ვუპასუხო: კანდიდატის სტატუსთან ამ კანონს კავშირი არ აქვსო - ტყუილია!

ოცნების პროპაგანდისტ კობახიძეს მინდა ვუპასუხო: კანდიდატის სტატუსთან ამ კანონს კავშირი არ აქვსო - ტყუილია! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამ კანონზე დისკუსიის დაწყებაც კი პირდაპირ კავშირშია სტატუსთან. "მსგავსი უნგრული კანონპროექტი (რომელიც უნგრეთმა რუსეთისგან გადმოიღო) ევროკავშირის პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც იცით ვინ მიმართა? ევროკო

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. ისინი ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციი

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალ

ბექა ლილუაშვილი - ვენეციის კომისიაში დე-ოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების შესახებ კანონის პროექტების გაგზავნა, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, თითქოს ხელისუფლებას აინტერესებს ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები

ამ ხელისუფლების ნაბიჯები, მათ შორის ვენეციის კომისიაში დე-ოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების შესახებ კანონის პროექტების გაგზავნა, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, რომლითაც ხელისუფლება ქმნის აღქმას, რონ თითქოს აინტერესებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, ქვეყანას ისეთი მიდგომა სჭირდება, რომელიც ყველა ოლიგარქს თუ არაფორმალურ მმართველს -  იქნება ეს ივანიშვილ

მოგიწოდებთ, გააძლიეროთ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით ვალდებულებები - კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან დღეს, 17 მარტს, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. "საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, 1987 წელს. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძ

კარიმ ხანი - "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს"

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მატია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემაზე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა. პროკურორის განცხადებით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც მოიცავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებიდან და ბავშვზე ზრუნვის სახლებიდან მინიმუმ ასობით ბავშვის დეპორტაციას. ხანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის განკარ

ლევან ხაბეიშვილი - ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა

ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა შეიცვალა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდით?“ ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რა დროსაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე, ევროპულ მომავალზე და მოქალაქებს 9 აპრილს აქციაზე გასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.   ავტორი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინას თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს

უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა განიხილეს. „ანჯეი დუდას ვესაუბრე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, ფრონტის გარკვეულ ნაწილებში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და უახლოესი მომავლისთვის ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“. იპნ

აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, უწყების თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების

სიმონიანი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოს მთავრობას აქებს

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მიესალმება პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. მისი თქმით, ეს საქართველომ „თავისი სწორი ქცევით“ დაიმსახურა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა. აგრეთვე, რუსეთმა გააუქმა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე. ნეტგაზეთი

სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში?! – რა ვიცით [განახლებადი]

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარარებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს. პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპი

ბერდია სიჭინავა - როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები (ვიდეო)

“როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები. ერთი ადამიანის მსახურებაშია გადასული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს დახმარებით მიღებული სიკეთეები ელიტური ოჯახების ჯიბეებში ილექება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო მზადება და საზოგადოებას სიგნალი გაუგზავნა, როგორი იქნება ეს პერიოდი. მათ აწყობთ მოცემულობა, რომ ნაციო

პოლონეთში რუსეთის ელჩი დაიბარეს „სტალინის ნაჩუქარ მიწებზე“ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების გამო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადებების შემდეგ დაიბარა რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი. ამის შესახებ პოლონეთის პრეს-სააგენტო იტყობინება. სააგენტო ციტირებს მინისტრის მოადგილეს პაველ იაბლონსკის, რომელმაც რუსი დიპლომატის დაბარების მიზეზად დაასახელა კრემლის თავკაცის „პროვოკაციული განცხადებები“ და „რუსეთის ფედერაციის სხვა არამეგობრული ქმედებები პოლონეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“. იაბლონსკის თქმით, შეხვედრა ხანმოკლე იყო,

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. როგორც მან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ქულებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადები შეიტანონ. მისივე თქმით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს

რამდენიმე წუთის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს

რამდენიმე წუთის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. პალიტრა

გიორგი გახარია - რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და  პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი  გახარია სოციალურ ქსელში სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. "რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია." Twitter: 

"საქართველოსთვის" - მადლობა ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი!

"მადლობა - ქართველ ხალხს! დღევანდელი დღე ეკუთვნის ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი! მადლობა, რომ ამისთვის უმძიმესი ფასის არაერთხელ გადახდის მიუხედავად, ურყევად რჩებით თავისუფლების ერთგულად და გესმით, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ევროპასთან ერთად. მადლობა - ევროპელ ხალხს! იმისთვის, რომ ხედავთ ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და ხართ

ანა ბუჩუკური - მოვუწოდებთ, ერთი მხრივ რადიკალურ ხელისუფლებას და მეორე მხრივ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, სასწრაფოდ შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ფორმატები, დავიწყოთ სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიბრუნოს ლიდერის სტატუსი ასოცირებულ ტრიოში (ვიდეო)

"მოვუწოდებთ, ერთი მხრივ რადიკალურ ხელისუფლებას და მეორე მხრივ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, სასწრაფოდ შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ფორმატები, დავიწყოთ სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და პირველ რიგში იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიბრუნოს ლიდერის სტატუსი ასოცირებულ ტრიოში და საბოლოო ჯამში გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  402280169_667265871898826_5602012432989682113_n.mp4

პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. „საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ

მიშა დაუშვილი - 2012 წლის ისტორია მკაფიოდ მეორდება, “ნაც.მოძრაობას” კვლევებით თითქოს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ რეალობა ვნახეთ. დღესაც რეალობა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც კვლევებში ჩანს (ვიდეო)

“2012 წლის ისტორია მკაფიოდ მეორდება, “ნაც.მოძრაობას” კვლევებით თითქოს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ რეალობა ვნახეთ. დღესაც რეალობა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც კვლევებში ჩანს.”      მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 402261462_665119959154102_9149109972891102884_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ყველგან ვიქნებით, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქის ინტერესი ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გრძელვადიანი მშვიდობა, ეკონომიკური სარგებელი, განვითარება (ვიდეო)

“ყველგან ვიქნებით, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქის ინტერესი ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გრძელვადიანი მშვიდობა, ეკონომიკური სარგებელი, განვითარება.”  ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 406694773_1493543164833655_2880090966433427026_n.mp4

სუსი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უწყების განცხადებით, ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
×
×
  • შექმენი...