Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.810

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი

თსუ-ს სტუდენტი: ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიაში შესვლაზე, დილიდან რუსთაველზე ვიდგებით

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა. თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ. სტუდენ

აქციაზე დაკავებული ქაცარავა სასტიკადაა ნაცემი

დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები. „გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, დაკავებულია. არის სასტიკად ნაცემი თავის არეში, ყბა აქვს გატეხილი, ყვრიმალის ძველი აქვს მოტეხილი, თვალი ჩასიებული. სახე და თავი აქვს დეფორმირებული ფაქტობრივად, ძალიან მიზანმიმართულად ძალიან ბევრმა ადამიანმა ურტყა თავში განსაკუთრებულად,“ — ამბობს ნეტგაზეთთან სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი. ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმ

ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ. მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა: მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები:   აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ:        

ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა. „როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. პრაღაში, ნატოს საგარეო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციაზე - სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას - დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია

ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე შედგენილი და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. „ყველაზე სე

ზაზა თავაძე - დაშინების მცდელობა, ცემა და ძალადობა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ ხელისუფლება თავად შეშინებულია და მსგავსი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას (ვიდეო)

"დაშინების მცდელობა, ცემა და ძალადობა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ ხელისუფლება თავად შეშინებულია და მსგავსი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას."  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/798873098865113/

ზელენსკის ცნობით, 8 ივლისს კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი

უკრაინაში რუსეთის საჰარეო თავდასხმების შემდეგ სამაშველო ოპერაციები გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მასობრივი სარაკეტო იერიში 8 ივლისის დილას მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 38 ადამიანი. დაშავდა 190, მათგან კიევის საავადმყოფოშია 64. 28 ადამიანი ჰოსპოტალიზებულია კრავავი რიჰში, 6 – დნიპროში. ზელენსკის განცხადებით, კიევის საბავშვო კლინიკიდან, რომელიც რუსეთმა დაბომბა, ყველა პაციენტი სხვა სამედიცი

მედია: ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი გაჩერდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 5 ივლისს კი ოჩამჩირის პორტში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ. გამოცემა Naval News წერს, რომ ნოვოროსიისკის პორტში,

ისრაელმა „ჰუსიტების“ მიერ მისი ტერიტორიისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია

ისრაელის შორ მანძილზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ, Arrow 3-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ისრაელის სამხრეთ ქალაქ ეილათში სირენების ხმა ისმოდა. „ჰუსიტები“ აცხადებდნენ, რომ ეილათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმაა

ადვოკატი: გვკითხეს ივანიშვილისა და „ოცნების" წევრების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებაზე

2008 წლის აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილი სუს-მა ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხა. გამოკითხვის შემდეგ როგორც კახაბრიშვილმა, ისე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა. მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს,

TI: „ოცნების" დელეგატის და მისი პარტნიორის კომპანიებმა შესყიდვებიდან 41-მლნ-მდე ლარი მიიღეს

„საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 40.7 მილიონი ლარი მიიღეს. აკაკი ალადაშვილი „ქართული ოცნების” დელეგატია საბურთალოს რაიონში. ის 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

ანა ბუჩუკური - ივანიშვილს პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია აღარ აქვს, იმიტომ, რომ ხალხს უბრალიდ აღარ სჯერა მისი (ვიდეო)

ივანიშვილს პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია აღარ აქვს, იმიტომ, რომ ხალხს უბრალიდ აღარ სჯერა მისი.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1202566154285534/

ნათია მეზვრიშვილი - პაპუაშვილი არის “ოცნების” მთავარი დეზინფორმატორი და პროპაგანდისტი (ვიდეო)

- პაპუაშვილი არის “ოცნების” მთავარი დეზინფორმატორი და პროპაგანდისტი. - “ოცნება” უკვე დამარცხებულია, ეხლა მიმდინარეობს ამ მარცხის გააზრების პროცესი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1049663503225095/

ბექა ლილუაშვილი - "ოცნება" ტყუილებით ცდილობს საზოგადოებაზე ზემოქმედება მოახდინოს და ამ ტყუილებს წინა საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს (ვიდეო)

"ოცნება" ტყუილებით ცდილობს საზოგადოებაზე ზემოქმედება მოახდინოს და ამ ტყუილებს წინა საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1502265804501763

TI: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მერაბ გაბინაშვილს 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება არ მიუთითებია. ორგანიზაციის ცნობით, მერაბ გაბინაშვილს დეკლარაციაში არ შეუტანია მის საკუთრებაში არსებული 121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე; 801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფც

გასულია კანონის ჩარჩოებიდან – NGO-ების წარმომადგენლები ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებიდანაა გასული. კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, „რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობი

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.   იპნ

სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ქარტიით“ წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა, დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან

მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოთხმა პარტიამ, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხვედრები დაადასტურეს, რომ ქარტიის ერთგულები არიან. „14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყვე

გახარია გოგიჩაიშვილზე - როგორც ჩანს აქციიდან ბრუნდებოდნენ და თავს დაესხნენ ერთ ადამიანს - მმართელი პარტიის ლიდერების რიტორიკა და საჯარო გამოსვლები მსგავს ფაქტებს ახალისებს

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მის თანაგუნდელზე, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების მოძალადე ჯგუფები პარტიის მხარდამჭერებსაც ესხმიან თავს.  როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მმართელი პარტიის ლიდერების რიტორიკა და საჯარო გამოსვლები მსგავს ფაქტებს ახალისებს. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნების ლიდერების მუქარას მოჰყვება მათივე ზონდერ, მოძალადე ბრიგადების ჩვენი მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური თავდასხმები. ასეთი იყო ბათუმშ

გიორგი გახარია - ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” - მათი ისტერიკა და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველებაც აქედან მომდინარეობს

საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარი პროცესები ფარდის უკან მიდიოდა, რომელსაც ახლდა ძალადობა, ზეწოლა, დაშინება და ა.შ. “ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო გარემო ზედაპირულად

საია: ჩვენს დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულში თავს დაესხნენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისანში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი. პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ

გახარია აშშ-ს ივანიშვილის და „ოცნების“ სანქცირებას მოუწოდებს

გიორგი გახარია ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები. ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა „აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ: „ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას. ეს

სენატორი ჯიმ რიში - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. „ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - წერს ამერიკელი სენატორი.
×
×
  • შექმენი...