Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.457
  • comments
    0
  • views
    748.429

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ეუთო/ოდირი - საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში. "აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“. „არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრე

ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა

ეუთოს 38-მა სახელმწიფომ დღეს, 20 დეკემბერს ვენის მექანიზმი გაააქტიურა. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით. ამ მექანიზმით გათვალისწინებულია: ინფორმაციის გაცვლა და პასუხის გაცემა ინფორმაციის მოთხოვნაზე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათთვის მიწოდებულ ს

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე

ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განუცხადა, ექიმებმა პაციენტის გაწერის გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 დეკემბრიდან მკურნალობდა.   იპნ

ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალა - ალენ ბერსეს პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, მეტად ამძიმებს შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს

ალენ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ნათქვამია ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტს. მიმართვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს მ

ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ გააკეთილშობილებს რუსულ კანონს, ის უნდა გაუქმდეს – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ რუსული კანონი შეცვლას არ ექვემდებარება და ის უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ კრიზისს რუსული კანონის გაუქმებაც ვერ უშველის. ასე ეხმაურება ქურდოვანიძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბენსეს განცხადებას რუსული კანონში  ცვლილებასთან დაკავშირებით. “ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, “რუსულ კანონზე” ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანო

ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადება მოამზადა

ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ვიზა ფასილიტაციის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ. ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად. „დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დავაკისროთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო. ეს მკაფი

კაია კალასი - ვიღებთ ზომებს, ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი რეპრესიების გამო - ასევე, მაგიდაზეა საქართველოს მიმართ სანქციები და გავაგრძელებთ დამატებითი ზომების განხილვას

დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს. „ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი

ნათია მეზვრიშვილი - რაც შეეხება კობახიძეს, ტაკერ კარლსონთან ჯეფრი საქსის ინტერვიუს "ოვერდოუზი" მოუვიდა, თავს დავდებ, "დიფ სთეითი" აქამდე გაგონილიც არ ჰქონდა -  ახლა ეს დაჯდება და ბიძინას აუხსნის, უნდა გავუძლოთ

https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/28094055460207875 "რაც შეეხება კობახიძეს, ტაკერ კარლსონთან ჯეფრი საქსის ინტერვიუს ოვერდოუზი მოუვიდა. თავს დავდებ, დიფ სთეითი აქამდე გაგონილიც არ ჰქონდა.  ახლა ეს დაჯდება და ბიძინას აუხსნის. უნდა გავუძლოთ.", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი წერს. ამავე საკითხს სოციალურ ქსელში, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავაც ეხმაურება: "თუ სერიოზულად გაი

რა წერია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში საქართველოს შესახებ

ევროპულმა საბჭომ 19 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შესახებ ნათქვამია: „ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ისინი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ის მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მ

„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ - გახარია ევროსბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე

„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროსბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებას. ალენ ბერსემ განაცხადა, რომ „მიესალმება მთავრობის დაპირებას, რომ შეცვლის „უცხოური გამჭვირვალობის კანონს.“ როგორც საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალენ ბერსემ თქვა, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლიან, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ყველა ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია და ეს პარტია ერთი პირის ხელშია, რომელიც ძალიან არის დაკავშირებული რუსეთთან

ამ დროისთვის არ არსებობს საქართველოში ინსტიტუტი, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელია. ყველა ინსტიტუტს: მთავრობას, პარლამენტს, ყველა სასამართლოს, ცენტრალური ბანკის, ცენტრალური საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობენ მმართველი პარტიის მიერ დანიშნული ადამიანები და დაკომპლექტებულია მმართველი პარტიისთვის მისაღები ადამიანებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არჩევნებამდე, დე ფაქტო მმართველმა, ბატონმა ივანიშვილმა გა

რატომ აძლევს თავს უფლებას ბატონი ბერსე, საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს – ბრაჭველი

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას რუსული კანონში  ცვლილებასთან დაკავშირებით და  უკანდახევად აფასებს ამაზე საუბრის დაწყებას  “ქართულ ოცნებას”.   თუმცა ის ასევე აკრიტიკებს ალან ბერსეს, რომელმაც ამ საკითხის განხილვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით დაიწყო. “პარტიამ, რომელიც სუვერენიტეტის აბსოლუტურ დაცვას ქადაგებდა, “ქართული კანონის” მიღებით ამაყობდა, ყველა საე

არჩევნების ლეგიტიმაციისთვის არ ვარ ჩამოსული, ეს სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა – ბერსე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის ცნობა არა მისი, არამედ სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა და თბილისში ამისთვის არ ჩამოსულა. ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა. „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მ

გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტში როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათი თქმით, აქციების დროს დაკავებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებებით „რუსული რეჟიმი ხალხის დაშინებას ცდილობს“, თუმცა, მათივე თქმით, ხალხს არა თუ ეშინია, არამედ პირიქით - ბრაზდება.  

სალომე ზურაბიშვილი იტალიის სენატში სიტყვით გამოდის

იტალიის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების მოწვევით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საუბრობს.   იპნ

გახარია ორი ბანკის გადაწყვეტილებაზე: მისასალმებელი პირველი ნაბიჯია... ყინული დაიძრა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ორი მსხვილი ბანკის გადაწყვეტილება, აქციებზე დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხა გამოყონო, "მისასალმებელი პირველი ნაბიჯია". როგორც მან ფორმულას დღეში თქვა, "ყინული დაიძრა". "ორი ბანკის გადაწყვეტილება მეუბნება იმას, რომ ეს არის ფრთხილი, მაგრამ ძალიან მისასალმებელი პირველი ნაბიჯი. მე მესმის მათი მდგომარეობა, ეს სისტემური ბანკებია... მათდამი ფრთხილი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური სტაბილურობის და ფ

გიორგი შარაშიძე - ”ოცნებას” არათუ აღიარებენ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ყოველდღე ახალ სანქციებს უწესებენ (ვიდეო)

“ოცნება” ჩამოყალიბდა რეჟიმად, რომელიც სრულ იზოლაციაში აგდებს მთელს ქვეყანას. ”ოცნებას” არათუ აღიარებენ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ყოველდღე ახალ სანქციებს უწესებენ. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/481400888302342

ზვიად ძიძიგური - გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნით „ქართული ოცნება“ აშშ-ს ეუბნება: „ჩვენ არ გვაინტერესებს, რას აკეთებთ“ – როცა დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის თანამდებობის პირებს, რაის „ევროპისკენ“ და რაის „ღირსებით“ მიდიხარ?

ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაზე ღლიცინებენ - როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კ

აშშ-მა შს მინისტრი გომელაური და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას” მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. ამ სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – არდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება

თეონა აქუბარდია - ბრიტანეთის სანქციებს გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც - „ქართული ოცნება“ „მელა და ყურძნის“ პოზიციაშია, მაგრამ რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, სისტემა დასუსტებულია

პროტესტის დამსახურებაა დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციები, ეუთოს განცხადება, ბალტიის ქვეყნების ინდივიდუალური სანქციები, ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების დასანქცირება. რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, მელა და ყურძენი რომ არის, დაახლოებით ამ პოზაში არიან [„ქართული ოცნება]. სისტემა არის დასუსტებული! , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. აღნიშნულით, თეონა აქუბარდიამ ის ფაქტი შეაფასა,

ლონდა თოლორაია - დაკავებულთა 70% ამბობს, რომ გახდნენ არაადამიანური მოპყრობის, რიგ შემთხვევაში კი წამების მსხვერპლი, ასევე, ჰპარავენ ნივთებს, ემუქრებიან გაუპატიურებით, რასაც ემატება შეურაცხმყოფელი მოქმედებების მოთხოვნა და გადაღება

დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, აქედან 70% ამბობს, რომ არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, რიგ შემთხვევაში კი წამების - შსს-ს წინასწარი გარანტიები აქვს მიღებული, რომ შეუძლიათ ჩაიდინონ ყველაფერი და ამათზე პასუხს არავინ მოსთხოვთ ,- ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა და საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტთა დაკავებაზე ისაუბრა. როგორც ლონდა თოლორაიამ განმარტა, უმოქმედოები არია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტარტამენტმა ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სასანქციო პროგრამის" ფარლებში დასანქცირებას აღნიშნავს (რაც ფინანსურ სანქციებს მოიცავს) და საკუთარ სანქციებსაც აანონსებს. "სახელმწიფო დეპარტამენტი დამა

სოფო ხორგუანი - "ქართულ ოცნებას" იმის იმედი რომ ჰქონდა 27-ვე ქვეყანა ერთად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვნახეთ, რომ ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებენ სანქციებთან დაკავშირებით (ვიდეო)

"ქართულ ოცნებას" იმის იმედი რომ ჰქონდა 27-ვე ქვეყანა ერთად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვნახეთ რომ ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ ევროკავშირის ერთობლივი ხელმოწერა იქნება თუ არა ეს არ ცვლის იმ მოცემულობას რომ მკაცრი განცხადებები აკეთონ. ევროპის კონტინენტზე ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ღიად საუბრობენ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე და ეს ძალიან რეალურია." სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი. ვიდეო: https://ww

დიმიტრი ცქიტიშვილი - აქცენტები გავაკეთეთ უკანონოდ დაპატიმრებულ ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, რომელთა უმრავლესობა იმყოფებიან საპატიმროებში, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში აკანონებს ავტორიტატრულ დიქტატურას (ვიდეო)

აქცენტები გავაკეთეთ უკანონოდ დაპატიმრებულ ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, რომელთა უმრავლესობა იმყოფებიან საპატიმროებში, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში აკანონებს ავტორიტატრულ დიქტატურას.      დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1294127768497850
×
×
  • შექმენი...