„ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების მისვლის შესახებ.
კობახიძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა მიუღებელია და აჩვენებს იმას, რომ „საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარედან ერევიან”.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს ევრ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა.
„როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.
პრაღაში, ნატოს საგარეო
ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე არის ძალიან მარტივი, მთავარი არის ამ ხელმოწერით აღებული პასუხისმგებლობის შესრულება. ჩვენ არასდროს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომლის ახსნა, დასაბუთება ჩვენი მხარდამჭერებისთვის და ამომრჩევლისთვის არ გაგვიკეთებია.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/842540221053637/
"დღეს შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთი მტკიცებულება მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს, რომ ძალადობა სახელმწიფოს არამხოლოდ წახალისებული, არამედ უშუალოდ მათი ორგანიზებულია. პაპუაშვილის მუქარიდან რამდენიმე წუთში ზუკა ბერძენიშვილი ცემეს.
ოცნებასთან ერთად ეს არის იმ უწყებების სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Serviceსაქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომლებიც უმოქმედობით ასეთი ძალადობების თანამონაწილეები არიან. პირველი, რას
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და 3 კანდიდატი შეარჩია.
კენჭისყრის შედეგები შემდეგია:
ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა
დავით ბარბაქაძე – 1 ხმა
ლალი ბუნტური – 0 ხმა
დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა
გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა
ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა
ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარული
რამდენიმე ციხეში პატიმრებმა ამნისტიის კანონის გაფართოების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები საუბრობენ.
ადვოკატების თქმით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში 20 პატიმარი შიმშილობს.
რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ „მთავარ არხს“ ციხიდან პატიმარი თავად ეუბნება. მისი თქმით, მოშიმშილე პატიმრები ამნისტიის კანონის უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას მოითხოვენ.
ქსანში 30 პატიმარი შიმშილობს – ეუბნება პ
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სა
„საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 40.7 მილიონი ლარი მიიღეს.
აკაკი ალადაშვილი „ქართული ოცნების” დელეგატია საბურთალოს რაიონში.
ის 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.
ივანიშვილს პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია აღარ აქვს, იმიტომ, რომ ხალხს უბრალიდ აღარ სჯერა მისი.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1202566154285534/
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მერაბ გაბინაშვილს 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება არ მიუთითებია.
ორგანიზაციის ცნობით, მერაბ გაბინაშვილს დეკლარაციაში არ შეუტანია მის საკუთრებაში არსებული
121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე;
801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფც
“ოცნებამ” ომი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს გამოუცხადა და ამდენწლიანი ნაშენები ურთიერთობა დაანგრია.
”ოცნება” ჩამოყალიბდა თაღლითთა დაჯგუფებად, რომლებიც გამუდმებით იტყუებიან და ყველას აბრალებენ იმას რაც თვითონ არიან.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/551871360594762/
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.
“არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მასში ასაევე აღნიშნულია, რომ საოქმო ჩანაწერს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმაურება სხვადასხვა წყაროთი გასაჯაროებულ ინფორმაციას, საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე.
უწყება ამბობს, რომ„ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყეს ამ მედიის სტატიაში ამომრჩევლების მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებული ფაქტის შესწავლა. „ბათუმელებმა“ 15 ოქტომბერს ინფორმირებული პირის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნება“ პარტიის ოფისებში
საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინეს ივანიშვილის მუქარას და მეორე დღეს „ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების ჯგუფი, მეტროში, ლევან გოგიჩაიშვილს ფიზიკურად უსწორდება - ივანიშვილის ეს მუქარა ამ ფიზიკური თავდასხმის წახალისება იყო - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტს სამართალდამცავები დროულად გამოიძიებენ.
„აქ ყველაფერი ზედაპირზეა, საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისანში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი.
პუბლიკა
პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლულუაშვილის განცხადებით, ცესკოსგან ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება.
პარტიამ ცესკოს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი / ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მოახდინა ხმის მიცემა.
საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბო
საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში წარმოადგინა. ამ თემაზე ვრცელი კომენტარები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა და გაფართოების კომისარმა ვარჰეიმ.
გაფართოების ანგარიშის ტექსტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ჩანდა. თუმცა, ვნახეთ, რომ ანგარიშის ტექსტის აღქმაში განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო - უკრაინის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6
პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.
ამ დროისთვის, პოლიციური
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ.
მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადად გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს ყოველდღიური მუშაობა. თუმცა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ამ მიზანს და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.
„ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - წერს ამერიკელი სენატორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის, გიორგი გაბეხაძის თქმით, თანამდებობას ტოვებს.
გაბეხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მას პირველი მერცხალი უწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“.
პუბლიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
იპნ
მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუ