Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.404

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ცესკო მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ცესკო-ს ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგ

აღმაშენებლის ხეივანში ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა. მომხდარის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს. ipn

ჯოზეფ ბორელი - მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ თავდასხმას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმას მხდალ ქმედებად აფასებს. "მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ და მიზანმიმართულ თავდასხმას, რომლის სამიზნე უნივერსიტეტი და თეატრი იყო და რომლის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ახლა, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან", - აცხადებს ბორელი. შეგახსე

დაბა ჩაქვში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

დაბა ჩაქვში ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული. „როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა. სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა“, - ამბობენ ადგილობრივები. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნე

მწერლები მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს, ღიად გაემიჯნოს რუსულ ფესტივალს

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენლები მიმართავენ კულტურის სამინისტროს და მოუწოდებენ, ღიად გაემიჯნონ რუსულ ფესტივალს. საუბარია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალზე. რუსული მედია მანამდე წერდა, რომ მასში საქართველოს მხარეც იღებდა მონაწილეობას, კერძოდ კი რუსული ცენტრის „აზბუკას“ თანამშრომლები. წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს, გაავრცელოს ოფიციალური განმარტება და ღიად განაცხადოს, რომ უწყება კატეგორ

რატომ არის ძვირი საკვები და წყალი აეროპორტებში

საკვებისა და სასმელის ღირებულება აეროპორტებში შესაძლოა, რამდენჯერმე აღემატებოდეს მსგავსი პროდუქტების ფასს ჩვეულებრივ მაღაზიებში. ეს ფაქტი მუდმივად იწვევს მგზავრების უკმაყოფილებას და აეროპორტების მიმართ პრეტენზიებს. მართლაც, ქსელურ რესტორანში, რომელიც აეროპორტში მდებარეობს, ჩვეულებრივი სადილი შესაძლოა, სამჯერ ან ხუთჯერ მეტი დაგიჯდეთ, ვიდრე ანალოგიურში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ისევე, როგორც წყალი, ყავა და ა.შ. მგზავრები იხდიან საკუთარი უსაფრთხოებისა და

მაია სანდუ - მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე

მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, - ასე ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუსული ძალების მიერ ოდესის ოლქზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა. მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. "ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა. მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით", - აცხადებს სანდუ. იპნ

ომბუდსმენი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და ასაჯაროვებს მონიტორინგის პირველად შედეგებს: შეკრების თავისუფლების დარღვევა ომბუდმსენი აცხადებს, რომ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები: 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის 

ბერდია სიჭინავა - რა ვთქვით და როგორ გაიტანა „იმედმა" (ვიდეო)

რა ვთქვით და როგორ გაიტანა „იმედმა". ბერდია სიჭინავა, პარტოია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986481156579935

Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა. „თებერვალში [რუსეთის] შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა“, - წერს FT. უკრაინამ განაცვიფრა მსოფლიო, როცა კიევის შტურმი მოიგერია და კონტრიერიშზე გადავიდა დონბას

რომელ გზას შეიძლება გულისხმობდნენ აბაშიძე და კარასინი ჩანაწერში

1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის. მედიასთან ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა. აბაშიძის განმარტებით, აღნიშნული საუბარი გასული წლის ივნისში შედგა და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მ

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ აქციას აანონსებენ. ისინი დღეს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში იკრიბებიან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მთავარ აქციას შეუერთდებიან. „კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა, რომელიც 9 მარტს უნდა გამართულიყო, მოულოდნელად დაიწყო დღეს. ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მოსახლეობის მოტყუებით, შეუქცევადი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, რადგან რუსული კანონის სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. კან

ნათია მეზვრიშვილი - დღეს(აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს

დღეს (აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა.   "ვხედავ, მისმა კომენტარებმა აღაშფოთა ის ხალხი, რომელიც თავს გვესხმოდა, როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობა ოცნების საქმეს აკეთებს და პირიქით - ოცნება ნაცმოძრაობით არსებობს; როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობის არჩევნების შედეგი მხოლოდ ბიძი

დუდა - პოლონეთს ნატოსგან უკრაინისთვის უსაფრთხოების მეტი გარანტია სურს

პოლონეთი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიიღოს ნატოს სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ივლისში გაიმართება, თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 5 აპრილს. "ჩვენ ვცდილობთ ნატოს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მოვიპოვოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - თქვა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რადიო თავისუფლება

ანა მალიარი - უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი მაკარივკა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს."დასახლებები ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია", - განაცხადა მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში". მისივე თქმით, ბახმუტის რაიონში უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდასხმით მოქმედებებს. სამხრეთში, მალიარის ცნობით, უკრაინული ძალები ორ სექტორში 300-დან 1500 მეტრამდე დაწინაურდნენ. „არც ერთი პოზიცია არ დაკარგულა იმ რაიონებშ

ანა ბუჩუკური - მორიგი ტყუილი “გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა” და “გახარია კოკაინშიკია”-ს შემქმნელებისგან

მორიგი ტყუილი “გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა” და “გახარია კოკაინშიკია”-ს შემქმნელებისგან, ანუ რუსთავი 2-ის ტყუილების ახალი გამოშვება. ფეიქების გავრცელებაში მაგრები გახდით, მაგრამ აბა, იმდენად მაგრები თუ ხართ, ეთერი გაგვიხსნათ და მოგვიწვიოთ ხოლმე - თუ ნაცებთან ლაპარაკი უფრო კომფორტულია თქვენთვის? აი, ასე გახდა ოცნების ხელში რ2 ნაცების დროინდელი რ2-ის ზუსტი, მაგრამ უფრო ღიმილისმომგვრელი ვერსია. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეუტატი. 

სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა. Akademie der Künste ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება. სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არი

სპალეტი: - კვარამ გამოიყენა თავისი სიტყვის ძალა და ქართველს ხალხს გვერდით დაუდგა

იტალიური საფეხბურთო გუნდის, „ნაპოლის” მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვალისთვის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას კვარაცხელიას სტატუსზეც ჰკითხეს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მის სიტყვებს სპორტული ტელეკომპანია „სეტანტა” ავრცელებს. სპალეტის თქმით, კვარაცხელიას ეს ნაბიჯი უფრო მეტად იმსახურებს პატივისცემას ვიდრე გოლი რომ გაეტანა. მოგვიანებით ხელისუფლებას მხარდაჭერილი კანონპროექტის უკან წაღება მოუწია. პუბლიკა

ძალოსნობა I ლაშა ტალახაძე ევროპის შვიდგზის ჩემპიონია

ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა. ტალახაძემ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია, რითიც ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ბაქარ თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა და მეოთხე იყო. ლაშა ტალახაძემ აკვრაში ჯერ 246, შემდეგ კი 252 კგ დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თურმანიძის შედეგი 210 და 216 კგ იყო, ის მეხუთე ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 47

აქონდროპლაზია: შემოდგომაზე ბავშვები დაიწყებენ მკურნალობას – საბჭოს წევრები

იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრების თქმით, შემოდგომიდან აქონდროპლაზიის მქონე რამდენიმე ბავშვი საჭირო მედიკამენტით მკურნალობას დაიწყებს. დღეს საბჭოს წევრებსა და მშობლებს შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში [NCDC] შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ აქონდროპლაზიის მართვის სახელმწიფო პროტოკოლს საბჭომ მხარი დაუჭირა და ახლა საჭიროა მხოლოდ მინისტრის ხელმოწერა. „ბიუჯეტი და თანხები არსებობს, შემოდგომაზე ეს მედიკამენტი ჩვე

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსმა ტერორისტებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს", - აცხადებენ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში. სამართალდამცავების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მშვიდობი

სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი - იოზვიაკი სტატუსზე

„სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი და დიდად სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ სტატუსს დათქმები მოჰყვება“,- ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიპლომატებთან ერთად მოლდოვის დატოვება უწევს რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს. მოლდოვური მედიის ცნობით, დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. მანამდე მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე უნდა შემცირებულიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ რ

უკრაინა: "აზოვი" ფრონტზე დაბრუნდა და ლისიჩანსკთან იბრძვის

უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა მიკოლა ურჩილოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ბრიგადა "აზოვი" ფრონტზე დაბრუნდა და ამჟამად ლისიჩანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, სერებრიანი-ლესნიშესტვოს რაიონში იბრძვის. "აზოვის" პოლკი 2022 წლის გაზაფხულზე თითქმის ორი თვის განმავლობაში ინარჩუნებდა თავდაცვის პოზიციებს "აზოვსტალის" ქარხანაში, მარიუპოლში. მაისში "აზოვსტალის" მცველებმა ქარხნის ტერიტორია დატოვეს, მეთაურთა ბრძანებით. რუსეთის არმიის ტყვეობაში აღმოჩნდა ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი,

სალომე ზურაბიშვილი 1 სექტემბერს შარლ მიშელს შეხვდება

ხვალ, 1 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს და პირველი შეხვედრა სწ
×
×
  • შექმენი...