Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.513

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან - ზურაბიშვილი შტაინმაიერს შეხვდა

Gespräch mit der Staatspräsidentin von Georgien, Salomé Surabischwili საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც „ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“. publika

ისანში 56-ე უბანთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა.   ნეტგაზეთი

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანს აქამდეც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. გამარჯვება მან რაპირით ფარიკაობის ტურნირზე გაიმარჯვა. შეჯიბრება იტალიაში მიმდინარეობს.   ნეტგაზეთი

ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდანაა

უახლესი სტატისტიკით, ირლანდიაში თავშესაფარის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ და უსწრებენ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებშიც ომი მძვინვარებს. კერძოდ, ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში ცხოვრობს საქართველოს 3432 მოქალაქე. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე კი, ალჟირი [2543]. საქართველო აგრეთვე უსწრებს იმ ქვე

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მარ

ირანში სიკვილით დასაჯეს ანტისამთავრობო აქციების მონაწილე

ირანში სიკვდილით დასაჯეს აქტივისტი მოჰსენ შეკარი. მასთან ერთად სიკვდილით დასჯა კიდევ 10 მომიტინგეს აქვს მისჯილი შემოდგომაზე მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ BBC იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შეკარი 8 დეკემბერს დილით ჩამოახრჩვეს. მანამდე ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "ღვთის წინაშე დანაშაულში". სასამართლოს განმარტებით, ის 25 სექტემბერს საპროტესტო აქციების დროს თეირანში გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა და პროსამთავრობო რაზმის

ირანში გრძელდება გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები

22 ოქტომბერს ირანში ქარხნებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იმ ფონზე, როცა უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციები. 22 წლის ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილა ისლამურ რესპუბლიკაში. აქციების ლიდერები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც იხსნიან თავსაბურავებს, სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს და ქუჩებ

ირანში აცხადებენ, რომ ჰიჯაბის ტარების კანონს განიხილავენ

ირანის გენერალური პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს. ირანული მედიის ცნობით, გენერალურ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამ ორი ორგანოს მიერ კანონში. მისივე თქმით, საკითხზე მომუშავე ჯგუფი ოთხშაბათს პარლამენტის კულტურის კომისიას შეხვდა და შედეგები „ერთ-ორ კვირაში“ გახდება ცნობილი. შეგახსენე

ირანში პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი დააპატიმრეს

ირანში დააპატიმრეს პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. მეჰდი კოჰიანმა, რომლის ჯგუფი მსახიობების დაპატიმრების შემთხვევებს უწევს მეთვალყურეობას, დაადასტურა ჰაჯარის დაპატიმრება. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, რატომ დააპატიმრეს მსახიობი ქალი, რომელიც ამავე დროს გარემოს დამცველი აქტივისტია. გასულ თვეში ჰაჯარი ერთ-ერთი იყო იმ მსახიობთაგან, რომლებიც პროკურატურაში დაიბარეს და დაკითხეს ინტერნეტში „პროვოკაციული“ შინაარსის კომენტარების გამოქვეყნებისთვის ქვეყა

ირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

ირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის, ადმირალ ხაჯიზადეს განცხადებით, ახალი რაკეტა ყველა სახის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადალახვას შეძლებს და ათწლეულების განმავლობაში არ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც მის განეიტრალებას შეძლებს. ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა არის გამიზნული მტრის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განადგურებისთვის და არის „მნიშვნელოვან

ირანმა მაღალი რანგის უკრაინელი დიპლომატი იხმო დრონებით თავდასხმის შესახებ კომენტარის გამო

ირანმა ამ ქვეყანაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული იხმო მისი ქვეყნის კომენტარის გამო ისპაანის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შესახებ - იტყობინება Reuters-ი Tasnim-ის სააგენტოზე დაყრდნობით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში ირანის ობიექტზე თავდასხმა პირდაპირ დაუკავშირა უკრაინაში ომს. უკრაინა ირანს ბრალად სდებს რუსეთისთვის ასეულობით დრონის მიწოდებაში. „აფეთქებების ღამე ირანში - დრონების და რაკეტების საწარმო,

ირანის შს მინისტრი პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებულ ინციდენტზე - უამინდობის გამო, მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას ვაჰიდმა განაცხადა, რომ „უამინდობისა და ნისლის გამო, ადგილზე მისასვლელად მაშველებს დრო დასჭირდებათ. "ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ სამუშაოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება", - აღნიშნა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტირდა

ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო. ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰ

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ ფეზეშქიანმა ხმების 53.3% მიიღო, მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილმა კი 44.3%. საერთაშორისო მედია ირანის ახალ პრეზიდენტს რეფორმისტად მოიხსენიებს. მისი საიდ ჯალილი კი ცნობილია თავისი მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით. 71 წლის მასუდ ფეზეშქიანი კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის აკრიტიკებს ირანის „მორალის პოლიციას“ და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას. როგორც BBC წერს, მასუდ ფეზეშქ

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სასტიკი შეტაკებების შესახებ იუწყებიან

დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 28 ოქტომბერს კვლავ მოხდა შეტაკება ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება არეულობა. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა იფეთქა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 16 სექტემბერს გარდაიცვალა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა. ოთხი კვირის წინ ზაჰედანში შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი Iran Human Rights-მა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფება მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. რუსული სააგანტო „ტასი“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ლავროვმა მიიწვია, რათა განიხილონ რუსეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი და რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებშია. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ირანს ადანაშაულებენ რ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები შეზღუდული რაოდენობით, ომამდე რამდენიმე თვით ადრე გადავეცით

ირანმა რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გააკეთა.  როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, თეირანმა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა. „დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ამ აურზაურში, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ომის დასახმარებლად მიაწოდა, რაკეტის ნაწილი სრულიად არასწორია. უპილოტო თვითმფრინა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს. „თუ დადასტურდება, რომ ირანული დრონები უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ გამოიყენება, ჩვენ ინდიფერენტული არ ვიქნებით“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება. პირველი არხი

ირანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება

პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და მათ არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ირანის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალი ჯამადიმ განაცხადა. „თავსაბურავის მოხსნის წაქეზების დანაშაული განხილული იქნება სისხლის სამართლის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებები არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ჰიჯაბის

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა – მედია

ვერტმფრენს, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, ინციდენტი შეემთხვა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ვიზიტისას. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო იტყობინება და ინფორმაციას CNN ავრცელებს. “პრეზიდენტის თანმხლები პირების ნაწილმა შეძლო დაკავშირება ცენტრალურ შტაბთან, რაც იმედს იძლევა, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა”, – წერს ირანული წყარო. ირანელების დელეგაცია სამი ვერტმფრენით იმყოფებოდა აზერბაიჯანში. ორ მათგანში მინისტრები და სხვა მაღა

ირანის პრეზიდენტი - მე ვეუბნები ჯო ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ჯო ბაიდენს პასუხობს და აცხადებს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა. ასე გამოეხმაურა რაისი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო. თეირანში აშშ-ის საელჩოში შეჭრის 43-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას, იბრაჰიმ რაისიმ 1979 წლის ისლამურ ევოლუციაზე ისაუბრა. „მე ვეუბნები ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა“, – განაცხადა ირანის ლიდერმა თეირანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ბ.რ. და 1978 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლები

ირანის ელჩი საქართველოში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვს

ირანის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლის შესაძლებლობას სთხოვს. “დიპლომატიისა და სამართლიანობის სულისკვეთებით, ოფიციალურად ვითხოვ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსგან, უზრუნველყოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიმართვის თანაბარი შესაძლებლობა. ისრაელის რეჟიმის ელჩის ცრუ ბრალდებების შემდეგ, აუცილებელია, განვმარტოთ ჩვენი პოზიცია”, – წერს მაჰმუდ ადიბი  პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აცხადებს, რომ ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მის სერვერზე

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ უცხოეთის ქვეყნიდან ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მისი ერთ-ერთი დანაყოფის ელექტრონული ფოსტის სერვერზე - იუწყება სახელმწიფო მედია 23 ოქტომბერს. სააგენტოს განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირანის ჰაკერთა ჯგუფმა, Black Reward-მა, სოციალური მედიით განაცხადა, რომ გატეხა ირანის ბირთვული ენერგიის წარმოებისა და განვითარების კომპანიის იმეილის შიდა სისტემა. ჯგუფმა მხარდაჭერა გამოუცხადა ი

ირანი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

ირანი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“, - აღნიშნულია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში. მისიის მტკიცებით, „
×
×
  • შექმენი...